ვერძი. დღეს ვერავინ შეძლებს თქვენი განწყობის გაფუჭებას. თქვეი მხიარულება კი ყველასთვის გადამდები იქნება. მოაწყვეთ თქვენთვისა და თქვენი მეგობრებისათვის დღესასწაული, ეს თქვენ გამოგივათ. საღამოს წადით რომანტიკულ პაემანზე მეორე ნახევართან. და თუ ის ჯერ არა გყავთ, ესეიგი ძალიან მალე გეყოლებათ.
კურო. კონცენტრირება მოახდინეთ რაღაც ერთზე და ენერგიის მაქსიმუმი არჩეულ მიმართულებას მოახმარეთ. გეგმა, რომლის მხარდაჭერასაც სამსახურში პირებდით გადახაზუი აღმოჩნდება თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ტყუპები. ეს დღე არახელსაყრელი იქნება ტყუპებისათვის. შეეცადეთ არ მიიღოთ არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და თავი აარიდეთ არასაჭირო საუბრებს. უფრთხილდით ახალ ნაცნობობას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში უარყოფით როლს შეასრულებს. ამ დღის სიზმრები ასრულებადია და მალე აგიხდებათ.
კირჩხიბი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს დღეს საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ელით. სავარაუდოდ სწორედ დღეს შეძლებთ დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტის დასრულებას. იმისათვის, რომ გარკვეულ მიზნებს მიაღწიოთ, უბრალოდ სათანადოდ შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და ბრმად ნუ მიჰყვებით იმპულსებს. ზოგიერთი კირჩხიბი დღეს თავიანთ საბედოს შეხვდება.
ლომი. დროა ოცნებების რეალობაში განხორციელება დაიწყოთ. ნუ იზარმაცებთ და ყველაფერი გამოგივათ. გარდა ამისა, შეიარეთ ექიმთან და გადაამოწმეთ საკუთარი ჯანმრთელობა. ასევე კარგია დღეიდან დიეტის, შიმშილობის, გამაახალგაზრდავებელი პროცედურების დაწყება.
ქალწული. დღეს ვარსკვლავები თქვენთვის კეთილგანწყობილნი იქნებიან. შეეცადეთ არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ ადრე დაწყებული საქმე. ისინი საკმაოდ დიდ შემოსავალს მოგიტანენ. გუნდში თანამშრომლობა გაამყარებს თქვენს პოზიციებს. შესაძლოა ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი სამოგზაუროდ წავიდეს, რაც ახალ და საინტერესო პერსპექტივებს გპირდებათ.
სასწორი. კარგი დღეა სასაუბროდ და ცოდნის მისაღებად. შეაგროვეთ და განიხილეთ ინფორმაცია, დააწყვეთ გეგმები, მაგრამ არ დაიწყოთ ახალი საქმე. ძველი პრობლემების დაბრუნებამ არ შეგაშინოთ. დღე მარტივად შეძლებთ მათ თავიდან მოშორებას და თანაც, ამჯერად, სამუდამოდ.
მორიელი. დღევანდელი დღე მორიელებს მოულოდნელ ცვლილებებს მოუტანს. შეძლებთ სიტუაციის მფლობელი გახდეთ, ან პირიქით, გარშმომყოფ ადამიანებზე დამოკიდებული გახდეთ. დღის პირველ ნახევარში ძალიან მჭიდრო გრაფიკი გექნებათ. მოგიწევთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელზეც თქვენი მომავალი ცხოვრება იქნება დამოკიდებული. შეეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს სამსახურში და სახლში.
მშვილდოსანი. დღეს გამძაფრებული გექნებათ ყველა გრძნობა, რაც თქვენში ძიერ რეაქცებს გამოიწვევს. ამიტომ თქვენთვის უმჯობესი იქნება თუ დღეს განმარტოვებით გაატარებთ. ასევე ყურადღება მიაქციეთ კვებას, მოსალოდნელია მოწამვლა, მათ შორის ალკოჰოურიც.
თხის რქა. სტრესი - დიდი მტერია ჯანმრთელობისა და სწორედ დღეს არ ღირს ამის დავიწყება. აიყვანეთ თავი ხელში და ნუ მიაქცევთ ყურადღებას მოვლენებს, რაც თქვენს გარშემო ხდება. დღის პირველ ნახევარში შეიარეთ სალონში ან საუნაში. ეს თქვენს სხეულს სილამაზეს მიანიჭებს და დაკარგულ ენერგიასაც აღგიდგენთ.
მერწყული. სამსახურში ნუ გამოიჩენთ დიდ ენთუზიამსა და ინიციატივას. უბრალოდ მკაცრად მისდიეთ ინსტრუქციას. შეიძლება დაიწყოთ სახლში რემონტი ან გააკეთოთ ძვირადღირებული შენაძენი. საღამოს გასეირნება ან სპორტულ დარბაზში შევლა არ გაწყენდათ.
თევზები. თევზებს დღეს ისე, როგორც არასდროს, დასჭირდებათ ლოგიკური აზროვნება. მოუწყვეთ თქვენს გრძნობებს ხანგრძლივი „შვებულება". წინააღმდეგ შემთხვევაში დანაკარგს თავს ვერ აარიდებთ. სასიყვარულო ურთიერთობებში მხოლოდ დადებითი ემოციები გელით.
ავტორი: ემილი.
2021-07-31.
წყარო |