ვერძი. თუ დილას ვარჯშით დაიწყებთ, მთელი დღის სამყოფი პოზიტიური ენერგიით დაიმუხტებით. შეგიძლიათ გაბედულად მოაწეროთ ხელი კონტრაქტებს, დაიწყოთ ახალი საქმე, - წარმატება გარანტირებული გაქვთ. კარგი იქნება საღამოს პატარა მყუდრო კაფეში რომანტიკული შეხვედრის მოწყობა.
კურო. ამ დღეს წარმოშობილი პრობლემების მთავარი მიზეზი უთანხმოებები და განხეთქილებები იქნება თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან. იმისათვის, რომ სისულელეები არ ჩააიდინოთ, შეეცადეთ კამათს ერიდოთ.
ტყუპები. "ამერიკულ მთებზე" ზევით ქვევით ქანაობა უკვე მალე მიუახლოვდება დასასრულს და თქვენთვის უფრო მშვიდი "ხვალე" დაიწყება. იყავით მშვიდი და თავშეკავებული. ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება.
კირჩხიბი. ამ დღეს ყურადღებით ყოფნა გმართებთ ბავშვების მიმართ. თქვენი ზრუნვა მათთვის აუცილებელია. დღეს სასიამოვნო სიურპრიზები გელით. საკუთარ თავზე ხუმრობის უნარი მრავალრიცხოვანი უხერხული მდგომარეობისგან გიხსნით.
ლომი. დღეს გარკვეული ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. შეიძლება არჩევანის გაკეთებაც კი მოგიხდეთ სასიყვარულო ვნებასა და საზოგადოებაში თქვენს მდგომარეობას შორის. სამსახურში თქვენმა აქტიურობამ შეიძლება დააინტერესოს ხელმძღვანელები. ამის ფონზე ზოგიერთ თქვენგანს თანამდებობის შეცვლაც მოუწევს. არ ღირს კამათში ჩართვა თანამშრომლებთან ან მეორე ნახევართან.
ქალწული. შეცდომა, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ დაუშვით, აისახა როგორც თქვენზე, ასევე თქვენთვის საყვარელ ადამიანზეც. დღეს ყველაფერის აწონ-დაწონვა მოგიწევთ და გარკვევა იმაში - ღირს თუ არა გაგრძელება.
სასწორი. უარი თქვით მრავალრიცხოვან საქმეებზე და ახლობელ ადამიანებს მიანიჭეთ უპირატესობა. საღამო საკუთარი თავის შეცნობას დაუთმეთ.
მორიელი. კარგად მოფიქრებული გეგმების რეალიზების დროა. გაბედულად იმოქმედეთ, მაგრამ ტყუილად ნუ გარისკავთ. გარშემომყოფების მიმართ გულწრფელობა გამოიჩინეთ. სიცრუე და ორპირობა კარგს არაფერს მოგიტანთ. საუკეთესო საუბარი დღეს სიყვარულზე გექნებათ. დანიშნეთ რომანტიკული შეხვედრა და ნუ შეიკავებთ ვნებებს.
მშვილდოსანი. შენაძენი, რომელიც აპრილისთვის გქონდათ დაგეგმილი, დიდი რისკის ქვეშ დადგა, მაგრამ ნუ განაწყენდებით, - რაც ხდება, მხოლოდ უკეთესობისთვის. მალე დიდი ფასდაკლებები იქნება და ის აუცილებლად თქვენი გახდება.
თხის რქა. დღეს შემოქმედებით აქტივობას იგრძნობთ, რაც ძალიან იმოქმედებს თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე, კარიერაზე, მეგობრებთან ურთიერთობებზე. თუ თქვენს უნარებსა და შესაძლებლობებს საყვარლს საქმეს მოახმართ, ეს ძალიან კარგ შედეგებს მოგიტანთ. სავარაუდოდ შექმნით რაიმე განსაკუთრებულს. ამ დღეს პირადი ბედნიერება გელით და შეეცადეთ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
მერწყული. შეეცადეთ დღეს ასე ამოციურად არ მოახდინოთ რეაგირება პრობლემებზე. ბედი თავად მიუჩენს ყველაფერს თავიანთ ადგილს, თქვენ კი გამოჩენილი მოთმინებისთვის დაგაჯილდოვებთ. ყველა თქვენს მიერ დაგეგმილი შეხვედრა წარუმატებლად ჩაივლის. საქმეები კი მაქსიმალური დროისა და ენერგიის ხარჯზე მოგვარდება. ნუ შეეჭიდებით მნიშვნელოვან საქმეებს და ნუ მიიღებთ ალკოჰოლს.
თევზები. დაიწყეთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან: დაივიწყეთ წყენები, დააბრუნეთ ვალები, აპატიეთ მწყენინებლებს და თავად ნახავთ როგორ დალაგდება ყველაფერი თავის ადგილზე. დაუთმეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით თვალებსა და გულს. საღამო მშობლებთან ერთად გაატარეთ. მათ ძალიან ესაჭიროებათ თქვენი ყურადღება.
ავტორი: ემილი.
2021-03-26.
წყარო |