ვერძი. სიმშვიდე და კეთილდღეობა დაისადგურებს თქვენს ოჯახში. წარმატებული პერიოდია პირადი ცხოვრებისთვის, შემოქმედებითი სამუშაოებისა და საოჯახო-საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის.
კურო. არ ღირს რისკის შემცველი საქმიანობა და ავანტიურებში მონაწილეობა. კარგი დღეა სპორტით დაკავებისთვის, ფიზიკური ვარჯიშებისთვის, სასაუბროდ, დაქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისათვის.
ტყუპები. ამ დღეს ჩვეულზე მეტი დაკვირვებულობა გმართებთ. უნდა აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე პირად ცხოვრებაში. საერთო დაძაბული ფონი ნეგატიურ მოვლენებს შეუწყობს ხელს.
კირჩიბი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამის მიღება თქვენთვის უკიდურესად რთული იქნება, ნუ დაივიწყებთ, რომ ყველას გააჩნია საკუთარი აზრი. იყავით დამაჯერებელი და ნუ შეეცდებით ვინმესთვის რაიმეს მტკიცებას. დრო თავად მიუჩენს ყველაფერს თავიანთ ადგილს. მოთმინება იქონიეთ.
ლომი. მთავარი მიზეზი პრობლემებისა, რომელთა წარმოშობაც დღესაა მოსალოდნელი, ახლობელ ადამიანებთან უთანხმოებები და განხეთქილებები იქნება. იმისათვის, რომ სისულელეები არ ჩაიდინოთ, ერიდეთ კამათს.
ქალწული. წარმატებული კომერციული ოპერაციის განხორციელებას შეძლებთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაციის მიღება, რასაც ბევრ რამეზეგავლენის მოხდენა და თქვენი მდგომარეობის ძირფესვიანად შეცვლაც კი შეუძლია. შეეცადეთ პრიორიტეტულად განსაზღვროთ გეგმები, საქმეები, კონტაქტები. პირად ცხოვრებაში კი წვრილმანი უსიამოვნებებია მოსლოდნელი, რაც პარტნიორის მხრიდან თქვენი მსოფლმხედველობის უგულვებელყოფის გამო იქნება გამოწვეული.
სასწორი. დღეს ხალხით სავსე სახლს ელოდეთ. მოემზადეთ სხვა ქალაქიდან ჩამოსული სტუმრების, ძველი მეგობრების მოულოდნელი ვიზიტების, თანამშრომლების ან ჯგუფელების მისაღებად და გასამასპინძლებლად. სამსახურში ქაღალდებთან მუშაობა და დამღლელი საქმიანობა გელით.
მორიელი. ისაუბრეთ, იხუმრეთ, აჩუქეთ კომპლიმენტები გარშემომყოფებს. არასტაბილური დღეა შემოქმედებითი და სამსახურეობრივი საქმიანობისათვის. მოსალოდნელია დახმარება ნათესავების მხრიდან. მიზნების განხორციელების პროცესში დასვენებაც არ დაივიწყოთ. საღამოს ეწვიეთ სპორტულ დარბაზს.
მშვილდოსანი. თქვენ გინდათ, რომ გარშემო ცხოვრება ჩქარი ტემპით მიქროდეს.. რომ ადამიანები ერთიმეორის მიყოლებით ცვლიდნენ ერთმანეთს... რომ ყველაფერი გასაგიჟებლად ლამაზი იყოს.. სურვილი ძალინ კარგია, მაგრამ ამისათვის გარჯაც საჭიროა. და ნუ დაივიწყებთ სიფრთხილეს.
თხის რქა. ამ დღემ შესაძლოა ბედის მოულოდნელი შემობრუნებები მოგიტანოთ. ფინანსურ მდგომარეობაში ცვლილებებია მოსალოდნელი. დღეს შეიძლება სიტუაციის მფლობელი გახდეთ, ან პირიქით, პარტნიორებზე დამოკიდებული აღმოჩნდეთ. ამიტომაც საკუთარი გეგმების განხორციელებისას ნუ დაივიწყებთ მათ, ვინც დახმარება გაგიწიეს. კარგი იქნება თუ ახლობელი ადამიანების რჩევებს მოუსმენთ. შეგიძლიათ მოინახულოთ ნათესავები და ნაცნობები, რომელებიც დიდი ხანია თავისთან გეპატიჟებიან.
მერწყული. შეგიძლიათ დღეს შვებით ამოისუნთქოთ სამსახურის მაძიებელმა მერწყულებმა, რადგან თქვენ შეძლებთ ისეთი სამსახურის პოვნას, რომელიც თქვენს ფასეულობათა სისტემასაც მშვენივრად ერგება და კარგ შემოსავალსაც გპირდებათ. არაა გამორიცხული ახალი რომანტიკული ნაცნობობაც. ასევე წარმატებული დღეა მათთვის, ვისაც უცხო ენების შესწავლა ან სპორტით დაკავება გსურთ.
თევზები. მთელი დღის განმავლობაში უფროსებს უნდა დაუჯეროთ. უარი არ თქვათ მათ რჩევებზე. ისინი ცდილობენ დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან გიხსნან. უბრალოდ ისე მოიქეცით, როგორც გეუბნებიან.
ავტორი: ემილი.
2021-03-30.
წყარო |