მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ჩემი ბავშვობის მეგობარი

პირველი კადრი, სადაც მას ვიხსენებ 18 წლის წინ იყო... საზღვარგარეთ ვიყავით მე და დედა. რომ დავბრუნდით, სკოლა რამდენიმე თვის დაწყებული იყო. ახალი საკლასო ოთახი, შეცვლილი კლასელები... ის იდგა კუთხეში და თვალების ფახულით გამოაპარებდა ჩემკენ მზერას... შავი შარვალი ეცვა და პერანგივით საყელოიანი ჯემპრი მეწამულ, შავ და სპილოსძვლისფერ ფერებში... ყველა გადავკოცნე... ყველა, მის გარდა...

მაშინ ექიმობაზე ვოცნებობდი. ( ჰო, მაშინ ჯერ კიდევ შემეძლო ოცნება)... წარმოვიდგენდი, რომ ექიმი ვიყავი, ის ავად იყო და მე ვმკურნალობდი... ეს იყო ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში რომანტიკის პიკი...

წლები გავიდა...

"მე შენ იმაზე ადრე მიყვარდი, ვიდრე შევიცნობდი, თუ რა იყო კაცი და ქალი... შენ რაინდებზე ადრე მიეახლე მეფის ავაზას... შენ ისეთი წმინდანი ხარ, უმძვინვარესი მხეცებიც ვერ შეგბედავენ...თუ სიყვარული ღმერთი ყოფილა, შენა ხარ ჩემი სიყვარული და ღმერთი თავად!" - კითხულობდა არსაკიძის დიალოგს და მის ხელებში მომწყვდეული ჩემი ხელები გრძნობდნენ, რომ ეს არ იყო უბრალოდ სკოლის ბოლო ზარისთვის მომზადებული სპექტაკლი, ეს არ იყო არსაკიძის სიტყვები კოლონკელიძის ასულისადმი... ეს არ იყო თამაში :)

მერე იყო აგვისტოს ომი. ის გორში იბრძოდა... სატელეფონო კავშირი ჭირდა. თუ მოახერხებდა, მწერდა, რეკავდა... მისი ოჯახი კი ჩემგან ცდილობდა სიახლეების გაგებას... "საფლავებს შორის ვწევართ, ქალაქს ბომბავენ, ალბათ აქვე ჩავიმარხებიო... მომაკითხე ხოლმე საფლავზე... მაპატიე, რომ შენს მეგობრობას ვუღალატე და შემიყვარდიო..." "მეც მიყვარხარ! ჩემთვის იცოცხლე" მეთქი...მოვატყუე - არ მყვარებია. თუმცა, როგორ არა, მიყვარდა... მეგობრულად მიყვარდა...

კიდევ გავიდა წლები და... საკუთარი ქორწილის წინა ღამეს ჩემს ჭიშკართან მოვიდა, გულში ჩამიკრა ნეკნების ტკივილამდე და მიყვარხარო ისე მიჩურჩულა, ხმაზე მეტად მისი ტუჩების ჩემს ყურის ბიბილოზე შეხებით გავიგე ნათქვამი... მიყვარხარო, იმეორებდა მომაკვდავის ანდერძივით...

ბოლოს რომ ვნახე, ცოლთან ერთად იყო და... ზუსტად ისეთნაირი თვალების ფახულით გამოაპარებდა ჩემსკენ ქურდულ მზერას, როგორც მაშინ, საკლასო ოთახის კუთხეში მდგარი...

ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილშია და მე შიშით ვეცნობი ახალ ამბებს მისი სამყოფელიდან... შიშით ვკითხულობ აფეთქების მსხვერპლთა გვარებს და ყველაზე ეგოისტური სიხარულით მიხარია, როცა დაღუპულთა შორის მისი გვარი არ წერია...

მეტი? მეტი არც რა... უბრალოდ მომინდა მომეყოლა ერთ თვალებფახულა ბიჭზე, ერთ შონიზე, ერთ უტაზე... ჩემს ერთ ბავშვობის მეგობარზე...

 

ავტორი: მე-კალ-მე.

2016-04-04.

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO