მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან პარტნიორული ურთიერთობები ძალიან ნაყოფიერი იქნება და ორმხრივ კმაყოფილებას მოგიტანთ. მარტოხელა ვერძებს პერსპექტიული შეხვედრები და საინტერესო, მაგრამ ხანმოკლე ნაცნობობა გელით. თუ ფლობთ უნარს, ტაქტიკა შეცვალოთ სიტუაციის მიხედვით და გარემოებებს მოერგოთ, წარმატების მიღწევას შეძლებთ.

კურო. ეს დღე წარმატებული იქნება. თქვენ გაგიმარათლებთ. მხრებზე თითქოს ფრთები გამოგებმევათ და ფრენა მოგინდებათ. თუნდაც თქვენი არავის ესმოდეს, სულ ერთია, თქვენ ხომ იცით რისთვის იღიმებით.

ტყუპები. წარმატების მისაღწევად არ ღირს სხვისი რჩევების მისმენა. ნურავის მისცემთ თქვენს ცხოვრებაში ცხვრის ჩაყოფის ნებას. გამოიჩინეთ სიბრძნე და მოხერხებულობა. იმოქმედეთ მშვიდად, გააზრებულად და აუჩქარებლად. საღამოს მეგობრებს დასჭირდებით, დაუთმეთ მათ დრო.

კირჩხიბი. ამ დღეს ბედმა გაგიღიმათ და ბედნიერება გეწვიათ. რასაც ჩაიფიქრებთ, ყველაფერი გამოგივათ მარტივად და ძალდაუტანებლად. სწორედ დღეს უნდა დანიშნოთ პაემანი. გაიღიმეთ, იხუმრეთ და ყველაფერი გამოგივათ.

ლომი. დღეს ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ და ბევრი რამის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. ნოვატორული სული პირველ რიგში საქმეებს შეეხება. შეიძლება გადახედოთ ზოგიერთ სამომავლო გეგმას.

ქალწული. ეს დღე ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებით აღსავსე იქნება. შეიძლება თქვენს გზაზე პატარა სირთულეები წარმოიშვას, რომლებიც სარისკო და მზაკვრული მოქმედებებისკენ გიბიძგებენ. თავი შეიკავეთ აგრესიისა და რისხვისგან, დროულად შეჩერდით. დღის მეორე ნახევარი ყველა წარმოშობილი პრობლემის წარმატებულად გადაწყვეტას გპირდებათ. ზოგიერთ თქვენგანს საქმიანი მივლინება გელით, რასაც დადებითი შედეგები მოჰყვება.

სასწორი. წარმატებები გელით საქმიან სფეროში. დღეს გაფორმებული კონტრაქტები ძალიან მომგებიანი იქნება. შეგიძლიათ დაკავდეთ ინფორმაციის შეგროვებით, რაც დროთა განმავლობაში ძალიან გამოგადგებათ. საღამოს მოინახულეთ მშობლები და მიირთვით მათთან ერთად ფინჯანი ჩაი.

მორიელი. კარგი დღეა საუბრებისა და ცოდნის მისაღებად. შეაგროვეთ და გაიაზრეთ ინფორმაცია, დასახეთ მიზნები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. ჩავლილი პრობლემების დაბრუნებამ არ შეგაშინოთ. ამჯერად მარტივად შეძლებთ მათგან თავის დაღწევას და თანაც სამუდამოდ.

მშვილდოსანი. ბევრ თქვენგანს დღეს ცხოვრებაში იმედგაცრუება ან ცრუ დაპირებების მოსმენა მოგიწევთ. მაგრამ არ ღირს ძალიან ახლოს მიტანა გულთან, არც ოცნების კოშკების აგება. უმჯობესია საღი გონებით შეაფასოთ რეალური მდგომარეობა. რაც შეიძლება კრიტიკული იყავით საკუთარი საქციელის მიმართ. ერიდეთ ახალი ადამიანების გაცნობას. ასევე სიფრთხილე გამოიჩინეთ ნაცნობებთან და მეგობრებთან საუბრისას.

თხის რქა. დაძაბული დღე გელით. მოსალოდნელია გაუგებრობები, სიცრუე და პროვოკაციები. რაც უნდა მოხდეს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ლოგიკურად იაზროვნეთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ისინი არ დასრულდებიან ისე, როგორც თქვენ გეგმავთ. დაუთმეთ დრო ოჯახს, დაკავდით ბავშვების განვითარებითა და სახლის კეთილმოწყობით.

მერწყული. ამ დღეს გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობებისა და მიღებული ინფორმაციების გადაფასება უნდა მოახდინოთ. მარტოხელა მერწყულებს მომავალი ცხოვრების თანამგზავრთან შეხვედრა გელით. ამიტომ უფრო ყურადღებით გადახედეთ მამაკაცებს, რომლებიც გარს გახვევიან. სწორედ დღეს შეიძლება მოხდეს რაღაც, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს თქვენს პირად საქმეებზე. მამაკაც მერწყულებს მოგეცემათ შანსი გამოავლინოთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები ყველა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ამ დღის სიზმრები ასრულებადია. თუ ქორწილი დაგესიზმრებათ, ეს სტრესისა და ელდის მომასწავებელი იქნება.

თევზები. ამ დღეს გაგიუმჯობესდებათ სამსახურში საქმეები და ფინანსური მდგომარეობა. მოგეცემათ შესაძლებლობა გამოავლინოთ მთელი თქვენი მოხერხებულობა და ნიჭი. დღის მეორე ნახევრში უმჯობესია დაისვენოთ და სხლში გაატაროთ დრო. ოჯახის წევრებს თქვენი ყურადღება ესაჭიროებათ.

 

ავტორი: ემილი

2021-06-01

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO