ვერძი. ვერძებისათვის დღევანდელი დღე ხელსაყრელი იქნება. დილიდანვე ხელმძღვანელების მხრიდან შექება გელით. საღამოს რომანტიკული განწყობა მთლიანად დაგიპყრობთ.
კურო. დღევანდელი დღე ყველაზე ნეგატიურ ტენდენციებს მოგიტანთ. საკუთარი სისუსტეების აყოლით პრობლემები შეგექმნებათ. კარიერულ ან ფინანსურ სფეროში პოზიტიური შედეგები არაა მოსალოდნელი. დღეს არავის ენდოთ, უმჯობესია მხოლოდ საკუთარი ინტუიციის იმედად დარჩეთ. ერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებასა და ხორცეულს, - ეს თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.
ტყუპები. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვარსკვლავები წარმატებულ პერიოდს ჩუქნიან. ზოგიერთს ელის ახალი ნაცნობობა ადამიანთან, რომელსაც თქვენი ოცნებების ახდენა შეუძლია. სამსახურეობრივი და საყოფაცხოვრებო საქმეები კარგად წარიმართება. შეგიძლიათ საკუთარი თავი გაანებივროთ ახალი ნვითებით. ფინანსურ სფეროში სტაბილურბაა მოსალოდნელი, პირად ცხოვრებაში კი ახალი ამურული ნაცნობობა გელით.
კირჩხიბი. დღეს აქტიური ქმედებები შედეგებს მოგიტანენ. განდევნეთ ეჭვები და მთელი ძალები მიმართეთ დასახული მიზნის მისაღწევად. თქვენ შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ ახალ საქმეს და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. კარგი დღეა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად და სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად.
ლომი. საინტერესოა, ბოლოს როდის გამოუტყდით საყვარელ ადამიანს სიყვარულში. დღეს შეეცადეთ ეს გამოთქვით ჩვეულებრივზე რაც შეიძლება ხშირად და თქვენს გარშემო ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.
ქალწული. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მერყეობს. ყველა გეგმა ხვალისთვის გადადეთ, რადგან მოსალოდნელია კონფლიქტები სამსახურშიც და ოჯახშიც. არ გაწყენდათ კარგი დასვენება.
სასწორი. დაძაბული პერიოდი გელით. ბევრი საქმის დაწყება მოგიწევთ, როგორც იტყვიან, სუფთა ფურცლიდან. უმჯობესია მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი იქონიოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო მოულოდნელობები შეიძება მოხდეს.
მორიელი. კიდევ ერთი არასასიამოვნო დღე ელით მორიელებს. შეიძლება შეეჩეხოთ ძალადობას ან აგრესიას. ძლიერმა ემოციებმა ან სხვისმა გავლენამ შესაძლოა სრულებით დაგიპრყოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე, გონიერება და თავშეკავება. არ ღირს ღამით სეირნობა და ახალი ნაცნობობის გაჩაღება.
მშვილდოსანი. ნებისმიერი საუბარი დღეს შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს. ნუ აჰყვებით პროვოკაციას და სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ადგილას. უარი თქვით ალკოჰოლზე და ზომიერად იკვებეთ. დღე საერთოდ არაა შესაფერიისი რომენტიკული შეხვედრისა და სექსისთვის.
თხის რქა. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა სწორედ დღეს მოახერხოთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულება. და თუ ბედი ამ დღეს გამოცას მოგიწყობთ, შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გამარჯვება თქვენს მხარეს იქნება. შეეცადეთ სამსახურში ერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს. შესაძლოა თქვენს გარემოცვაში შურიანები იყვნენ.
მერწყული. სწორედ დღეს თქვენ შეძლებთ წარმატებული კომერციული ოპერაციის განხორციელებას. სავარაუდოდ ამ დღეს სასიამოვნო ამბავს შეიტყობთ, რას ბევრ რამეზე იმოქმედებს და ძირ-ფესვიანად შეცვლის არსებულ მდგომარეობას. ამ დღეს შეეცადეთ მიხედოთ თქვენს გეგმებს, საქმეებს, კონტაქტებს. პირად ცხოვრებაში კი წვრილმანი უსიამოვნებებია მოსალოდნელი, რაც პარტნიორის მხრიდან თქვენი მსოფმხედველობის უარყოფას უკავშირდება.
თევზები. ამ ნიშნის წარომადგენლებისთვის დღე ორმაგად წინააღმდეგობრივია. დღეს ან სიტუაციის მფლობელი გახდებით ან პირიქით, სხვებზე - ნათესავებზე ან პარტნიორებზე იქნებით დამოკიდებული. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეძლებთ საჭირო გადაწყვეტილების მიღებას. დაუთმეთ ცოტაოდენი დრო მშობლებს და მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას.
ავტორი: ემილი
2021-08-20
წყარო |