მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ანეკდოტები

*   *   *

-გურიაში, სამოთხის ბაღში ადამი, ევა და ბიძინა არიან. გველი დადის აქეთ-იქით დაბნეული... 

- რა დაგემართა, რას დეიარები აქეთ-იქით? - ეკითხება ადამი.გველი გაოგნებული პასუხობს:

- სა წეიღო ამ კაცმა ვაშლის ხეი?

 

*   *   *

სიძე სმს-ს უგზავნის სიდედრს: "თქვენი ნახელავი (ქალიშვილი) ვერ ამზადებს ნორმალურ საჭმელს! არ ალაგებს! არ რეცხავს და ჩემს პერანგებსაც არ აუთოვებს!" 

სიდედრი პასუხობს: "არჩევანი თქვენზეა, ძვირფასო! ნახელავი გადმოგეცათ, - გარანტიის ვადაც ამოწურულია! მწარმოებელი პასუხისმგელბლობას ვეღარ აიღებს! პს: შესაძლოა პროგრამამ აურია.. სცადეთ დაატრიალოთ თქვენი გასაღები სადაც საჭიროა.. თუ ვერაფერს გააწყობთ, გამოიძახეთ დამხმარე (ხელოსანი)!!!" 

 

*   *   *

ქმარი გამთენიისას მივიდა სახლში. 
- სიტყვები არა მაქვს! - ეუბნება აღშფოთებული ცოლი.

- მადლობა ღმერთს! - ცაში ხელებს აღაპყრობს ქმარი. 

 

*   *   *

ქმარი აღვიძებს ცოლს ღამით, აწვდის ანალგინს და ჭიქით წყალს..
- თავი არ მტკივა და რად მინდა?!
- აჰააა! დაგიჭირეეე?! 

 

*   *   *

12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლი ქმარს:

- ძვირფასო, ცხოვრებაში გამარჯვებული ხარ თუ დამარცხებული?

- დაზარალებული საყვარელო

 

*   *   *

- ცოლი რატომ არ მოგყავს?! 27 წლის ხარ, დროა უკვე...
- თქვენ ისევ ცოცხალი ხართ?! 71-ის ხართ, დროა უკვე...  

 

*   *   *

- შენ და შენი მეუღლე სექსის დროს საუბრობთ ხოლმე?

- ნუ, თუ დარეკავს, რატომაც არა! 

 

 *   *   *

ორი ძმაკაცი ხვდება ერთმანეთს. ერთი ეკითხება, სად მიდიხარო, მეორემ - მამაოსთან აღსარება უნდა ჩავაბაროო... ძმურად, დიდხანს ელაპარაკე, გთხოვო! მაგის ცოლთან დავდივარ და არ მოგვისწროსო... რას ამბობ, მაგას როგორ ვიზავ, ცოდვააო... თუმცა, მაინც "დაიკერა"...  მივიდა და აბარებს აღსარებას... მიედო, მოედო... მოკლედ, 2 საათი ელაპარაკა. ბოლოს უთხრა - მამაო, რომ არ გავამხილო არ შემიძლია, ცოდვაში ვერ ჩავდგები, ამდენი იმიტომ გელაპარაკე, რომ ძმაკაცმა მთხოვა გაართეო, შენ ცოლთან დადისო...

მამაომ შეხედა და  -  მე ბერი ვარ, ცოლ-შვილი არ მყავს და დაფიქრდი აბა ვის ცოლთან დადის შენი ძმაკაციო...

 

 *   *   *

შვილს ჯარში გაიწვევენ...  არ უნდა წასვლა...

- შვილო, მოდი აქ... რატომ არ გინდა ჯარში?

- ომში რო წამიყვანონ და მომკლან?!

- ჰოო... ეხლა უყურე რა ხდება: ჯარში რო წახვალ, ორი შანსი გაქვს, - ან წაგიყვანენ ომში, ან არა. თუ არ წაგიყვანეს, ხო გიგულავია და გიგულავია?! თუ წაგიყვანეს, იქაც ორი შანსი გაქვს - ან მოგკლავენ ან არა! თუ არ მოგკლეს, ხო გიგულავია და გიგულავია... თუ მოგკლეს, იქაც ორი შანსი გაქვს - ან ჯოჯოხეთში მოხვდები ან სამოთხეში... თუ სამოთხეში მოხვდი, ხო გიგულავია და გიგულავია! თუ ჯოჯოხეთში, - იქაც ორი შანსი გაქვს, ეშმაკი ან შეგჭამს, ან არა! თუ არ შეგჭამა ხო გიგულავია და გიგულავია... ხოლო თუ შეგჭამა, იქაც ორი შანსი გაქვს - ან მოგინელებს ან არა! თუ არ მოგინელა, ხო გიგულავია და გიგულავია! ხოლო თუ მოგინელა... მძ@@ენი გინდ იქ ყოფილხარ გინდა აქ! წადი ჯარშიო!

 

 *   *   *

რაჭველ  გოგოს წლიური მოუვიდაო...

 

 *   *   * 

წყვილი საწოლში სექსის მერე:

- ძვირფასო, მე და შენ როდესმე დავქორწინდებით?

- გაგიჟდი?! ვის რა ჯანდაბად ვუნდივართ ჩვენ?!

 

  *   *   *

დღეს ქუჩაში საყვარელ ბებოს შევხვდი, მაისური ეცვა წარწერით: „თუ გინდივარ, - გაიღიმე!" ...ცხოვრებაში არ დამჭირვებია ასეთი ძალისხმევა სერიოზული სახის შესანარჩუნებლად...

 

  *   *   *

ახალგაზრდა ქალი ხანდაზმულ გურულ მამაკაცს ეკითხება:
- რამდენი წლის ბრძანდებით?
- ოთხმოცის.
- ნამდვილად არ მოგცემდით.
- არც მინდა... 

 

  *   *   *

- ძვირფასო, მაღაზიაში ჩადი რა!

- ჩავიდოდი, მაგრამ ისეთი ამინდია, ძაღლს არ გააგდებს კაცი გარეთ...

- კარგი რა, საყვარელო, ძაღლის გარეშე ჩადიიი!

 

  *   *   *

დაქალები:

- ეს კაბა ძალიან გასუქებს..

- კაბა?! მე კი ხაჭაპურს ვაბრალებდი... აღარ ჩავიცმევ!

 

*   *   *

"ამას წინათ ისეთი კარგი ელარჯი ვჭამე ორი დღე ტუალეტში მაკრატლით დავდიოდიო"

 

*   *   *

მეგრელი და იმერელი მგზავრობენ. იმერელს მოხარშული დედალი აქვს საგზლად წაღებული, მეგრელს - ღომი. ეგ რა არისო, იმერელმა. რა არისო და.. ამას რომ ვჭამთ მეგრელები, მერე ჭკუა გვეხსნებაო! აბა, მომეცი შენი ღომიო. გაცვალეს... ჭამს იმერელი და არ მოეწონა. რას ვარგა ეს ცივი ღომი, დამიბრუნე ჩემი ქათამიო!

- ჰმ, - მიუბრუნდა მეგრელი, - ა, ხომ გითხარი, გაგეხსნა ჭკვაო?!"

 

*   *   *

პატრული აჩერებს მძღოლს უმნიშნელო დარღვევისთვის და აჯარიმებს.

- აბა, რისთვის დამაჯარიმე, არა ხარ ახლა ღირსი რომ გაგინოო?! - ეუბნება მძღოლი.

- პატრულის გინებისთვისაც ჯარიმაა, ბატონოო! -ნიშნისმოგებით პასუხობს პატრული.

- წყევლისთვისო?!

- არაო!

- მაშინ, შენ გაგიხმეს დედის მ@@ელიო!

 

ავტორი: ემილი

2016-02-26.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO