მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ვაშლის დიეტა

ვაშლი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია. ამბობენ: ის, ვინც ყოველდღე მიირთმევს თუნდაც 1 ცალ ვაშლს, ექიმი არასოდეს დასჭირდებაო.  

ვაშლის დიეტა ეხმარება ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებასა და აღდგენაში. ამასთან იგი გახდომის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ დიეტის დასრულების შემდეგ ადრინდელ კალორიულ კვებას არ დაუბრუნდეთ. ეცადეთ სწორი კვების მეთოდი შეიმუშაოთ, რადგან მოსალოდნელია დიეტის შემდეგ დაკლებული წონის ორმაგად ანაზღაურება.

გირჩევთ მოაწყოთ განტვირთვის დღეები ვაშლის საშუალებით. მაგალითად, კვირაში 1-2 დღე იკვებოთ მხოლოდ ვაშლით. ყოველი განტვირთვის დღე დაგაკლებინებთ 1-1,5 კგ-ს.

ასეთი განტვირთვის დღეები კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის და სასარგებლოა ჰიპერტონიკებისათვის.

ვაშლი ორგანიზმის განსაწმენდად საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც სურს მოწევას თავი დაანებოს. ასეთ შემთხვევაში 3 დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ მხოლოდ ვაშლი და მწვანე ჩაი.

დიეტისას გართულებები რომ თავიდან აიცილოთ, უნდა იცოდეთ რომელი ჯიშის ვაშლი მიირთვათ. მათ, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვთ, მჟავე ვაშლზე უარი უნდა თქვან და უფრო ტკბილი ვაშლი მიირთვან (შეიძლება ასევე აირღუმელში შემწვარი ან მოთუშული სახით მიირთვათ და არა უმად. შედეგი იგივე იქნება).

 

შემოგთავაზებთ ვაშლის დიეტის რამოდენიმე რეცეპტს:

1.    მთელი დღის განმავლობაში მიირთვით იმდენი ვაშლი, რამდენიც მოგინდებათ. სვით ბევრი სითხე - მინერალური წყალი, მწვანე ჩაი, ან მცენარეული ნაყენი.

2.    შეგიძლიათ ერთდროულად მიირთვათ ვაშლი და კეფირი. დღეში 5-6-ჯერ მიირთვათ 1 ცალი ვაშლი ნახევარი ჭიქა კეფირთან ერთად. დღის განმავლობაში მოგიწევთ 5-6 ცალი ვაშლი და 2,5-3 ჭიქა კეფირი. ამბობენ, რომ ასეთი დიეტა ფეხმძიმეებს ტოქსიკოზის დროს ეხმარება.

3.    6 დღიანი ვაშლის დიეტა: I დღე - 1კგ ვაშლი, II დღე - 1,5 კგ ვაშლი, III დღე - 2 კგ ვაშლი, IV დღე - 2 კგ ვაშლი, V დღე - 1,5 კგ ვაშლი, VI დღე - 1 კგ ვაშლი. 

4.    მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 1 ფინჯანი მწვანე ჩაი, 8 ცალი ვაშლი,  1-2 ნაჭერი შავი პური, და 200 გრამი კეფირი ან უცხიმო იოგურტი. ეს დიეტა შედარებით ადვილი შესასრულებელია, მაგრამ იმდენს არ დაგაკლებინებთ წონაში, რამდენსაც ზემოთ ჩამოთვლილი დიეტები.

 

პერლა გისურვებთ წარმატებებს!

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO