მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
სიცილი

ყველამ ვიცით, რომ სიცილი მხიარულების გამოხატულებაა. ის რეაქციაა იუმორზე და ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

სიცილს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს,  ქმნის ამაღლებულ განწყობას, აძლიერებს იმუნიტეტს, ანელებს სიბერეს, ამცირებს სტრესისაგან მიღებულ მავნე შედეგებს, კურნავს ბევრ დაავადებას, აკაჟებს ჯანმრთელობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამ ყველაფერში რომ დავრწმუნდეთ, განვიხილოთ სიცილი - როგორც ფიზიოლოგიური პროცესი ადამიანის ორგანიზმში.

ფაქტია, რომ იუმორის გამოვლინება ადამიანებს მეტ-ნაკლებად ახასიათებთ (ზოგს - მეტად, ზოგს - ნაკლებად, ზოგსაც - საერთოდ არა აქვს). ეს ტვინში მოქმედი მთელი რიგი პროცესების შედეგია. პროცესი კი შემდეგნაირად მიმდინარეობს:

უცნაური და პარადოქსული ინფორმაცია აღწევს გონებაში. ის გადაეცემა თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს (ეს ტვინის ის ნაწილია, რომელიც ითვლის, განსაზღვრავს, პასუხს აგებს ლოგიკაზე), მაგრამ მას არ შეუძლია ამ ინფორმაციასთან გამკლავება. წარმოიქმნება მოკლე ჩარვის მსგავსი იმპულსი და მარცხენა ნახევარსფერო გადასცემს ამ ინფორმაციას მარჯვენა ნახევარსფეროს (ტვინის ეს ნაწილი პასუხიმგებელია ინტუიციაზე, მხატვრულ და პოეტურ ქმნილებებზე). თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მიიღებს ამ გზავნილს, რომელიც დამატებით „ასაფეთქებელი მოწყობილობითაა" დატვირთული და აგზავნის ელექტრულ მუხტს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს გასანეიტრალებლად, რათა მოიგოს დრო, რომ ამ არასტანდარტული ინფორმაციისათვის გამონახოს ინდივიდუალური, მხატვრული ახსნა.

თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროსთვის, რომელიც ყოველთვის ყველაფერს აკონტროლებს, ეს მომენტალური გათიშვაა, რომელიც ტვინის მოდუნებას იწვევს და გამოიყოფა ენდორფინი (ჰორმონი, რომელიც ადამიანს ბედნიერებისა და ამაღლებული განწყობის შეგრძნებას აძლევს. ეს ჰორმონი ასევე გამოიყოფა შეყვარებულობისა და სექსის დროს). აღსანიშნავია, რომ რაც უფრო პარადოქსული და მოუხერხებელია ინფორმაცია, ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ბრძანებას იძლევა ენდორფინის დოზის მით უფრო ძლიერი „გამოტყორცნისა". ამავე დროს საქმეში ერთვება თავდაცვის მექანიზმი, რომელიც ამ „გადახარშული" ინფორმაციით გამოწვეულ დაძაბულობას ხსნის და მთელს სხეულს გადასცემს მოდუნების განკარგულებას. ფილტვები ენერგიულად გამოისვრიან ჰაერს, ხდება მკვეთრი ამოსუნთქვა სიცილის დასაწყისისა - როგორც ფიზიოლოგიური პროცესისა. რიტმულად დუნდებიან და აქტიურდებიან სახისა და მუცლის კუნთები. საქმეში ერთვებიან გულ-მკერდისა და სხვა ორგანოების კუნთებიც. ეს შინაგანი ორგანოების მასაჟს ჰგავს, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა.

ასე, რომ ტვინს არ შეუძლია გადახარშოს მოულოდნელი, პარადოქსული ინფორმაცია და თვითბლოკირებას აკეთებს. ის ფუნქციონირებას იწყებს როგორც „შეცდომის" სიგნალი და „ითიშება".  ეს პროცესი წარმოადგენს ტკბობის ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ წყაროს. რაც მეტს იცინის ადამიანი, მით უფრო ძლიერია მისი ჯანმრთელობა.

იმის გამო, რომ სიცილის დროს ტვინის ორივე ნახევარსფერო აქტიურობს, ის ხელს უწყობს აზროვნებისა და მეხსიერების გაუმჯობესებას. გამოიყოფა უამრავი სასარგებლო ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში, რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და დაავადებებთან ბრძოლას. ასევე სასარგებლოა წონის დასაკლებად, რადგან ადამინის ორგანიზმი სიცილის დროს აქტიურად წვავს კალორიებს.

იცინეთ და იყავით ჯანმრთელები და ლამაზები!

პერლა თქვენი მეგობარია!

 

ავტორი: ემილი.

alt

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO