ვერძი. სასიცოცხლო პოტენციალი ამ ნიშნის წარმომადგენლებს მომატებული ექნებათ. ამ დღეს მიიღებთ შანსს გამოასწოროთ პირად ცხოვრებაში დაშვებული ყველა შეცდომა. მოსალოდნელია კარგად შესრულებული სამუშაოსთვის პრიზი მიიღოთ. ზოგიერთი ვერძი შესაძლოა მივლინებაში გაემგზავროს.
კურო. საქმეში წარმატება ელით თამამ და კეთილგონიერ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ გამოსავალი იპოვონ ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციიდან. ყურადღებით უნდა დაუკვირდეთ წარმოქმნილ სიტუაციას და მაშინ შეძლებთ თავიდან აიცილოთ სხვადასხვა სახის კონფლიქტი. არ ღირს სერიოზული შენაძენის განხორციელება, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის.
ტყუპები. ამ ნიშნის წარმომაგენლებისათვის დღე ორმაგად წინააღმდეგობრივი იქნება. დღეს თქვენ ან სიტუაციის ბატონ-პატრონი იქნებით, ან პირიქით, მოგიწევთ დაემორჩილოთ პარტნიორებს ან ნათესავებს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა სისწრაფით მიიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას. დაუთმეთ დრო მშობლებს და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
კირჩხიბი. წვრილმანი საყოფაცხოვრებო პრობლემები ვერ შეძლებენ დღეს თქვენი განწყობის გაფუჭებას. თქვენ მიიღებთ ახალი საქმის დაწყების შესაძლებლობას, რაც კარგ შემოსავალს გპირდებათ. შესაძლებელია ამ დღეს საერთო ენა გამონახოთ ადამიანებთან, რომლებიც ადრე ძალიან გაღიზიანებდნენ. მოსალოდნელია დიდი ხნის უნახავი შორეული ნათესავისაგან ამბავი შეიტყოთ.
ლომი. ამ დღეს გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობებისა და მიღებული ინფორმაციების გადაფასება მოგიწევთ. მარტოხელა მანდილოსანი ლომები თავიანთი ცხოვრების მეგზურს შეხვდებიან. ასე, რომ უმჯობესია გადახედოთ გარშეომყოფ ამაკაცებს. სწორედ დღეს მოხდება რაღაც, რაც ძალიან იმოქმედებს თქვენს პირად საქმეებზე. მამაკაც ლომებს მიეცემათ შანსი გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და ნიჭი რაც დაეხმარებათ ჩანაფიქრის განხორციელებაში. ამ დღის სიზმრები ასრულებადია. თუ ქორწილი დაგესიზმრებათ, თქვენ შოკი და სტრესი გელით.
ქალწული. სული ბევრ რომანტიკასა და სინაზეს მოგთხოვთ. ერთსაც და მეორესაც მასთან ნახავთ, ვინც სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში გხვდებათ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაა რეკომენდირებული ექსტრემალური სპორტის სახეობებით დაკავება.
სასწორი. დღეს შესაძლოა ამბავი შეიტყოთ, რომელსაც დიდი ხანია ელოდით და რომელსაც შეუძლია ძირფესვიანად შეცვალოს თქვენი მსოფლმხედველობა. ზოგიერთ ამ ნიშნის წარომადგენელს შესაძლოა სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდეს. მანდილოსანი სასწორებისთვის მოსალოდნელია პარტნიორის გამოცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის ადვილი არ იქნება. შეეცადეთ დაძლიოთ დაძაბულობა და ძალები მოიკრიბოთ. ასევე აღიდგინოთ წონასწორობა და რეალურად შეხედოთ სიტუაციას. ამ დღეს ერიდეთ სხვადასხვა სახის შეხვედრებს. ასევე არ ღირს სტუმრების დაპატიჟება.
მორიელი. მოემზადეთ იმისათვის, რომ დიდი რაოდენობის საქმეებმა შესაძლოა მთლიანად გამოგაცალოთ ძალა. ზოგიერთი კი დეპრესიამდეც მიგიყვანთ. მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ რაც მეტ ძალისხმევას მოახმართ, მით მეტს მოიმკით. მათ შორის ფინანსურ შემოსავალსაც.
მშვილდოსანი. დღეს თქვენ ვერ შეძლებთ თანამშრომელთა მონაწილეობის, თანამშრომლობისა და საქმიანი პარტნიორობის გარეშე. არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელთა შესრულებისას კოლექტიური მუშაობა გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება და უფრო ნაკლებ დროსა და ენერგიას მოახმართ.
თხის რქა. თქვენ მეგობრებად თვლით თქვენს თანამშრომლებს, მაგრამ სულ ტყუილად. ისინი უბრლოდ ის ადამიანები არიან, ვინც თქვენთან ერთად მხოლოდ სამუშაო საათებს ატარებს. არ ღირს მათ გაანდოთ თქვენი საიდუმლო და სამომავლო გეგმები. მოშურნეებმა შესაძლოა მათ ზიანი მოუტანონ.
მერწყული. მერწყულებს პატარა სირთულეები ელით პროფესიულ სფეროში. შეეცადეთ არ იკამათოთ ხელმძღვანელობასთან.
თევზები. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა. სწორედ დღეს შეძლებთ ადრე დაწყებული საქმის დასრულებას. და თუ ბედი ამ დღეს გამოცდას მოგიწყობთ, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მაშინ ყველაფერი თქვენს მხარეს იქნება. შეეცადეთ სამსახურშ ერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს. თქვენს გარემოცვაში შეიძლება შურიანები იყვნენ.
ავტორი: ემილი
2021-07-06.
წყარო |