ვერძი. თქვენ აღმოჩნდით მატარებელში, რომელიც გასაოცარი სისწრაფით მიექანება. თქვენ არ მოგწონთ თანამგზავრები და დიდი სურვილი გაქვთ მატარებლიდან ჩახვიდეთ, მაგრამ... მხოლოდ ორი ვარიანტი გაქვთ: ან მწყობრიდან უნდა გამოიყვანოთ მუხრუჭი, ან შემდეგ სადგურამდე უნდა მოითმინოთ. არჩევანი თქვენზეა.
კურო. სწორედ დღეს თქენთვის აუცილებელია გაიხსენოთ უკანასკნელი ნახევარი წელი. გადახედოთ, რა არ გააკეთეთ სწორად. ეს საშუალებას მოგცემთ გამოასწოროთ შეცდომები. კარგი დღეა ქაღალდებთან სამუშაოდ.
ტყუპები. ბევრ ამ ნიშნის წარმომადგენელს დღეს პარტნიორებთან და მეგობრებთან ურთიერთობებში გართულებები ელის. მოგეთხოვებათ ყურადღებით მიადევნოთ თვალი თანხმობის შესრულებას, გამოიჩინოთ სიბრძნე დ ტაქტიანობა. თუ ამ წესების დაცვას შეძლებთ, დღე სავსებით ხელსაყრელი გამოგივათ. ამ დღეს შესაძლოა შესამჩნევად აიმაღლოთ ავტორიტეტი.
კირჩხიბი. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს, სავარაუდოდ, ბედის მოულოდნელი შემობრუნება ელის, რაც მოღვაწეობის სფეროს შეცვლასთან, საცხოვრებელ ადგილთან ან დასვენებასთან იქნება დაკავშირებული. შემოქმედებითი პოტენციალი მომატებული გექნებათ. მარტოხელა კირჩხიბებს ელით შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც მომავალში რომანტიკული ურთიერთობა იქნება შესაძლებელი.
ლომი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვარსკვლავები აძლევენ შანსს რადიკალურად შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. შეეცადეთ მოუსმინოთ ახლობელი ადამიანების რჩევებს, შეიცვალოთ ვარცხნილობა და გარდერობი. შესაძლოა საკუთარი მოსაზრებებისა და ინტერესების დაცვა მოგიხდეთ. ამ დღეს თავს ძალიან ბედნიერად იგრძნობთ და შეეცადეთ არაკეთილმოსურნეებს არ ჩააშხამებინოთ ის. გაისეირნეთ ბავშვებთან ერთად. მათ ეს ძალიან გაახარებთ.
ქალწული. ნუ განაწყენდებით მეგობრებზე. დაურეკეთ თუ ვინმეს თქვენი დახმარება ესაჭიროება. საღამო საყვარელ ადამიანთან გაატარეთ.
სასწორი. შეეცადეთ ძალიან ემოციურად ნუ მოახდენთ რეაგირებას პრობლემებზე, რომლებიც, შესაძლოა, დღეს შეგემთხვეთ. ბედი თავად მიუჩენს ყველაფერს თავიანთ ადგილს, თქვენ კი მოთმინებისათვის ჯილდო გელით. თქვენგან დაგეგმილი ყოველი შეხვედრა წარუმატებლად წარიმართება. საქმეების მოგვარებას კი ძალისა და დროის მაქსიმალური ხარჯვის შედეგად შეძლებთ. შეეცადეთ ამ დღეს არ აკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები და ერიდეთ ალკოჰოლს.
მორიელი. მორიელებმა ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ. არსებობს სხვადასხვა დაავადებების საშიშროება. ვარსკვლავები გირჩევენ ერიდოთ ხმაურიან შეკრებებსა და წვეულებებს. ეს დღე თქვენთვის ხორციელ ვნებებთან ბრძოლის დღედ ითვლება. ამ დღის სიზმრები ერთი კვირის შემდეგ აგისრულდებათ.
მშვილდოსანი. ამ დღეს თქვენ ახლობელ ადამიანებთან ძალდაუტანებელ საუბრებში გაატარებთ. იგრძნობთ, რომ ეს ადამიანები თქვენთვის ყველაზე მნიშნელოვანია მთელს ქვეყანაზე. დააფასეთ ეს.
თხის რქა. შესანიშნავი დღეა ფინანსური თვალსაზრისით. დაგეგმეთ საკუთარი ბიუჯეტი შემდეგი წლისთვის. შესაძლებელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.
მერწყული. თქვენ ძალიან ხშირად ექცევით სხვისი გავლენის ქვეშ. ზოგჯერ გვერდიდა უფრო ჩანს და ამიტომ მეგობრების რჩევები შესაძლოა სასარგებლო იყოს, მაგრამ... შეთხვევით, დაინტერესებულნი ხომ არ არიან ეს ადამიანები რომ თქვენ მათ რჩევებს მიჰყვეთ?! აი, რაზე ღრს დაფიქრება.
თევზები. დღეს სახიდან ღიმილი არ მოგშორდებათ. სამსახურში შესაძლოა ზედმეტმა ემოციურობამ ხელი შეგიშალოთ. სიფრთხილით მოეკიდეთ გარშემომყოფთა გრძნობებს, დღევანდელი დღე სავსე იქნება წყენებით.
ავტორი: ემილი.
2021-07-13.
წყარო |