ვერძი. თქვენ გინდათ, რომ ცხოვრება თქვენს გარშემო ჩქარი ტემპით მიმდინარეობდეს, რომ ერთმანეთის მიყოლებით ცვლიდნენ ერთმანეთს ადამიანები, რომ გარშემო ყველაფერი თვალისმომჭრელად ლამაზი იყოს... სურვილი კარგია, მაგრამ ამისთვის უნდა იზრუნოთ კიდეც. და არ დაგავიწყდეთ სიფრთხილეც.
კურო. დაუთმეთ ყურადღება საკუთარ თავსა და სულიერ სიმშვიდეს. განმარტოვდით. გაიხსენეთ წარსული, დაფიქრდით მომავალზე და გადაწყვიტეთ რა აკეთოთ აწმყოში. ნურავისგან მოითხოვთ დაპირებებს და ნურც თქვენ გასცემთ. ერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
ტყუპები. დღის პირველ ნახევარში დაბნეულობასა და თვითრწმენის დეფიციტს იგრძნობთ, რაც ნეგატიურ ტენდენციებს გააძლიერებს. საკუთარი სისუსტეების აყოლით ან სურვილის არქონით, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ თქვენზე სხვის გავლენას, შეიძლება პატარა პრობემები შეგექმნათ. ამ დღეს ერიდეთ იდუმალი არაკეთილმოსურნეების ხრიკებს. შეეცადეთ არავის არაფერს მოუყვეთ. ენდეთ მხოლოდ საკუთარ საღ აზრსა და ინტუიციას.
კირჩხიბი. კარგი განწყობა წარმატებული დღის საწინდარია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ახსნა მუძებნეთ ყველაფერს, რაც ხდება. სიხარულით აკეთეთ კეთილი საქმეები, აჩუქეთ ყურადღება ახლობელ ადამიანებს. დღეს აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ წნევას და გაუფრთხლდეთ თვალებს.
ლომი. დღეს ბევრი საქმე გელით. მაგრამ თუ პანიკაში არ ჩავარდებით და არ იჩქარებთ, მას ადვილად გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარში შეხვდებით ძველ მეგობარს, რომელსაც რამდენიმე წელია არ შეხვედრიხართ. და დიდია ალბათობა, რომ ეს შეხვედრა რაღაც უფრო დიდ მნიშვნელოვან გადაიზრდება.
ქალწული. ემოცურად რთული და გაჯერებული დღეა. მაგრამ თუ არ ინერვიულებთ და არ იჩქარებთ, ყველაფერს გაუმკლავდებით. უარი თქვით საყიდლებზე. ასევე არ ღირს ფულის სესხება. აი, მაგიდის შეკვეთა და მეგობრებთან ერთად დასხდომა კი ძალიან კარგი იქნება. დაასრულეთ დღე სეირნობით.
სასწორი. წვრილმანი საყოფაცხოვრებო საქმეები ვერ შეძლებენ თქვენი განწყობის გაფუჭებას. ამ დღეს ყველაფერში გაგიმართლებთ. შეძლებთ თქვენი გეგმების სიისრულეში მოყვანას და სანუკვარ ოცნებასთან საკმაოდ ახლოს მისვლას. შესაძლებელია დღეს დახმარება მიიღოთ ისეთი ადამიანისაგან, ვისგანაც ამას საერთოდ არ ელოდით. შეეცადეთ მოინახულოთ მშობლები და მეტი დრო დაუთმოთ ბავშვებს.
მორიელი. კოლოსალური სიმშვიდისა და თავშეკავების გამოჩენა მოუწევთ მორიელებს მთელი დღის განმავლობაში, რადგან მტრები შეეცდებიან სერიოზული დარტყმა მიაყენონ მათ ემოციურ ჯანმრთელობას.
მშვილდოსანი. სიმართლე იმაზე, რაც თქვენს სულში ხდება და რასაც გაუგებარი მიზეზების გამო ასე ჯიუტად მალავთ, შეიძლება გამჟღავნდეს ყველაზე შეუფერებელ მომენტში. საუკეთესო სტრატეგია ამ დღისთვის საყოფაცხოვრებო საქმეებით დაკავება და ოჯახზე ზრუნვა იქნება.
თხის რქა. დღეს თხის რქებს არაჩვეულებრივი დღე ელით იმისათვის, თავიანთი კარიერას პერსპექტიული მომავალი შეუქმნან და მიაღწიონ ძალიან, ძალიან ბევრს. დღეს შეგიძლიათ ჩვეულ დამღლელ საქმეზე უარი თქვათ და მეგობართან ერთად ჭიქა სასმელზე იფილოსოფოსოთ. სწორედ დღეს შეგიძლიათ გაიხსნათ. თუ არსად წასვლა არ გინდათ, წაიკითხეთ კარგი წიგნი.
მერწყული. ყველაფერზე კარგად დაფიქრება და აწონ-დაწონა ღირს, სანამ სარისკო წინადადებას დათანხმდებოდეთ. თქვენს სიფრთხილესა და ინტუიციაზე იქნება თქვენი მომავალი დამოკიდებული. და ნუ ენდობით შემთხვევით შეხვედრებს.
თევზები. ამ დღეს შეიძლება მოგიწიოთ სხვადასხვა დამღლელი საქმეების კეთებამ. დაასრულეთ ძველი საქმეები. მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალს. უფრთხილდით აზარტულ თამაშებს და სხვადასხვაგვარ გასართობებს. სასურველია საღამო ოჯახურ წრეში გაატაროთ.
ავტორი: ემილი
2021-08-09.
წყარო
|