მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ქალი როგორც იცინის, ისეთივეა მისი ტემპერამენტიც

მამაკაცებს ყოველთვის მოსწონთ ქალი, რომელიც იცინის და მხიარულობს. სიცილი ხომ ცხოვრებისადმი იოლი დამოკიდებულებისა და უდარდელობის ნიშანია. ცხოვრებისადმი იოლი დამოკიდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს სექსისადმი იოლ მიდგომასაც.  რა თქმა უნდა, იმის გაფიქრება, რომ ქალი პირველი გაცინებისთანავე მზადაა ჰორიზონტალური მდგომარეობა მიიღოს, სისულელეა! მაგრამ სიცილის მიხედვით მისი ტემპერამენტის განსაზღვრა სრულიად შესაძლებელია. 

მაგალითად,  თქვენს წინაშეა ქალი, რომელიც იცინის ხმადაბალი, წყნარი სიცილით, თან თვალებს წკურავს ისე, რომ მხოლოდ ვიწრო ჭრილები რჩება. მის შემხედვარეს გეჩვენებათ,  თითქოს მხოლოდ თვალებით გამოხატავს მხიარულებას, ამ დროს კი ის ძუნწად იყურება მოწკურული თვალებიდან და გათვალიერებთ  - ის ძლიერი პიროვნებაა, გაწონასწორებული და თავდაჯერებული -  მძიმეც კი. მისთვის რთულია პარტნიორის არჩევა, რაც მისკენ მიმავალ გზებს გიჭრით და თქვენთვის მიუწვდომელ ქალად აქცევს მას. სამაგიეროდ საქსში აქტიურია და თუ საკითხი თქვენს სასიკეთოდ გადაწყდა, მის  დავიწყებას ვერასოდეს შეძლებთ - ღრმად მოხუცებულს ნამდვილად გექნებათ სანუკვარი, ტკბილი მოსაგონარი ამ მშვენიერ ქალზე!

თუ ქალი, სრულიად აყოლილია გრძნობებს და იცინის ჩაბჟირებამდე და თან ცდილობს ხუთივე თითით სახე „დაიხოკოს"  - ის ნამდვილი ქარაფშუტა გოგონაა (შეგრძნებით მაინც), რომელსაც სკოლიდანვე უყვარდა გაკვეთილების გაცდენა, პაენმებზე სირბილი და სადარბაზოებში მალულად კოცნა შეყვარებულებთან. ძალიან ცნობისომყვარე და მეოცნებეა. მისთვის უცხოა მცნება: „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი", არასოდეს დაიღლის ფიქრით და განსჯით თავს, სანამ რამეს მოიმოქმედებს. მასთან სასიყვარულო ღამის წინ (უფრო ეს იქნება სპონტანური აქტი უახლოეს ბუჩქთან) მოგიწევთ თავი დაიცვათ ვენერიული დაავადებებისაგან.

თუ ქალი საყვარლად ხითხითებს ან კისკისებს, თანაც არასოდეს  ავიწყდება თავის გვერდზე გადახრა - დარწმუნებული იყავით, რომ მასზე საყვარელ არსებას ვერსად ნახავთ. ის ყველასთვის საუკეთესო მეგობარი, გამგები და მესაიდუმლეა. მისი გულისპირი მუდამ სხვისი ცრემლებითაა დასველებული. ნებისმიერ მამაკაცს აღაფრთოვანებს ამ ქალის უეცარი შემოჭრა მის სულიერ სამყაროში, გაგება და მხარდაჭერა. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შემდეგი ნაბიჯი რომანტიული გარემო და ნაზი ამბორია, მაგრამ ნურას უკაცრავად! იქამდე ჯერ ბევრი გიკლიათ. სექსში ის სრულიად მინდობილია პარტნიორს - თუმცა არც ესაა ცუდი!

თუ ქალი ხარხარის დროს პირს ისე ფართოდ აღებს, რომ შეგიძლიათ მისი ოცდათორმეტივე კბილი გადაითვალოთ და ანგინა თუ აწუხებს, ისიც კი შენიშნოთ, ჩათვალეთ, რომ ის სრულიად უკომპლექსო, ყველაზე ტემპერამენტიანი, მაგრამ ჭირვეული და თავნებაა. 

თუ ქალი, სიცილის დროს ცხვირს ჭმუხნის, მას ბავშვური გულუბრყვილობა ახასიათებს (ან ასეთად მოაქვს თავი). მსუნაგია,  ამასთანავე ეშმაკუნა - მშვენივრად იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს საწადელს. ვერც კი მიხვდებით, ისე მოგიქცევთ თავისი გავლენის ქვეშ. სექსში მრავალფეროვნებას ანიჭებს უპირატესობას. აღმერთებს, როცა ეთაყვანებიან, ჩუქნიან ყვევილებსა და ტკბილეულებს. 

ქალი, რომელიც ხმამაღლა, გამომწვევად კისკისებს და თანაც თავს ზემოთ სწევს და ყელს იღერებს, ფანტაზიორია და ძალიან მიმნდობი. მასთან დაახლოებას შეძლებს ნებისმიერი თავდაჯერებული მამაკაცი.  მაგრამ თუ ჩათვალეთ, რომ ამის შესახებ იცოდით და ეს შეგეტყოთ, ის მაშინვე საწინააღმდეგოს დაგიმტკიცებთ. 

ქალი, რომლიც ძალიან ჩუმად, თავშეკავებულად იცინის, და ამ სიცილსაც ნაწილობრივ პირზე ხელისგულაფარებული ახშობს, მორიდებული და კომპლექსებიანი არსებაა. მასთან ურთიერთობისას მოგიწევთ ძალიან ხშირად გაუმეოროთ, რომ ძალიან მაგარი ვინმეა და იმის შეხსენებაც არ დაივიწყოთ, რომ ზუსტად თქვენთვისაა შექმნილი.  დაუღალავად უნდა უმტკიცოთ, რომ მასზე უკეთესი პარტნიორი არასოდეს გყოლიათ და თუ ამას შეძლებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ასეც აღმოჩნდება!

ქალი, რომელიც ყველაზე ზრდილობიანად იცინის - თითქოს გულღიად, მაგრამ სრული ეტიკეტის დაცვით; სიცილის დროს იყენებს რომელიმე მოხდენილი ჟესტს, მაგალითად, გულზე ხელის გულს იდებს, ან ნიკაპს ეხება ხელით.. ის ერთი შეხედვით ცივი, უკარება და მიუწვდომელი ჩანს..  და ასეც იქნება თუ მამაკაცი მასთან მოვლენების დაჩქარებას შეეცდება.  თვალწინ ფიანდაზად რომ გაეგოთ, მის გულს ვერ გაალხობთ. კიდევაც რომ დაიყოლიოთ, მთელი თქვენი მამაკაცური შესაძლებლობები დაახარჯოთ, სასიყვარულო ღამესაც ისეთივე ყინულის დედოფლად დარჩება...  მასთან ურთიერთობისას მოთმინება გმართებთ - დრო მიეცით, რათა  გრძნობებში გაერკვეს და შეეგუოს იმ აზრს, რომ თავად სურს ასე. მხოლოდ მაშინ ნახავთ მასში ნამდვილ ამორძალს. 

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2014-04-30 19:04:59)

me meshvide var da emtxveva.

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO