მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ შევხვდეთ ახალ 2016 წელს

ახალ წელს დიდი და პატარა ერთნაირი მოუთმენლობით ელის. ეს ხომ ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია. ვარსკვლავები კი უკვე მზად არიან გაგვიმხილონ, თუ როგორ შევხვდეთ ცეცხლოვანი მაიმუნის წელს ისე, რომ მან იღბალი მოგვიტანოს. ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, არც ერთ მაიმუნის წელს არ ჩაუვლია წყნარად, რადგან ეს ცხოველი გამოირჩევა ცნობისმოყვარეობით, მოუსვენრობითა და ბობოქარი ტემპერამენტით. ამასთან წლევანდელი მაიმუნის წელი ცეცხლის ნიშნის ქვეშაა, ამიტომ ის მოულოდნელობებით იქნება აღსავსე.

სად შევხვდეთ 2016 წელს?

ადგილს არა აქვს მნიშვნელობა. ყველა ადამიანი მას თავისებურად ირჩევს, - ვიღაცას სახლში, ოჯახურ წრეში ურჩევნია ახალ წელს შეხვდეს, ვიღაცას - რესტორანში, ზოგიც მხიარული კამპანიით მიდის ქალაქ გარეთ. მთავარია ბედნიერება საზღვრებში არ იყოს მოქცეული და თავს მხიარულების უფლება მისცეთ. მაიმუნის წელს სასურველია ხმაურიანად შეხვდეთ: ფეიერვერკებით, შუშხუნებით, სიცილით, მუსიკითა და ცეკვა-თამაშით. მოუმზადეთ საყვარელ ადამიანებს საჩუქრები. დაე, სიურპრიზი იყოს რა იმალება ლამაზად შეფუთულ კოლოფებში. ეს ცნობისმოყვარე მაიმუნს ძალიან გაახალისებს. 2016 წელი საუკეთესო წელი იქნება სურვილების ასასრულებლად და სადაც არ უნდა მოისურვოთ ახალი წლის შეხვედრა, ეცადეთ იყოთ ხალისიან განწყობაზე - ეს  მთელს წელს გაგყვებათ.

როგორ მოვრთოთ სახლი 2016 წელს?

სანამ დეკორზე იფიქრებთ გაითვალისწინეთ, რომ ის მაიმუნის ხასიათსა და გემოვნებას უნდა შეესაბამებოდეს. პირველ რიგში მაიმუნის ფორმის ფიგურა შეიძინეთ და გამოსაჩენ ადგილას მიუჩინეთ ადგილი. ეს ცხოველი ხომ სიცოცხლილთ სავსე, ენერგიული და ცნობისმოყვარე არსებაა. უმჯობესია ინტერიერი გააფორმოთ კაშკაშა ფერებში. უპირატესობა მიანიჭეთ წითელს, იისფერს და იასამნისფერს. დაუშვებელია შავი და ნაცრისფერი ტონების გამოყენება, ამით თქვენ მაიმუნს გაანაწყენებთ.

მაიმუნს ყველაფერი კაშკაშა და მბრწყინავი მოსწონს, ამიტომ მოსართავები შეგიძლიათ არა მარტო ნაძვის ხეზე არამედ მთელს სახლში განალაგოთ. გირლიანდები შეგიძლიათ ლიანებივით ჩამოკიდოთ სახლში, ჩვენი მაიმუნის საამებლად. ასევე შეგიძლიათ ეგზოტიკური ხილით სავსე ვაზაც მოათავსოთ გამოსაჩენ ადგილას და გაანებივროთ მაიმუნი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცეცხლოვანი მაიმუნის წელია. კარგი იქნება, თუ ირგვლივ სანთლებსაც დააწყობთ. ახალი წლის ღამეს კი  აუცილებელია ანთებული  სანთლებით შევხვდეთ, რომელიც ზღაპრულ ატმოსფეროს შეგიქმნით.

როგორ მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე 2016 წელს?

ნებისმიერ წელს ნაძვის ხის მორთულობა უნდა იყოს მდიდრული, მაგრამ 2016 წელს განსაკუთრებული მონდომება იქნება საჭირო. მაიმუნის წელი მოდის და ამ ცხოველს ყველაფერი მბრწყინავი და მდიდრული იზიდავს. აუცილებელია, რომ წითელი ფერი ჭარბობდეს თქვენს  ნაძვის ხეზე, წელს ხომ ცეცხლოვანი (წითელი) მაიმუნის წელია. ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ნაძვის ხის მორთვა იოლია - დაკიდე სათამაშოები, შემოახვიე წვიმა, გირლიანდები, და აი ისიც, მზადაა! მაგრამ ნურას უკაცრავად, პირველ რიგში უნდა გადაამოწმოთ თითოეული სათამაშო და ნახოთ იქნებ რომელიმეს საღებავი გადასძვრა ან სხვა მიზეზების გამო წესრიგში ვერაა. შემდეგ კი ახალი სათამაშოების შესაძენად მაღაზიაში წასვლის დრო დგება, უმჯობესი იქნება თუ ბავშვებსაც წაიყვანთ, მათ ხომ ასეთი რამე-რუმეები ძალიან ახალისებთ, და თანაც ამ უბრალო ჟესტით მათთვის ბევრად უფრო ადრე დაიწყება საახალწლო ბედნიერი წუთები. უმჯობესი იქნება თუ ნამდვილ ნაძვის ხეს მორთავთ, შეარჩიეთ პატარა ზომის სათამაშოები, (თუ ნაძვის ხე დიდია მაშინ სათამაშოებიც შესაბამისი ზომის აარჩიეთ) წითელ, მწვანე ან ცისფერ ფერებში. არ გამოიყენოთ ნაძვის ხისთვის ბენგალიური სანთლები და ცეცხლი, თორემ ხანძრის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებით. მორთვა უფრო გაგიადვილდებათ თუ ჯერ ნაძვის ხეზე შემოახვევთ ნათურებს და მათ აანთებთ მორთვისას. ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, მაიმუნს ფული უყვარს, ამიტომ შეგიძლიათ ნაძვის ხეზე ქარალდის კუპიურებიც დაკიდოთ.

როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა 2016 წელს?

აუცილებელია პირველ რიგში დაიმახსოვროთ, რომ მაიმუნს არ უყვარს მორთულ-მოკაზმული საჭმელი, მისთვის ამ საკითხში უმნიშვნელოვანესი ბუნებრივობაა, ხოლო საკვები რაც მეტი იქნება მით უკეთესი. აი, ჭურჭელი კი აუცილებელია იყოს გაფორმებული ჭრელი ორნამენტებით (სასურველია თუ სპეციალური საახალწლო ჭურჭელი მოგეპოვებათ). დაიმახსვრეთ, რომ წელს აქტუალური ფერია წითელი და სტაფილოსფერი, რომელიც არა მარტო მოსართავებში არამედ საჭმელშიც უნდა დომინირებდეს, ყოველ მათგანს მიეცით ფერი სხვადასხვა დანამატებით (მაგ.: პომიდორი, ბულგარული ტკბილი წიწაკა, ბოლოკი, ჭარხალი). არავითარ შემთხვევაში არ დაივიწყოთ სუფრაზე ბანანი და ფერად-ფერად, ლამაზ ქაღალდებში გახვეული ფოჩიანი კანფეტები.

კიდევ ერთი რამ, მაიმუნს არამარტო ეგზოტიკური ხილით, ეგზოტიკური საჭმლითაც გაახარებთ, მოამზადეთ რამე ისეთი რაც მანამდე არასოდეს გაგიკეთებიათ ან გაგისინჯავთ. გარისკეთ და მაიმუნს აუცილებლად აღაფრთოვანებთ. 2016 წელი ხომ ექსპერიმენტების წელია. შეგიძლიათ ფანტაზიას გასაქანი მისცეთ და მოამზადოთ ხილის სალათი, მთავარია სიამოვნება მიიღოთ ამ დღით, არ დაგავიწყდეთ კარგად გართობა და მხიარულება, მუსიკა, ცეკვა.

პერლა გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ ამაღლებულ განწყობას!

 

ავტორი: Nino Jackson.

2015-12-22.

alt

alt

alt

alt

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO