ვერძი. ამ დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ. რის კეთებასაც დაიწყებთ, ბოლომდე დაიხარჯეთ. ამასთანავე შეეცადეთ არ დააზარალოთ საკუთარი ჯანმრთელობა, ახლობელი ადამიანები და პირადი ცხოვრება. დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად გაატარეთ: გაისეირნეთ, შეიარეთ კინოში, გაერთეთ საქანელებზე ან კაფეში დასხედით.
კურო. ჩანაფიქრის განხორციელების დროა. თქვენი მოცდენის უფლებას ნუ მისცემთ ეჭვებსა და სიზარმაცეს. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ საკუთარი თავის რწმენა. კარგი დღეა შიმშილობისათვის ან სწორი დიეტის შესარჩევად ფიზიკური ვარჯიშის თანხლებით. მიაქციეთ ყურადღება კბილების მდგომარეობას.
ტყუპები. ნეგატიური დღე გელით. შეიძლება თქვენი მისამართით ცილისწამებაც გაიგოთ, რაც წინსვლაში ხელს შეგიშლით. არ ღირს რისკის შემცველი საქმიანობით დაკავება ან ავანტიურებში მონაწილეობა. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ალბათობაც არსებობს.
კირჩხიბი. ბოლოს როდის იყავით სტომატოლოგთან? სწორედ შესაფერისი დღეა მასთან ვიზიტისთვის. ნუ გადადებთ ამ საქმეს -მიხედეთ კბილებს.
ლომი. ხელსაყრელი დღეა. თავს ენერგიულად და მხნედ იგრძნობთ, გაგიძლიერდებათ სხვების დარწმუნების უნარიც. შეიძლება დამაინტრიგებელი წინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, კარგად დაფიქრება გმართებთ. მოსალოდნელია გაუგებრობები ან უთანხმოებები პარტნიორებთან ან ახლობელ ადამიანებთან. ასევე გელით გაუთვალისწინებელი ხარჯები ან ბავშვებთან დაკავშირებული აურზაური.
ქალწული. ამ დღეს ინფორმაციის მიღება და გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობების გადაფასება მოგიწევთ. მარტოხელა ქალწულები შეიძლება საკუთარ საბედოსაც შეხვდეთ. ასე, რომ კიდევ ერთხელ კარგად გადახედეთ გარშემომყოფ მამაკაცებს. სწორედ დღეს შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში რაღაც, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს პირად საქმეებზე. მამაკაც ქალწულებს მოგეცემათ შანსი გამოავლინოთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ამ დღის სიზმრები ასრულებადია. თუ ქორწილი დაგესიზმრებათ ეს ელდისა და სტრესის მომასწავებელი იქნება.
სასწორი. მთლიანად უმოქმედობა მოგიცავთ. დაიწყებთ სინანულს იმაზე, რომ თქვენი ცხოვრება ძალიან სწრფად და ნაცრისფრად მიედინება. მაგრამ ყველაფერი დაკარგული არაა. გაიხსენეთ მშვენიერი წარსული და დაფიქრდით როგორ გაალამაზოთ და გააფერადოთ ირგვლივ ყველაფერი. აჩუქეთ საკუთარ თავსა და ახლობელ ადამიანებს ბედნიერი მომენტები.
მორიელი. მოგეჩვენებათ, რომ ყველამ თქვენს წინააღმდეგ შეკრა პირი, მაგრამ თუ ემოციების გაკონტროლებას შეძლებთ, ყველაფერი მოგვარდება. ნუ გააფორებთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს და ნუ მოაწერთ ხელს ფასეულ ქაღალდებს. მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა ან გულის ჩვლეტები.
მშვილდოსანი. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზნები და მიზანმიმართულად შეუდექით მათ განხორციელებას. თუ უმოქმედოდ გაჩერდებით, შინაგანი მღელვარე ენერგია მოსვენებას არ მოგცემთ და არარაციონალური ქმედებებისკენ გიბიძგებთ. ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს და გაძლიერებული ყურადღება დაუთმეთ წვრილმან დეტალებს. უმჯობესია არავის გაანდოთ სამომავლო გეგმები.
თხის რქა. იმედგაცრუებებითა და კონფლიქტებით აღსავსე დღე გელით. ახლობელ ადამიანებთან სულ უმნიშვნელო კამათიც კი გაუთვალისწინებელ შედეგებს მოგიტანთ და შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტითაც დასრულდეს. ამის თავიდან ასაცილებლად საკუთარი სიამაყის მოთოკვა მოგიწევთ. თუ მაინც მოხდება მოსახდენი, - მოიბოდიშეთ. მოთმინება და სულგრძელობა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ოჯახში სიმყუდროვე და სიმშვიდე. მანდილოსანი თხის რქებისთვის არ არის სასურველი ახალი ნაცნობობის წამოწყება, - ეს იმედგაცრუებით გემუქრებათ.
მერწყული. ემოციურობა და შინაგანი ენერგიის აქტივობა, რასაც ახლა განიცდით, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს შეძლებთ. თქვენმა გაძლიერებულმა მგრძნობელმობამ და ნევროზულმა შეტევებმა შეიძლება სამსახურში კონფლიქტები გამოიწვიოს.
თევზები. ძლიერი ენერგეტიკული დღე გელით. აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი აქტიურობა. უმოქმედობა და მოდუნება არასასიამოვნო შედეგებს მოგიტანთ. ემოციები თქვენთვისვე დაიტოვეთ და ნუ გამოავლენთ უსიამოვნო შთაბეჭდილებებს. ფინანსური საკითხების გადაწყვეტა სხვა დროისთვის გადადეთ.
ავტორი: ემილი.
2021-04-10
წყარო |