მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
სიყვარულის ახსნა

ნამდვილი სიყვარული არასდროს ქრება თუ ეს სინამდვილე ილუზია არაა და ამიტომაც გაუძლო ჩემმა სიყვარულიმა ყველაფერს. მართლა წამება ყოფილა სიყვარული მაგრამ უსიყვარულობა - სიკვდილი! ამიტომაც არ ვნებდები, რადგან ვიცი რომ უშენოდ მოვკვდები და მე სიკვდილი არ მინდა! მე შენ მეორე ცხოვრებაშიც მოგძებნი და აუცილებლად გიპოვი! შენს იქით გზა არ მაქვს! მიყვარხარ ცამდე და იმის იქით!  

                                        მუდამ შენი. 2020.14.02

alt

ყოველი დღე შენია. ჰო, შენ გეკუთვნის, სიყვარული ხარ თუ როგორც არის... ყველა გეძებს, ყველას სჭირდები. საკმარისია გიპოვონ და ბედნიერებისგან გიჟდებიან, ჭკვიანდებიან, ყინვაშიც თბებიან, წვიმაშიც მზის სხივებს ითვლიან, უფრთოდ დაფრინავენ, ღმერთს ემსგავსებიან, იებს ყიდულობენ, ლოთებს ამართლებენ, ხის ქვეშ ცხოვრობენ, ცულის ტარზე წვებიან, უშუქოდ ხედავენ, ბრმად დადიან... ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია...

                                     ფოტინე 2020.14.02

alt

რა საოცრად ლამაზი ყოფილა ცხოვრება და შენამდე არ ვიცოდი.  ახლა ვიცი რას უნდა გავუფრთხილდე ყველაზე მეტად, რა არის ცხოვრების აზრი და რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე. ახლა ბევრი რამ ვიცი. ვიცი სიყვარული და ბედნიერება რა ფერია. ვიცი რად მიღირს შენთან გატარებული ყოველი წამი და რა მტანჯველია უშენობა. ჩემი სიგიჟე და სიყვარული ხარ შენ!

                                         ბუბუ 2020.14.02 

alt

გულისპირს შეგხსენ ღილი ფოტინე,

მორცხვად მიშლიდი, არ მაფოტინე,

მხოლდ დროდადრო ჩემო ფოტინე,

ჩემს ხელს შენითვე მოეფოტინე.

გულს გადმივარდა დიდი ლოდი მე,

როს შენ გამოჩნდი ჩემო ფოტინე,

სიცოცხლე მსურდა განა როდი მე,

შენით კი ისევ მოვეპოტინე... 

                                    "უცნობი ავტორი". 2020.14.02

alt

მიყვარხარ... იმიტომ, რომ არ შემიძლია ამ სიყვარულის გარეშე! მიყვარხარ... იმიტომ, რომ შენთან ვპოულობ სრულად საკუთარ თავს! მიყვარხარ... იმიტომ, რომ არაფერს აქვს აზრი თუ არ მეყოლები! მიყვარხარ... იმიტომ, რომ არ ვიცი რატომ მიყვარხარ! წესით არ უნდა მიყვარდე, მაგრამ მიყვარხარ!.. ვნანობ?!  არ ვნანობ! იმიტომ, რომ მიყვარხარ! ვდარდობ?! ვდარდობ, რადგან მეშინია.. უშენობის... მეშინია იმედგაცრუების... და მეშინია უსიყვარულობის! მიყვარხარ და ამას აღარაფერი ეშველება!

                                       გ. 2020.14.02

alt

სიყვარული თეორემაა, რომელსაც ყოველ დღე დამტკიცება სჭირდებაო. და არ არსებობს დღე ჩვენს შორის სიყვარულის მტკიცების გარეშე მაშინაც კი, როცა ვჩხუბობთ, მაშინაც, როცა ერთმანეთის არ გვჯერა... არა, მაშინ კიდევ უფრო მეტად, რადგან ასეთ დროს გვიძლიერდება ხოლმე შიში ერთმანეთის დაკარგვისა, თავდაუზოგავად ვიწყებთ შერიგების მცდელობას.. და რა ტკბილია ის შერიგება.. რა მაგარია, როცა გიყვარს და უყვარხარ, როცა ყოველ დღე, ყოველი თვალებში ჩახედვისას გესმის მისი "მიყვარხარ" და შენც ანგარიშმიუცემლად იმეორებ: "მიყვარხარ"... დიახ, მიყვარხარ და ჩვენ ვერაფერი მოგვერევა, რადგან დროც ვერ გვერევა! და რა მაგარია იმის შეგრძნება, რომ ეს რეალობაა! 

                                        მა კო. 2019.15.09

alt

მთელი ეპოქა გავიდა და დრომ თავისი ქნა.. ყველაფერი შეიცვალა.. იმდენ დროს ვეღარ ვუთმობთ ერთმანეთს, როგორც ადრე.. ისე აღარ გვიცემს გული ერთანეთთან მიახლოვებისას, როგორც პირველ წლებში.. ისე აღარ მაკანკალებს შენს კოცნაზე.. წყენებიც დამიგროვდა.. ბევრი რამ არ მომწონს.. მაგრამ ვიცი, რომ იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე აქამდე, იმაზე მეტად მჭირდები, სამუდამოდ მიგეჯაჭვე, გაუსაძლისად მეჩვენება და ვერ წარმომიდგენია უშენობა.. მენატრები! მენატრება ადრინდელი დრო! მენატრება ჩვენი ერთად ყოფნის ყოველი წუთი! მჭირდები! მიყვარხარ! ჩვენი სიყვარული მარადიულია!

                                       შენზე სამუდამოდ შეყვარებული. 2019-02-14.                                                   

alt

არ ვიცი რა დავარქვა ამ მომენტს (გრძნობას), ზოგი ცხოვრებაში გამართლებას ეძახის, ზოგი იღბალს, ზოგიც დამსახურებულ მონაპოვარს, თუმცა ეს არაა მთავარი. რაც ჩემთვის ყველაფერს აღემატება, ეს ისაა, როდესაც პოულობ შენს ნაწილს, იმ ნახევარს, იმ პიროვნებას, ვისთანაც ორმხრივ ჰარმონიაში ხარ და ვისთან ერთადაც სიცოცხლე გაათასმაგებულ ფასს იძენს. არაფერია ისეთი საოცარი, როცა ორი არასრულყოფილება ერთად სრულყოფილად ბედნიერია.

პ.ს. ჩვენ ერთმანეთი ვიპოვნეთ და ეს ყველაფერია, სხვა დანარჩენი ამის ფონზე ყოფითი ილუზიაა. 

                                        ბაქარ ასათიანი. 2018-02-14.

alt

როცა შენს მესიჯებს ვკითხულობ, მინდა შენი ხმა გავიგონო, რომ დაწერილი სიტყვები გათბნენ შენი ხმის სითბოთი. როცა შენი ხმა მესმის, ვოცნებობ, რაც შეიძლება მალე დაგინახო... თვალები ხომ სიტყვეზე მეტს ამბობენ. როცა შენს ფოტოს ვუყურებ, მინდა შეგეხო, შევიგრძნო შენი ხელების სითბო. როცა ხელებზე გეხები, ვხდები, რომ... მიყვარხარ..!

                                      მაქსიმილლიან ბერკოვიჩი. 2018-02-14.

alt

ყოველთვის ერთს ვამბობ და იგივე აზრზე ვარ. სიყვარულს განსაკუთრებული დღე არ სჭირდება...სიყვარულის ზეიმი ყოველ დღეა. როცა გიყვარს. როცა უყვარხარ..მაშინაც როცა გენატრება.. მაშინაც არა... მაშინ უფრო.. ეს დღე ყველაზე მეტად უხარიათ სამკაულის მაღაზიის გამყიდველებს... მეყვავილეებს.. რომ ბევრი ლამაზი ბრჭყვიალა ნივთი გაყიდონ..ბევრი ყვავილი.. ბევრი ბუშტი... სიყვარულის ყველაზე კარგი სამკაული შენი საყვარელი ადამიანის ყელზე მოხვეული ხელებია.. ყოველი დღე სიყვარულისაა და მე არ მჭირდება ვალენტინი რომ ეს დღე ავღნიშნო. გუშინაც მიყვარდა...დღესაც მიყვარს...ხვალაც მეყვარება...და სულ მიყვარხარ სიყვარულო... 

                                      სოფი კო. 2018-02-14.

alt

ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ და უბედურებაც, ჩემი მაცოცხლებელიც და მკვლელიც, ფრენაც მასწავლე და მიწაზეც უმოწყალოდ დამანარცხე, სიცოცხლეც შემაყვარე და შემაძულე კიდეც... არ ვიცი რამ შემაყვარა შენი თავი, მაგრამ საშინლად მიყვარხარ იმ სიყვარულით, რომელიც ვერასდროს დაგანახე..

                                        მე ლანია. 2018-02-14.

alt

ყოველ დღე, ერთად ყოფნის ყოველ შესაფერის მომენტში გეუბნები როგორ მიყვარხარ, მაგრამ დღეს მომინდა ეს დავწერო. დავწერო ის, რაც ჯერ ჩემგან არ მოგისმენია. შენ იცი, რამხელა ბედნიერება მაჩუქე? იცი, რომ ყოველ დღე შენთან ჩახუტებული ღმერთს მადლობას ვუძღვნი ამ ბედნიერებისთვის და ვთხოვ, რომ არასოდეს დამთავრდეს? იცი, რომ შენით ცხოვრება მიხარია და სიკვდილი მირჩევნია უშენობას? მიყვარხარ! ჩემი ბედნიერება ხარ! და ეს ყველაზე დიდი და მნიშნელოვანია, რაც შეიძლებოდა თავს დამტყდომოდა! ამისთვის ღირდა ცხოვრება! მე შენ მიყვარხარ!

                                        ელზა.   2017-02-14.

alt

ახლა ორივე მწვერვალზე ვდგავართ...
მდუმარე შევყურებთ ერთმანეთს თვალებში. მაგრამ სულები ვერ ისვენებს
-ნუთუ შენ ის ხარ, ვისაც ველოდი?
- ჯიუტ და მეამბოხეს თუ ელოდი, -ისა ვარ.
- ჰო!
- ძველმოდურ, ტრადიციების მოტრფიალესაც ელოდი?
ჰო!
- მესაკუთრესაც?
-ჰო!
- კარგი. მაშინ ვეცდები შენი გულიდან არსად წავიდე, არ დაგღალო... მინდა შენ თვალებში, ჩემ უცვლელ სახეს ვხედავდე მუდამ...
-არ ვიცი საიდან მოხვედი... არავის გავხარ. ამის გამოცნობას ერთი სიცოცხლე არა მგონია ეყოს...♥♥♥

                                  ,,დ"       14.02.2017წ. 

alt

ყველაზე მეტად უთქმელი სიტყვები საუბრობენო, თურმე ასეც ყოფილა... 

ტკბილო, იცი, იმ დღიდან შეიცვალა ყველაფერი, როდესაც გაგიცანი, - მთელი ჩემი სამყარო, ცნობიერება, მისწრაფება, ფიქრები... თითქოს, მანამდე არც ვყოფილვარ... შენ,მთელს სამყაროს მოიცავ, მეჩემფიქრები, მეერთადერთები, მეტკბილები...მეჩემსამყაროები! მიყვარხარ-(მერე რა თუ ეს ჩემგან არც გსმენია?) შენ არაამქვეყნიური არსება ხარ, ყველაზე განსხვავებულად, რაღაცნაირად - მხოლოდ შენთვის დამახასიათებელი გრძნობით მომიცავ: "მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი", შენ ის უსასრულობა ხარ, რომელსაც შევეჯახე და უბრალოდ სხვას ვერც კი ვამჩნევ, სხვას უბრალოდ ვერ ვუყურებ, ვერ ვეხები ისე ამაღლებული განცდით, როგორც შენ!!! რა ლამაზია ცხოვრება შენ რომ გაჩნდი, შენ რომ არსებობ ერთადერთო, რა ლამაზია ამის განცდა, კარგო...

ალბათ, აღმაფრენა ეწოდება იმ წუთებს, შენს დანახვისას გული რომ ფრთხიალდება ახალგამოჩეკილი ბარტყივით... განა გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ ბედნიერება ხარ, უსასრულო ფიქრი და მონატრება... შენი გამოხედვა, მშვიდი ხმის ტემბრი, შენი.. მარტო შენი) - მარტო შენთან მინდა! 

გაუსაძლისმა მონატრებამ ბევრჯერ ამატირა - ყველაზე არაამქვეყნიურადაც კი. შენ გამუდმებით ჩემში ხარ - ჩემს გონებასა და გულში. მე და ფიქრები შენს სურათს შევყურებთ და გესაუბრებით (ჰო,შენთვის არ თქმული სიტყვები შენსავე სურათებზე გადაგვაქვს). შენ ჩემს არსებაში წარუშლელად აღიბეჭდე.  რომ იცინი, გული მითბება.. და მაინც, ყველაზე მორცხვი და ყველაზე თამამი  მხოლოდ შენთან ვარ.  მე ამ სიყვარულითაც კი არ დავღლი შენს დიად სამყაროს. მებედნიერები, ტკბილო - და შენ ყველაზე უსასრულო ბედნიერ სიყვარულს გისურვებ....

                                 "უბრალოდ მე". 2017-02-14.

alt

არ დავიწყებ შორიდან და ნერვებსაც არ დაგაწყვეტ,

სათქმელს პირში მოგახლი და ასე მოკლედ გადავწყვეტ:

შენ მიყვარხარ საშინლად, ჰო, მიყვარდი მანამდეც!

მატკბობ! თაფლად მეღვრები, - მეღვრებოდი მანამდეც...

ჩემი წამწამ-თვალის ხარ, - ასე იყავ მანამდეც!

იცი?? გადარევა ხარ, - ასე მრევდი მანამდეც!

ჩემი ამოსუნთქვა ხარ და იქნები მანამდეც!

გრძელი პალტო (შავი), ნაზი მზერა ზღვისფერი...

დიახ ეხლა ჩემი ხარ, ჩემი სულ ყველაფერი..

ყველაფერი ეხლა ხარ - ასე იყო მანამდეც!

                                     ექსპრომტად ჩემს გამაგიჟეს. 2017-02-14.

alt

რამდენი თებერვალი... რამდენი თოვლის მოსვლა... რამდენი სიხარული... რამდენი ტკბილი კოცნა...

რამდენი დარდები და რამდენი ნუგეშები... რამდენი ლოცვასავით ჩუმად ნათქვამი სიტყვები...  

რამდენი დაშორება და მერე - შერიგება...

რამდენი გასაჭირი... რამდენი ატირება...

რამდენი ინტრიგები... რამდენი გაგიჟება...

რამდენ დარტყმას გავუძელით, ერთმანეთიც არ დავინდეთ, ვიომეთ და ვიდიდგულეთ... დავიშალეთ, - შევიკრიბეთ...

ყველა ცდაზე ერთმანეთი უფრო მეტად შევიყვარეთ...

და... მიყვარხარ, ჩემო, ჩემო!

უშენობას ვერ გავუძლებ... 

                                       მე რი. 2017-02-14.

alt

"როგორ მიყვარხართ სულ მოკლედ გეტყვით, ნუ შეგაშინებთ ოღონდ სიმართლე"...

                                      გიორგი ხოფერია. 2017-02-14.

alt

ადრესატი თვითონ სიყვარულია, - გადაეცით რომ უზომოდ მიყვარს და უმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია! ჰოდა,  დავიარები ასე სიყვარულზე შეყვარებული და ოდნავაც არ მიჭრის ვთქვა - მიყვარხართ ადამიანებო!

რატომაც არა, იყოს გამოკვეთილი დღე 'ც ამის სათქმელად... ყოველდღიურ „მიყვარხარს" თქმას ხო მაინც შეცვლის თავისდაუნებურად... ჰოდა,  დაუსრულებელ სიყვარულს გისურვებთ, პერლელებო!

                                    ირმა გაგუა.  2017-02-14.

alt

ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელ ქარბორბალასავით შემოიჭერი და ჩემი გულის იმ ნაწილში შეიტანე შუქი, რომელიც მანამდე უმწეო, „ნაიარევი" და ბნელი იყო..! შენმა გამოჩენამ ბრძოლის უნარიანობა და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა, გამაბედნიერა და მომცა მიზეზი ღიმილისა! „საუკუნის წინ" ნაჭრილობევი იარა შემიხორცე და უფრთო ანგელოზად მაქციე. გათენება მიხაროდა, რადგან მინდოდა დილა ...დაღამება ხო საერთოდ, დაღლილ-დაქანცული შენთან ვპოვებდი შვებას!.....
მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ასე გეტყვი: მე შენ მიყვარხარ (ეძღვნება პერლას)!!!

                                    ნათია ფოტინე 2016-02-13

alt

*   *   *

ჩემი სუნთქვა ხარ!

ამოსუნთქვა ხარ და... ჩასუნთქვა ხარ!

ჩემი გრძნობა ხარ!

ამოხეთქვა ხარ! და... სიცოცხლე ხარ!

ჩემი ლექსი ხარ!

ჩემი სტრიქონი და... ჩემი მუზა ხარ!

დედოფალი ხარ - თბილი ფერია, ურომლისოდაც ჩემთვის ყველაფერი - არაფერია!

                               არქიმედა 2016-02-13

alt

უიმედო, არასტაბილური, საძაგელი ...აუტანელი ადამიანი ხარ და მაინც მიყვარხარ ...იმიტომ რომ "მე" ხარ, ჩემნაირი ხარ, სულ ჩემში ხარ... ჩემი გულის ცემა ხარ... ჩემი ფიქრი და ჩემი სიცოცხლე... შენთან მე - მე ვარ და არანაირი ნიღაბი და თავის  მოჩვენება არ მჭირდება... შენთან სულიერი თავისუფლება მაქვს.. შენთან ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ, რომ ბედნეირი ვარ... შენთან გატარებული ყველა საათი შემაშფოთებელი სისწრაფით გარბის.. დროის შეგრძნება მეკარგება და არ მყოფნი! ...ამიტომაც მეშინია უშენობის! ...ჩემს გამუდმებულ შიშად იქეცი! შიშად! და რა აუტანელია ეს შიში! უშენობის შიში!... უშენობის! ...უშენოდ მოვკვდები!!! 

                                                      მე რი 2016-02-13

alt

     სიყვარულო!!! შენ შეავსე ჩემში ყოველი სიცარიელე და არ დამიტოვე არც გულში, არც გონებაში და არც ჩემი არსების არცერთ ნაწილში ადგილი სიძულვილისთვის...

მიყვარხარ და ასე მგონია, ჩვენი სიყვარულის სიმხურვალე მზესაც კი ჩაანაცვლებს... მიყვარხარ და სამყარო ჩემი მგონია!.. მიყვარხარ და სიცოცხლე მიხარია!.. მიყვარხარ და მიყვარხარ და მიყვარხარ..

 დილა იწყება შენით, მაგრამ არ მთავრდება.. რატომ? იმიტომ, რომ შენ არ მთავრდები ჩემში.. შენ დაუსრულებელი ხარ..

სიგიჟემდე, გულის წასვლამდე მიყვარხარ.. უზომოდ... უწერტილოდ... დაუსრულებლად... უსაზღვროდ... მეუსასრულოებიიიიიიი!

დაუფიქრებლად დაგითმობ სიცოცხლეს...  დაუფიქრებლად გაჩუქებ ჩემს წილ ბედნიერებას, სიხარულს, ჰაერს...  მხოლოდ სიყვარულს ვერ გაჩუქებ...  აბა, როგორ უნდა გაჩუქო შენ შენივე თავი?!  ეს ხომ შენ ხარ - ჩემი სიყვარული.  იცი რა ძლიერ გგრძნობ? დაუსრულებლად შემიძლია გაგიმეორო, რომ მიყვარხარ...  არასოდეს დავიღლები იმის თქმით, რომ სიცოცხლეს მირჩევნიხარ.. რა ერთფეროვანი ვარ ჩემი აზრებით, არა?! რაზეც არ უნდა დავიწყო ლაპარაკი ან ფიქრი, ბოლოს მაინც შენამდე მოვდივარ...  მაგრამ მიყვარხარ და რა ვქნა?!

მე შენმა სიყვარულმა დამხატა გრძნობებით აკინძულ გამჭირვალე ცხოვრების ფურცებზე და წამაწერა ზედ უსასრულობად. ჰო, შენმა სიყვარულმა მაქცია ადამიანად და მაგრძნობინა რომ ვსუნთქავ... აქამდე არასოდეს მომისმენია ჩემი გულის ცემა. არც სუნთქვა მესმოდა. ახლა კი.... ქუჩაში გასვლისას მთელი სამყაროს სუნთქვა და გულისცემა მესმის... ის ისეთი მუსიკალურია და ღრმა განცდების მატარებელი, ყოველი მისი ნოტი ჩემში ჟრუანტელს იწვევს... ჰო, შენი სახება აქვს ყოველივეს ირგვლივ... ნებისმიერ ქმნილებაში და საგანში შენს ანარეკლს ვპოულობ და ამიტომ მე ყველაფერი მიყვარს... ჰო, შენ შემაყვარე ყველაფერი და ყველა ფერი. შენ სამყაროს ფერებით გამაფერადე და გამიფერადე ყოველივე შიგნით თუ გარეთ. იმდენად ღრმა ხარ და მრავლისმომცველი ჩემში... ვცდილობ მთელი განცდით სრულად გადმოგცე სიტყვებად, მაგრამ შენი მცირედიც ვერ გადმოვეცი, ამით კიდევ ერთხელ დამარწმუნე რომ სიყვარული მთელი სამყაროა, არსია, ღმერთია... ღმერთს კი სიტყვით ვერავინ აღწერს. ჰო, სიყვარული ღმერთია თავად და შენ ამ გრძნობით ჩემში ღმერთი შემოუშვი...

ზოგჯერ ჩემს გულს უსაშველო ფიქრი მოაწვება... ფიქრი ურითმო და გრძნობა უსიტყვო, დუმილი გრძნობით გაჟღენთილი, ოცნება ჩემი შენით ნაზავი, თვალები მრავლისმთქმელი, სპეტაკი და შენი ანარეკლით...

მე და შენ.. შენ და მე.. ჩვენ გვეუსასრულსიყვარულება.

მიყვარხარ ჩემებურად, არავის მსგავსად!

                                                    ბაქარ ასათიანი 2015-02-13

alt

      ძნელია დაწერო იმაზე, რაც შენთვის ხელშეუხებელი, პირადული და მნიშვნელოვანია. ვფიქრობდი დამეწერა თუ არა... გონება და გულის ცემა ერთმანეთს დაეჯახა და გადავწყვიტე...  სიყვარული ეს ხომ ცხოვრების სურვილია !!! გიყვარს - უყვარხარ აქ ხომ აუხსნელი გრძნობაა. მთელი სულით მინდა გადმოგცე, აგიხსნა , გაგრძნობინო თუ რა ძლიერია ჩემში შენდამი ეს ამაფორიაქებელი გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია!!!  მე ეს სენი შემეყარა, მინდა ხმამაღლა ვიყვირო, რომ მხოლოდ შენ გაგაგონო: მთელი არსებით მიყვარხარ,  ადამიანო,  გაიგე?! :))

                                                     ნათია 2015-02-13

alt

      თვალი გადავავლე პირველ წერილს და გამეღიმა...  ალბათ შენც...

ვერ ვიტყვი რაიმე შეიცვალა ჩემშითქო...

ოღონდ ეგაა, - ერთი წლით გავიზარდე...

აქამდე თუ სუნთქვაშეკრული მოვდიოდი, ახლა სუნთქვას ვსწავლობ...

ყოველ ნაბიჯზე ღრმად ვისუნთქავ სიცოცლისა და ცხოვრების სურნელს...

კარგად მინდა დავიმახსოვრო ეს სურნელი, საიმედოდ შევინახო,  რომ შენამდე მოვიტანო...

მიუხედავად იმისა რომ ყოველ ჩასუნთქვას მტკივნეულად განიცდის სული...

თურმე გულზე მეტად, სულია მოსაფრთხილებელსაფერებელი და გული სულის გარეშე, ერთი პატარა ხორცის გუნდა ყოფილა,  რომელიც სიცოცხლის წამებს საათივით ითვლის...

და კიდევ იცი?!...

გზაზე ერთი ფიქრის ჭინკა ამედევნა - ფეხდაფეხ მომყვება და ჯიუტად მომძახის:

-თვალი დახუჭე, სუნთქვა შეაჩერე და ისე იარე! ,,იქ" ასულს იმედი გაგიცრუვდებაო...

მე უკვე აღარ შემიძლია სუნთქვის გარეშე,  ვერც წყვდიადში ვივლი... ბრმად ვერ გადავდგამ ნაბიჯს...

ისევ მოვუყვები აღმართს...

დაე, იყოს უფლის ნება!..

                                                          ,,დ" 2015-02-13

alt

      არა იმიტომ, რომ რაღაც მტკივა, რომ უკვე მცივა და მინდა სითბო...  ისე, უბრალოდ, სულ უმიზეზოდ მოვედი შენთან, არაფერს ვითხოვ...  არც შებრალება და არც მიზეზი, აღარც კი მახსოვს რა უნდა მეთქვა...  მე მომეჩვენა,  რომ შენ გჭირდები.  მომეჩვენა და მოვედი შენთან...

                                                        ზურა ზუკა 2015-02-13

alt

      სიყვარული ეს ხომ საოცარი გრძნობაა და შეყვარებულები ამ საოცრების მსხვერპლნი. მე შენ მიყვარხარ!  ეს სიტყვები ჩემი გულის ნაყოფია შენდამი. იმ სიყვარულისა, რომელმაც ცხოვრების ხალისი დამიბრუნა, მე შენ მიყვარხარ!  -- ვბუტბუტებ ამ სიტყვებს, მოწიწებით თვალს გარიდებ და გეუბნები წუთი ყოფილა საკმარისი შენს შესამჩნევად, საათი შენს დასაფასებლად, ერთი დღე შენს შესაყვარებლად და მთელი ცხოვრება შენს დასავიწყებლად , ამიტომ მე შენ ძალიან მიყვარხარ!

                                                        უსახელო 2015-02-13

alt

      საშინლად მენატრები და ეს მონატრება შენს მიმართ ჩემში ჩაბუდებული, სიცოცხლის არსია, რადგან მას უზარმაზარი სიყვარული შობს! თავად სიყვარული კი ის აუწონელ-განუზომელი განძია, რომლის მოპოვებასაც ამ ცხოვრებაში უკლებლივ ყველა ადამიანი ცდილობს. და მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც უდიდესი მონატრებით, ტკივილამდე სევდითა და საშინელი მოწყენილობით, რომელიც გულს აბლაბუდასავით მარწუხებში მომიქცევს ხოლმე, მე უდიდესი განძის პატრონი ვარ! ეს განძი ჩვენი სიყვარულია და ბედნიერი ვარ! მე შენ მიყვარხარ!

                                                           მ.ბ. 2015-02-13

alt

      მე შენ მიყვარხარ!

      ამ სამ სიტყვაში მთელი ჩემი ცხოვრებაა ამ წამამდე და ამ წამის შემდეგ, უსასრულოდ! მათბობ... და როცა სიყვარულს გიხსნი, სითბო სულში მფეთქავ გულად მეღვრება... გულად, რომელიც მაცოცხლებს... გულად, რომლის გავლით ჩვენი სიყვარული გაშმაგებულად მოძრაობს და ხეთქავს ძარღვებს... ძარღვები კი შენით მაქვს დაბერილი და... და... აუ!.. ისევ საშინლად მომინდა გითხრა...

      მ ე    შ ე ნ    მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !

                                                        აურა 2015-02-13

alt

      მოვედი!..    სად არ მატარა ბედისწერამ და ვის არ შემახვედრა, მაგრამ როგორც კი გადაგეყარე, მივხვდი, რომ ქვეცნობიერად მთელი გზა შენ გეძებდი, გეძახდი, გიხმობდი, მჭირდებოდი...

      მოვედი... და მაშინვე გავაცნობიერე, რომ სწორი გზით მივლია... რომ შენ იყავი ის, ვისთვისაც ღირდა საერთოდ წინ სვლა!

      მოვედი... გულში ჩამიკარი და უმალ ვიგრძენი შენც როგორ მელოდი...

      მე და შენ - ორი ნახევარი ერთი მთლიანისა - ერთ ნავში ვსხედვართ... ირგვლივ კი ბურუსია - შიშის მომცველი... არავითარი იმედი... არავითარი დანდობა... მხოლოდ ჩვენი სიყვარული, რომელიც გვაძლიერებს და აფრებს გვიშლის...

      ამ წყვდიადში უმისამართოდ მიგვარწევს ჩვენი ნავი... დაფიქრებული გიყურებ  შიშით შეპყრობილი, თან უზომოდ შეყვარებული და ჩურჩულით ვიმეორებ, ისე, რომ მხოლოდ შენ გესმოდეს - „მე შენ მიყვარხარ...  მიყვარხარ...  მიყვარხარ...  მიყვარხარ..."

     კიდევ ბევრჯერ, ბევრჯერ გაგიმეორებ, რომ მიყვარხარ - უსაშველოდ, საშინლად, გადარეულად!

     ...და მაპატიე, რომ შენთან მოსვლა დამაგვიანდა!

                                                              მეგი 2015-02-13

alt

      შენ გიჟს უყვარხარ - სიყვარულით გიჟს, რომელიც მართლა ფიქრობს შენს ბედნიერებაზე, ოღონდ ჩემს გვერდით შენ ბედნიერი ვერ იქნები... ამიტომაც არ მოგძებნი არსად, გარდა ჩემი გულისა, სადაც საძებარიც არაფერია...  იქ მყავხარ და ვერავინ ამომგლეჯს შენს თავს იქიდან, ვერც შენ მოახერხებ გაქცევას ჩემგან... მეც ხომ მარტო დავრჩი, აქ უშენოდ და შენთან ერთად...  მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! (არავის მოუყვე ნარცისიზმს დაგაბრალებენ )

                                   ნარცისი 2015-02-13

alt

       როდესაც გიყვარს, ადამიანი ხარ, როცა უყვარხარ  - ღმერთი"... მე შენ ღმერთად გაქციე - ჩემს ღმერთად! შენით ვარ დილიდან დილამდე, დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე, დასაწყისიდან დასასრულამდე... თუმცა შენ ჩემში არასდროს დასრულდები -  შენ ჩემი უსასრულობა ხარ! გაჟღენთილი ვარ შენი სიყვარულით... ცრემლად ჩამომდის ლოყაზე... მიწვავს, მაგრამ ავიტან... გული დამითუთქეს მტანჯველმა ფიქრებმა, მაგრამ ავიტან... თავი შემახსენა ღამემ საშინელმა, მაგრამ ამასაც ავიტან -  შ ე ნ თ ვ ი ს,   მ ხ ო ლ ო დ   შ ე ნ თ ვ ი ს ! ერთხელ კიდევ მოუსმინე ჩემს გულისცემას: „ყველაფერი თავიდან დავიწყოთ!" - გთხოვს იგი... მჭირდები, მეთბილები, მესათუთები... მე შენ ყოველთვის მეყვარები ჩემებურად, ჩემთვის, ჩემად...

                                             ნინია 2015-02-13

 

alt

 

      წამო წვიმაში, შევიშალოთ...

შენ გძინავს... სწორედ ისე, როგორც გიყვარს ხოლმე, არაემბრიონულ პოზაში... შენ თავისუფლება ხარ...

არ გიყვარს არაფერი ისე, როგორც სხვებს გამოსდით. ყველაფერი რაც შენ გეკუთვნის უცხოა და შეუძლებელი...

ერთადერთი მტაცებელი რომელიც ძილის პროცესში შენ გხედავს ჩემი სევდიანი,დემონური თვალებია...

შენი თმები ისეთი სველია და ბუნებრივი როგორიც რენესანსის ხანაში შექმნილი ტილოს გადატიხრული შედევრი...

შენი ტუჩები ისეთი ჰაეროვანია როგორც პარიზიდან ვენეციამდე საჰაერო ბურთით მოგზაურობა...

შენი ყელი, იმაზე იდეალურია, ვიდრე მოდილიანის "ჟანას" პორტრეტი...

შენი თვალები კი ისე ამორალურად ვნებიანია, როგორც შემოდგომის პოლარული ციალი, შენი სხეული, ისეთი ათლეტურია რომ ალბათ ოლიმპოს მთაზე არის შენი ადგილი...

შენი სუნთქვა ისეთი მელოდიურია, რომ ნებისმიერი დირიჟორი დაიღუპებოდა მისი რითმის ძებნაში...

შენი გულისცემა ისეთი ემოციურია, როგორც ფრინველების თბილ ქვეყნებში გადაფრენა...

შენი ლანდი კი ისეთი თავნებაა, როგორც მონოპოლიური უდაბნოს ბურანი.

შენ ისეთი რთული საყურებელი ხარ როგორც ტიტანიკის აისბერგთან შეჯახება, რადგან ორივე შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვება...

თუმცა დიდი ხანია, ჩემი სული მე აღარ მეკუთვნის...  ის შენ იმ დღეს მოგეცი, როდესაც კაცობრიობის სიყვარული დავთმე. არ ვიცი, შეიძლება სწორედ ამის შემდეგ ჩემს ჩალისფერ სხეულში გაღვიძებულმა უგემოვნო დემონებმა მოგკლეს... არსებებმა, რომელთაც მხოლოდ თვითკმაყოფილების ინსტიქტი ჰქონდათ...

აი საყვარელო, ეს არის ის წერილი რომელიც შენი დედოფლობის ეპოქაში დავწერე. ვერც კი ვიფიქრებდი თუ ოდესმე შევძლებდი რამე დამეწერა. ყველანაირი ხარისხიანი სიტყვა ,რომანტიკული ანბანი თუ უბრალოდ ნუსხური ორატორობა შენს შემდეგ აღარ მაქვს. ახლა ჩვენს ოთახში ვარ, იქ სადაც ხშირად ისმოდა შენი გაზვიადებული სიცილი... დღეს კი შენი ხმის ვიბრაციული დაბოლოებებიც კი მენატრება. შენი დახვეწილი ფრაზა: „წამო შევიშალოთ..."

შენ ჩემ სახასიათოდ შექმნილი გერმანული ქარის წისქვილი იყავი, მე კი ფსიქოზით დაავადებული ჰოლანდიელი ვან გოგი.

არვიცი როგორ ახერხებდი,  მაგრამ მე შენს ყველა სიგიჟეს პინოქიოსავით ვთვლიდი და შემდეგ ორივენი  მას ამოძრავებაში ვეხმარებოდით.

მახსოვს ერთ ერთ ოთახში ჭერის ჩამონგრევა მთხოვე რომ სახლიდან გაუსვლელად გვეყურებინა ვარსკვლავებისთვის.

რამდენჯერ გვიცეკვია მგრძნობიარე წვიმის სიმფონიაზე და როგორ ელოდებოდი ღამეს. ეს ხომ მოგონებების ბიბლიოთეკა იყო ჩვენთვის.

შენს ოთახში კი მხოლოდ მე ვარ...  ჩემი "ჰერმესი"-ს ტიპის დალეწილი საბეჭდი მანქანა, შენი ვირტუოზულად მგრძნობიარე მტვერდადებული სურათების სტენდი, უამრავი უმიზნოდ დაცლილი ღვინის ბოთლი და შენი ლანდი რომელიც ეხლა ჩემს უკან , შენ საწოლში წევს...

აქ ჰაერიც კი ისეთი ღარიბია რომ სუნთქვა მიჭირს... შენი ლანდი მიყურებს და მიღიმის...

ვიცი, მხედავ... ჩემთვის შეუძლებელი შენთვის შესაძლებელია...

მე შენი ლანდი მიყვარს...  მე შენი ოთახი მიყვარს...  მე შენ მიყვარხარ!

                                                        ტატო საკანდელიძე 2014-02-13

 

alt

      ყოველი ადამიანის გულში არის იმ მეგობართა გრძნობის ყულაბა, რომელსაც უფრთხილდები, როგორც ხელოვნების ნიმუშს. ...არ ატკინო, არ აწყენინო, ყოველი სიტყვა მოზომო... გამუდმებით მასზე ფიქრობ და ლოცულობ - ,,ღმერთო მაღალო, დიდხანს მიმყოფე ჩემი უსაყვარლესი ადამიანი!..დიდხანს უმყოფე მის ოჯახს და ახლობლებს! გამახარე მისი ბედნიერებითა და წინსვლით!" - აი, ასეთი საფიქრალი ხარ შენ ჩემთვის და ამიტომაც მესამყაროები....მეყვარები მანამ, სანამ იარსებებს მუსიკა, მშვენიერება და გზა სიკეთისა, რომელიც არის მისასვლელი მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებასთან... მიყვარხარ!

                                                         თეა ქეცბაია. 2014-02-13

alt

    ...რა მარტივად რთულია ყველაფერი...

     დაუფიქრებლად რომ დავფიქრდები უშენოდ ცხოვრებაზე -  მერე რა, დრო ყველაფრის მკურნალია და მივეჩვევი უიმისობასაცთქო... -  ხოლო, რომ დავფიქრდები ამ დაფიქრებაზე, მერე მეშინია... უშენობის!

   უშენოდ ჩემს განვლილ ცხოვრებას დიდი შავი ლაქა დაეტყობა, რომელსაც ვერაფრით ვერ ამოვავსებ და ვერც გადავფარავ... ალბათ შენ ხარ ის, რის მისაღწევადაც ამ ცხოვრებას მოვევლინე... შენ ჩემი მისია ხარ ამ ცხოვრებაში!

   ვერ გელევი, მენატრები, მესუნთქები, მეგემრიელები, მესურვილები, მემომავლები...მეუსასრულსიყვარულები... და რა საოცრად მშვენიერია ცხოვრება, როცა შენ ჩემი გქვია!

   ყველაზე დიდი ნაკლი ჩემში უშენობაა!..

   გაცნობის დღიდან შეგისისხორცე და ახლა უკვე იმდენად ღრმად ხარ ჩემს სულში და ჩემი გულის იმდენად ახლო ნაწილად იქეცი, რომ წარმოუდგენელიც კია შენს გარეშე ჩემი არსებობა... შენ ხარ ის, რის გამოც ღირს, ვიცოცხლო... შენ ჩემი ბედნიერება ხარ!!!

   მიყვარხარ ჩემებურად, არავის მსგავსად...

                                                                         ბაქარ ასათიანი 2014-02-13

alt

    ფიქრები ჩემი მეგობრები გახდნენ... ძალიან მეხმარებიან უშენობის ჟამს! ...ლამაზი საღამოა. მთვარე იჭყიტება ჩემს ფანჯარაში, მაგრამ არსად მინდა... რა საქმე მაქვს იქ, სადაც შენ არ ხარ?! გაუსაძლისად მენატრები ხოლმე... ახლა ვხვდები - ჩემი ცხოვრება იმ დღიდან დაიწყო, შენ რომ გაგიცანი. მანამდე ჩემთვის არსებობდა რაღაც გაურკვეველი, ბუნდოვანი სამყარო, რომელთა შესახებ ჩემმა მეხსიერებამ არაფერი შემოინახა! ჩვენი პირველი შეხვედრაც კი ნათლად მახსოვს! რა გაცვეთილი სიტყვაა "მიყვარხარ" და რა სათუთ გრძნობას ჰქვია! მიყვარხარ! ვიცი ეს ხშირად გსმენია ჩემგან, მაგრამ დღეს რაღაც სხვანაირად მიყვარხარ! ყოველი დღე შენზე ფიქრით იწყება და შენზე ფიქრით მთავრდება, რადგან ამისათვის ვარსებობ. შენზე ფიქრი ბედნიერებას და სიხარულს მანიჭებს. ამიტომაც ვფიქრობ შენზე ხშირად და განსაკუთრებით კი დღეს..... მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!!!!!!

                                                                           ნათია აბესაძე 2014-02-13

alt

            სიცოცხლეში ორი დღეა მნიშვნელოვანი: როცა იბადები და როცა იმას პოულობ, ვისთვისაც დაიბადე. მე შენ გიპოვე!

    *   *   *

    ...მძულხარ - სხეულის ყველა უჯრედით! ...და როგორც არ უნდა მინდოდეს - არ შემიძლია უშენოდ!..

    *   *   *

    "სიყვარული" შეტანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა რეესტრში... ჰოდა, იცოდე: მე შენ არ მიყვარხარ - მე შენით ავად ვარ!!!

    *   *   *

    საზღვარი ნათელსა და ბნელს შორის შენ ხარ!

    *   *   *  

    მე ამ ჩემს გულში გამოვხურე სიყვარულის ყველა კარები და დავაწერე - "დაკეტილია", მაგრამ მოვიდა სიყვარული... და უბრალოდ მითხრა - "კითხვა არ ვიცი"... ჰოდა, მიყვარხარ, უწიგნურო - იცი? - მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!

                                                                            ნია აბაიშვილი 2014-02-13

alt

   შენი თვალები მუდამ სიცოცხლითაა სავსე...შენი ღიმილი მთელს ჩემს სიცოცხლეს უდრის... შენი ხმა მამშვიდებს! 

   შენ იცი, რომ მიყვარხარ! ისიც იცი რომ მენატრები მუდამ! შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ და შენს გარეშე მიჭირს! როგორ მინდა, როგორ მინდა ისევ ჩემთან იყო და გავიგონო სიტყვები რომელიც მკლავს და ამავდროულად სიცოცხლეს მიათმაგებს!

   შენ ჩემი სინათლე ხარ, რომელიც მაკაშკაშებს და გზა ხარ, რომელსაც ტაძრადე მივყავარ! ჩემი სავანე ხარ, სადაც მე ერთადერთი და განებივრებული ბინადარი ვარ! შენზე დამოკიდებული პაციენტი ვარ... და... და იცი რა?! - უშენოდ, ალბათ, მოვკვდები!

   უშენოდ... არა, არა, რა სისულელეა - მე სიცოცხლე მინდა! დიდხანს უნდა ვიცოცხლო! შენ მე მჭირდები!

   სასწაულად მიყვარხარ!

                                                                      "თავად მე" 2014-02-13

alt

     ჩემმა თვალებმა უკვე გიამბეს, რომ ძალიან მიყვარხარ?

                                                                     თ.თ 2014-02-13

alt

      რა შეიძლება უწოდო იმას, რაც მე და შენ გვჭირს, თუ არა "სიგიჟე"?!   ჰო, სიგიჟე - სიხარულით, აღტაცებით, ბედნიერებით, დარდით, ცრემლებით, მონატრებით, ოცნებებით, ცეცხლით, ერთად ყოფნის დაუოკებელი სურვილით... და მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, რა ლამაზია ეს სიგიჟე! იმდენად ლამაზი, რომ მის გარშემო ყველაფერი უფერულდება!.. უფლება რომ მქონდეს, სასაჩუქრე შეფუთვას გავიკეთებდი, გულებიანი პრიალა სახვევით შევიფუთებოდი, დიდი, წითელი ბაფთით მოვირთვებოდი და საკუთარ თავს გაჩუქებდი!  ...მაგრამ მხოლოდ იმის უფლება მაქვს, გულში მყავდე...მე- ფიქრები... მე-სიზმრები... მე-ლანდები... მე-დარდები... მე-სურვილები... მე-ოცნებები... მე- სიყვარულები... მე-ფერები... მე-ალერსები... მე-ფანცქვალები... მე-ამაყები, მე-იმედები...

     ...ჩემი სითბო ხარ!

        მიყვარხარ!

                                                                             მზია. 2014-02-13

alt

   ოჰ, ახლა შენთან მამყოფა, მასუნთქა შენი სუნთქვითა, 

   კოცნით შაგხსნიდი საკინძეს, გულს მიგიკრავდი გულითა,

   კისერზე კისერ შაგხებდი, ყურში გეტყოდი თუ გინდა ...

   "მიყვარხარ ჩემო ბეღურა, მინდა გატარო უბითა!"   

 

    *   *   *

    სუნთქვად მეკვრები, როცა გეხები...

    გული მიდნება, როცა მედები,,,

    კოცნად მინდიხარ, როცა მიდიხარ...

    ბედად მოხვედი... ბედად მოხვედი!

    ჩემი სუნთქვა ხარ!

    ამოსუნთქვა ხარ!

    და ჩასუნთქვაც ხარ!

    ყველაფერი ხარ!

    ჩემი გული ხარ!

    ძალიან მიყვარხარ! 

 

   *   *   *

   შენ ჩემამდე, მე კი შენსკენ, მოქროლილი ქარები ვართ...
   ჩემი გული შენs გულშია! იცი...?! ძაან მაგრები ვართ! 
   გადანასკვულ - ჩახლართული სიყვარულის ალები ვართ... 
   მე შენით და შენ კი ჩემით, უძლევლები! მაგრები ვართ!  

 

   *   *   *

   შენი ღიმილი ყველაფერია, ნიავი სევდას ჰყვება,

   შენი ტუჩები მეჩემებიან, მათზე კოცნები სხედან,

   ჩემი გულისთვის შენ გულს ვეხები, შენ თითებს ვკოცნი ეხლა,

   ჩემო სიცოცხლევ, შენ მენატრები - ჩემში სულ, სულ შენ ფეთქავ!

                                            მ.ბ. 2014-02-13

alt

       გავაჩერებდი დროს, შეუძლებელს შევძლებდი, დავამარცხებდი დაუმარცხებელს და შეგინარჩუნებდი... შეგიყვარებდი, როგორც არავის არავინ არასდროს არ ჰყვარებია... ახლა კი რა შემიძლია?! ახლა შემიძლია გითხრა, რომ მენატრები, ისეთი მონატრებით და ისე ძლიერ, როგორც არავის არავინ არასდროს მონატრებია...

                                                                             მარი. 2014-02-13

alt

     ოცნებას ვატან ჩემ ფიქრებს და ლურჯი ცის კაბადოკზე ჩნდება ზოლი... ფერადი ფანქრით ვაფერადებ და ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი ხარ..

    არ ვიცი სად ხარ, რომელ მხარეს... რატომღაც მგონია, მთის მწვერვალზე ხელგაშლილი დგახარ და მელოდები. მოვდივარ და დამფრთხალ შველივით მითრთის გული... შეუჩერებლად, დინჯად მივუყვები აღმართს და ჩემი გული სიყვარულით მომაქვს შენთან.

    ამ გულს მხოლოდ სიყვარული შეუძლია. შენ კი ბოლომდე უნდა შეავსო და გაამრთელო. გთხოვ, ნუ შეცვლი, ნუ გადააჩვევ... ისეთი მიიღე, როგორიც არის...

    მოვდივარ...

   არ ვიცი რამდენია შენამდე სავალი გზა. მაგრამ, ერთი კი ვიცი, როცა მოვალ, მთელი არსებით შენი ვიქნები. ვერ გავბედავ გითხრა, ,,მიყვარხარ!" სიტყვების ნაცვლად გული ილაპარაკებს, თვალები მოგეფერება და მთელ სამყაროს გაჩუქებს...

   კრძალვითა და შიშით მოვუყვები აღმართს... ნუ გამიცრუვებ იმედს, ისეთი დამხვდი, როგორიც მეხატები...

                                                                           ,,დ..." 2014-02-13

alt

   ...ჩემ სიტყვებში რა წერია ისეთი?! - არაფერი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი გულისთქმის გადმოთარგმნა მხოლოდ ასე უსუსურად შეიძლება.  იმიტომ, რომ ის, რისი თქმაც ჩემ გულს შენთვის უნდა, არ ითქმევა! იგი მხოლოდ იგრძნობა! მე შენ გულის ყველა კუნჭულით მიყვარხარ! მე შენით გრძნობა მეგრძნობა! მე შენით გული მედიდგულება! შენ ჩემი გული ხარ!  

                                                                            აურა 2014-02-13

alt

   უშენოდ გული მოწყენილია,

   ჩემი თვალები ტირის,

   დაგინახავ და ეს თვალები

   ისევ დაიწყებს ციმციმს.

 

   *  *  *

 

   ჩემო სიცოცხლევ, უშენოდ მცივა

   თითქოს არისო ყინვა,

   თვალებიდან კი ცრემლები მცვივა,

   ვერ გხედავ - გული მტკივა,

   ძალიან მინდა, რომ ჩაგეხუტო,

   უშენობა მომწყინდა...

   ჩვენს შორის არის ლამაზი გრძნობა,

   თანაც ყველაზე წმინდა.

                                თამო ლატარია. 2014-02-13

alt

   რა გზითაც უნდა მევლო ამქვეყნად, იმ გზას აუცილებლად შენთან მოვყავდი...

   ოჰ, როგორ შეგიძულებდი, რომ არ მიყვარდე თავდავიწყებით!

   მენატრები...თითქოს მართლა ჩემი იყო და უფლება მქონდეს შენი მონატრების...

   მიყვარს, როდესაც ვხედავ, რომ ჩემსკენ იხედები, შემდეგ მზერას მარიდებ და sms-ს მწერ....

   დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფერად ფანქრებს, რომ ყოველდღე ვხატო ჩვენი სიყვარული...

   შენ ჩემი ფიქრი ხარ, მოსული იმედად, ენითაც ვერ აღვწერ, მიყვარხარ იმდენად...

                                                      "ინკოგნიტო" 2014-02-13

alt

    ...გიყურებ და წამწამები ზევით მიფრინავს, მუცელში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის - დენის დარტყმასავითაა... ჩემს თავს მეტოქე გამოუჩნდა შენი სახით - აქამდე ხომ მხოლოდ ცირა მიყვარდა.

                                                            ცირა. 2013-02-13

alt

      გამოიხედე გოგო ჩემსკენ... მიყვარხარ, გეიგე?!  

    ...მთვარე მზის სხივებით ანათებს, მე კი შენი სიყვარულით   ვ ა ნ ა თ ე ბ!!!

                                                                       ონისე მელქაძე. 2013-02-13

alt

     ...მახსოვხარ? ...მენატრები? ...მიყვარხარ?  ...მე დღემდე შენთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ... და ასე გეტყვი: "გკოცნი!" (კუსა)

*   *   *

   ...კუსა, ბედნიერი ვარ...

   ...წუხელ შენთან ერთად ვსეირნობდი და უბედნიერესი ვიყავი!.. გაბუტული რომ იჯექი და მელოდებოდი...  რომ იცი ხოლმე, ისე იყურებოდი, თვალებს არ მისწორებდი...

   "...იცი? მე სხვაგვარად მქონდა გადაწყვეტილიო..."- წასვლას ფიქრობდი თურმე...

რა ბედნიერი ვიყავი, შენს გვერდით რომ ვიჯექი!.. მერე გავისეირნეთ და... როცა გითხარი - "შენ რომ დარჩენილიყავი ჩემთან, საერო ცხოვრებას ჩამოვშორდებოდითქო", შენი პასუხი ახლაც ჩამესმის - "კი მაგრამ, დედა მაინც არ შეგეცოდა, ეგ რომ იფიქრეო?!"

   ...როგორ არ გშორდებოდი და ხელს არ გიშვებდი! ...რა ბედნიერი...

   ... რომ გამომეღვიძა, თავიდან დავიწყე ფიქრი და მივხვდი - მხოლოდ ეს გზა დარჩენილა და ამასაც გავივლი, თუ?...

   მენატრები, კუსა!

                                                                                    კუსა 2013-02-13

alt

მუსიკის ფონზე ფიქრში ჩართული მოდის და მოაქვს მდუმარე ვნება...

წუხილი ფიქრის იყო და არის... მუსიკა ყვირის... ფიქრები მირბის...

...მუსიკა იღებს მშვიდ აკორდს მაშინ, როცა ფიქრები მირბიან მასში...

...მაგრამ უეცრად ყვირის მუსიკა... და ყვირის ვიღაც... ვიღაც სხვა მაშინ...

მიყვარხარ ძლიერ, ფიქრები შენზე... არ მავიწყდება  ოცნება შენზე..

მიყვარხარ ისე, როგორც არავინ... მიყვარხარ ისე, როგორც არავინ!

                                                           ტაი. 2013-02-13

alt

ავტორი: ემილი.

შეაფასეთ სტატია :
         

(2014-10-14 01:34:14)

alt


(2012-02-16 12:46:12)

დავდნი ღორი ქონივითა :))))))))))))

ისე, ყველა კარგია, მაგრამ არიან გამორჩეულებიც!

მე მაგალითად ,,მზია" თი დავდნი, ,,დ..." - ს ძალიან თბილია.

,,ონისე" სი კი -  სახალისო :)

emili .
(2012-02-12 01:17:20)

altდავდნი! alt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO