მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
რჩევები ახალი 2014 წლისათვის

ახლოვდება ახალი 2014 წელი - წელი ხის ლურჯა ცხენისა. როგორც ვიცით, ცხენი განსაკუთრებული ცხოველია.  ის ახლობელი, მეგობარი და დამხმარეა ადამიანისათვის და ამასთანავე ინარჩუნებს დაუმორჩილებელ ხასიათსა და თავისუფლების სიყვარულს. ამიტომაც ასტროლოგები გვირჩევენ გავითვალისწინოთ ყველა ნიუანსი, რომ ცხენის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ, რათა ის მეგობრად და დამხმარედ მოგვევლინოს მთელი წლის განმავლობაში.

ცხენი ერგული და მოსუყვარულე ცხოველია. ამიტომ უმჯობესია ახალ წელს ოჯახურ ატმოსფეროში შევხვდეთ - მყუდროდ, თბილად, მშვიდად, ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. ახალი წლის შეხვედრის შემდეგ კი შეგიძლიათ ქუჩაშიც გახვიდეთ და სეირნობით, გუნდაობით ან რაიმე მხიარული თამაშით შეიქციოთ თავი, დატკბეთ ფეიერვერკების ცქერით და მიულოცოთ ყველა შემხვედრ ადამიანს ახალი წლის დადგომა. ასტროლოგები არ გვირჩევენ ახალი წლის შესახვედრად საზღვაო ან საჰაერო კრუიზში გამგზავრებას, რადგან ცხენი ხმელეთის ცხოველია და ამ დღეს მყარად უნდა იდგეთ მიწაზე, რომ ის არ დააფრთხოთ.

 

ინტერიერი

ინტერიერისა და ნაძვის ხის გასაფორმებლად წელს ყველაზე აქტუალურია ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი, თეთრი და მწვანე ფერები. გახსოვდეთ, რომ ცხენი აფასებს კეთილშობილებასა და უბრალოებას, ვერ იტანს ზედმეტობებს, ბრჭყვიალა და მყვირალა ნივთებს.. ყველაზე მისაღები და აუცილებელი აქსესუარი წელს ხის მასალისაგან დამზადებული დეკორატიული სამშვენისი იქნება. ეს შეიძლება იყოს ვაზა, ცხენის ფიგურა, ნაძვის ხის მოსართავი, ან რაიმე აქსესუარი ინტერიერის გასაფორმებლად. საუკეთესო საახალწლო მოსართავად კი ცხენის ნალები, ფაიტონი ან ცხენთან დაკავშირებული ნებისმიერი ფიგურა ითვლება. ეს ნივთები აუცილებლად განათავსეთ თქვენს ინტერიერში წლის დიასახლისის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

 

საჩუქრები

საჩუქრების არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხენი ძალიან ჭკვიანი ცხოველია. ამიტომ უნდა ვეცადოთ ინტელექტუალური მიმართულებით ავიღოთ გეზი, ამასთანავე საჩუქარი ორიგინალური და დახვეწილი იყოს. მაგალითად, საინტერესო წიგნი, ბავშვებისათვის გონების სავარჯიშო სათამაშოები, გამოფენაზე თუ მუზეუმში დასასწრები ბილეთები და ასე შემდეგ. სამკაულზე ან დეკორატიულ აქსესუარებზე თუ შევაჩერებთ არჩევანს, კარგი იქნება, თუ მას ცხენის, ნალის ან ფაიტონის ფორმა ექნება. იღბლისა და წარმატების მომტანი იქნება ასევე ხის მასალისაგან დამზადებული საჩუქრები: ზარდახშები, ხის ბიჟუტერიები, ვაზები, სტატუეტკები, ხელნაკეთობები.. ერთი სიტყვით, ადამიანის ხელით შექმნილი, ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული ნებისმიერი ნაკეთობა, რაშიც სიყვარულსა და მონდომებას ჩადებთ, წელს საუკეთესო საჩუქრად ითვლება.

 

ნაძვის ხე

ახალი წელი ხომ ჯადოსნური დღესასწაულია. ამ დღეს ყველას გვიჩნდება ზღაპრის დაჯერების სურვილი. სიმბოლოდ იმისა, რომ ჩვენი ოცნებები ასრულდება, ახალი წელი ულევი სიხარულისა და სიკეთის, სიუხვისა და მხიარულების მომტანი იქნება, მოიაზრება ნაძვის ხე - ხასხასა, ლამაზი, მორთულ-მოკაზმული. ამ წლის ჰიტად ითვლება თეთრ, ცისფერსა და ლურჯ ფერში გადაწვეტილი თავმომწონე ნაძვის ხე. თუმცა ცხენს ყველა ფერი მოსწონს, რაც ბუნებასთან ასოცირდება. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ლამაზი ბურთულებით, გირლიანდებითა და სხვა და სხვა ფორმის ფიგურებით დაამშვენოთ თქვენი ნაძვის ხე. ამასთანავე არ დაგავიწყდეთ ცხენი, ნალები, ფაიტონი ან ცხენთან დაკავშირებული ნებისმიერი ფიგურა. ამ წლის ჰიტად ითვლება ხის მასალისაგან დამზადებული სამშვენისები. ასევე თქვენთვის იღბლის მომტანი იქნება საკუთარი ხელით შექმნილი მოსართავები, რადგან ცხენი მზრუნველობასა და სიყვარულს დიდად აფასებს.

ნაძვის ხის ძირში დაწყობილი ლამაზად შეფუთული საჩუქრები კი ახალი საწყისის სიმბოლოა და ამ დღესასწაულს კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის. მათთან ერთად აუცილებლად მოათავსეთ ნებისმიერი ზომის ცხენის ფიგურა (სათამაშო) და დარწმუნებული იყავით, რომ ეს წელი თქვენთვის სიკეთის მომტანი იქნება!

 

სუფრა

ცხენი უბრალოებით გამოირჩევა, აფასებს ხარისხსა და ლაკონიურობას. აუცილებელია სისადავე, ოჯახური სიმყუდროვე და ჯანმრთელი საკვები. სუფრის გასაფორმებლად დომინანტურ ფერებად ლურჯი, ცისფერი და თეთრი უნდა გამოვყოთ. სუფრა და ხელსახოცები ნატურალური მასალისაგან უნდა იყოს დამზადებული (ბამბა, ქაღალდი). აუცილებლად მოიძიეთ ხის ვაზა, სასალათე, ან სულაც კოვზი და როგორმე ადგილი მიუჩინეთ მას სუფრაზე. კარგი იქნება თუ ფანტაზიას მოიშველიებთ და სუფრას საკუთარი ხელით შექმნილი მოსართავებით დაამშვენებთ, ცხენი ამას განსაკუთრებულ მზრუნველობაში ჩაგითვლით და ნასიამოვნები დარჩება.

 

მენიუ

ქართული საახალწლო სუფრა წესისამებს უხვი უნდა იყოს და რა თქმა უნდა, ეს წელიც გამონაკლისი არ იქნება. ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად (ხაჭაპური, საცივი, გოზინაყი..) უნდა გაითვალისწინოთ ცხენის ხასიათი, მისი სისადავისადმი სიყვარული. ის აფასებს ხარისხს, ჯანსაღ საკვებს, ნატურალურ პროდუქტებს. ეცადეთ გამორიცხოთ ეგზოტიკური ან ზღვის პროდუქტები, დელიკატესები, ასევე გაყინული პროდუქტები. მოიმარაგეთ მწვანილი, ბევრი ხილი და ბოსტნეულის სალათები, ასევე ფქვილეული ნაწარმის ნაირსახეობა: შავი და თეთრი პური, როგორც ხორბლის, ასევე შვრიის, ქერის. და ბოლოს, ღვინოსთან ერთად აუცილებლად დადგით სუფრაზე გამჭვირვალე მინის ჭურჭლით სუფთა წყალი. ეს ცხენს დიდად გაახარებს!

 ყველაფერი მზადაა? მაშინ შეავსეთ სასმისები და ჩაიფიქრეთ სურვილი!

პერლა გილოცავთ ახალ 2014 წელს და გისურვებთ ულევ სიხარულს!

ავტორი: ემილი.

alt

alt

alt

alt

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO