მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
მიირთვი ალუბალი და იყავი ჯანმრთელი

 

ალუბალი ამ სეზონის ყველაზე სასარგებლო ხილია. ის საუკეთესო პროდუქტია ზაფხულში, როცა განსაკუთრებით თავს იჩენს სხეულის ფორმებთან დაკავშრებული პრობლემები და  გახდომა, ცელულიტის მოშორება და პლიაჟზე თამამად გასვლა გვსურს, ვერიდებით კალორიულ საკვებს და ამასთანავე გვინდა ორგანიზმი შევივსოთ ყველა საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით. 

ამ ნაყოფის მუქი წითელი შეფერილობა პიგმენტი ანტოციანინის (anthocyanin) შედეგია, რომელიც გვეხმარება განწყობის ამაღლებაში, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული ეფექტი, არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ამცირებს არტერიულ წნევას. 

ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ფართოდაა გამოყენებული მედიცინაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ. მისი ანტივირუსული და ბაქტერიოციდული მოქმედება კი გრიპს, სასუნთქი გზების დაავადებასა და ანგინას შველის. 

მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს, რამაც აჩვენა, რომ ალუბლის მწიფე ნაყოფს ასპირინის მსგავსად შეუძლია გაუმკლავდეს ანთებით პროცესებს და უკუაგდოს გაციება. ამას უზრუნველყოფს სწორედ მასში შემავალი ფერმენტი ანტოციანინი. სამკურნალო თვისებებით  10 ცალი ალუბალი უტოლდება 1 აბ ასპირინს. 

ალუბალი ასევე მდიდარია ფულიუმის მჟავით, რომელიც მონაწილეობს ერითროციტების (სისხლის წიტელი ბუშტულაკების) , ლეიკოციტების  და თრომბოციტების წარმოქმნაში. ის არეგულირებს სისხლის შექმნის პროცესს და იცავს ორგანიზმს ანემიისაგან. ნაყოფის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი PP (ნიკოტინის მჟავა) აკონტროლებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას, აქვს სუნთქვის გამაჯანსაღებელი ეფექტი. სასიკეთოდ მოქმედებს სისხლმბად ორგანოებზე. ამ ვიტამინის ნაკლებობა ადამიანებში იწვევს პელლაგრას (pellagra - ე. წ. „უხეშ კანი"). 

და ბოლოს, ალუბლის მთავარი ღირსება - მაგნიუმი. თანამედროვე მედიცინა აღიარებს მას ქალის ნომერ პირველ მინერალად. ამ მაკროელემენტის მფარველობის ქვეშ იმყოფება 300-ზე მეტი ნივთიერება, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ორგანიზმის ქიმიური რეაქციების განხორციელებისა და დაჩქარების პროცესებში. 

მაგნიუმი ერთ-ერთი ძირითადი მინერალური კომპონენტია ძვლოვან ქსოვილებში. მისი საკმარისი დოზა კალცთან და D ვიტამინთან ერთად ამაგრებს ძვლებს, ამცირებს ასაკთან დაკავშირებულ ძვლოვანი ქსოვილების შემცირებას (დაპატარავებას).

ეს მინერალი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გლუკოზის რეგულირებას. ამასთანავე ამაღლებს განწყობას, გვეხმარება დაღლილობის დასაძლევად მენსტრუაციისა და მენოპაუზის დროს, ამცირებს მენსტრუალურ ტკივილებს, ხსნის კუნთების სპაზმს, აუმჯობესებს საშვილოსნოში სისხლის მიმოქცევას. 

აქედან გამომდინარე, ალუბალი სასარგებლო ხილია განსაკუთრებით ქალებისათვის. ის დაბალკალორიულია, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმში ცხიმების დაშლას. მდიდარია C ვიტამინით, აძლიერებს იმუნიტეტს. თქვენ თამამად შეგიძლიათ ჩართოთ თქვენს დიეტაში ეს ხილი.

ალუბლის დიეტა:

ალუბლის დიეტა 2-3 დღე გრძელდება. ნაყოფი უნდა იყოს მწიფე (არ უნდა იყოს ძალიან მჟავე, რომ კუჭი არ გაიღიზიანოთ). დღეში შეგიძლიათ მიიღოთ 2 კგ ალუბალი. ეს რაოდენობა უნდა გაყოთ 5-6 ტოლ ნაწილად და მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში. ამ 2-3 დღეში შესამჩნევად მოგიწესრიგდებათ საჭმლის მონელების სისტემა, იგრძნობთ სიმსუბუქეს. გარდა ამისა, თქვენი კანი გახდება ელასტიური და მბზინვარე, უკან დაიხევს ცელულიტი, გაგიმაგრდებათ თმები და ფრჩხილები და თვალებში ჩაგიდგებათ ჯანსაღი სხივი. ამ დიეტით მაშინვე დაიკლებთ 2-3 კგ-ს, მაგრამ თუ ამის შემდეგ არ გადატვირთავთ ორგანიზმს და გააგრძელებთ ჯანსაღ კვებას (დაბალკალორიული საკვებით) წონაში კლების ტენდენცია გაგრძელდება (კიდევ დაიკლებთ).

მიირთვით ალუბალი, გალამაზდით მისი საშუალებით, გახდით, გაკაჟდით და გახსოვდეთ, რომ პერლა თქვენი მეგობარია!

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO