მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. რა ვუყოთ არარეალიზებულ შესაძლებლობებს? გამოსავალი არის. დასაწყისისთვის, მაგალითად, შეადგინეთ თქვენთვის საინტერესო, პერსპექტიული დაწესებულებების სია, სადაც ისურვებდით დასაქმებას და დააგზავნეთ საკუთარი რეზიუმე (СV). დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივათ. თქვენ მხოლოდ სცადეთ.

კურო. ვარსკვლავები საკუთარი თავის შეცნობისა და შინაგან სამყაროში ჩასაღრმაველად განგაწყობენ. გაიხსენეთ წარსული, შეაფასეთ აწმყო და იქნებ დაინახოთ მომავალიც. ასევე კარგია ამ დღეს დიეტისა და შიმშილობის დაწყება. ძალიან საზიანოა დღეს ალკოჰოლი პატარა დოზითაც კი. მოსალოდნელია გართულებები გულთან დაკავშირებით.

ტყუპები. დაიწყეთ ცხოვრება ახალი ფურცლიდან: დაივიწყეთ წყენები, გაისტუმრეთ ვალები, აპატიეთ მწყენინებელს და თქვენ თავად ნახავთ როგორ დალაგდება და თავის ადგილზე დადგება ყველაფერი. დაუთმეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით გულსა და თვალებს. საღამო მშობლებთან გაატარეთ. მათ ძალიან ესაჭიროებათ თქვენი ყურადღება.

კირჩხიბი. ხელსაყრელი დღეა. კირჩხიბებს დღეს ბედი გაუღიმებთ. მათ ოცნებას ახლო მომავალში განხორციელება უწერია. მატერიალური მდგომარეობა დასტაბილურდება. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში სრული ურთიერთგაგება გელით. დაკავდით თქვენთვის საყვარელი საქმიანობით. ასევე დაუთმეთ ყურადღება ბავშვებსა და ხანშიშესულ მშობლებს.

ლომი. მსგავსი ცხოვრების წესი ნამდვილად არაა სათქვენო! აიღეთ შვებულება და გაემგზავრეთ თბილ ქვეყნებში. გააკეთეთ ყველაფრი, რომ კვლავ დაუბრუნოთ საკუთარ თავს მხნეობა და ენერგია. კარგი იქნებოდა სპორტით დაკავება, სპორტულ დარბაზში სიარული.

ქალწული. ამ დღეს თქვენი ფინანსური საკითხი თავისთავად უნდა მოგვარდეს. პროფესიულ საქმიანობაში შესაძლებელია მცირეოდენი ცვლილებები. შეეცადეთ ერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს სამსახურში. და თუ ვინმე მაინც შეძლებს კამათში თქვენს ჩართვას, ნუ აუწევთ ხმას. ფრთხილად იყავით გზაზე. არსებობს სხვადასხვა სახის ტრავმების მიღების საშიშროება.

სასწორი. ნუ შეეცდებთ თქვენი და სხვისი საქმეები ერთდროულად მოაგვაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღლებით და დეპრესია მოგერევათ. უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზანი თუ კარიერული წინსვლა გინდათ. თვალ-ყური გეჭიროთ ფულზე. შესაძლებელია ის მოგპარონ ან უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ.

მორიელი. ძალიან დაძაბული დღე გელით. ენერგია მოზღვავებული გექნებათ, მაგრამ ჭარბი შინაგანი ენერგია შესაძლოა თქვენთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს. მოსალოდნელია ჩხუბი ეჭვიანობის ან შელახული სიამაყის ფონზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ამ დღეს უძრავი ქონება საჭიროებს, - არსებობს ძარცვის ან ხანძრის საშიშროება.

მშვილდოსანი. ხელსაყრელი დღეა საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად ან უბრალოდ სახლში რემონტის დასაწყებად. ასევე ხელსაყრელი იქნება შენაძენიც და სახლში განლაგების შეცვლაც. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები შეიძლება შეხვდნენ ადამიანს, რომელთანაც მომავალში სერიოზულ ურთიერთობას დაამყარებენ.

თხის რქა. ძალიან წარმატებული დღეა გარდერობის გასაახლებლად და გარეგნობის შესაცვლელად. შეიძლება დაიწყოთ აქტიური მუშაობა თქვენი დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისათვის, ასევე ახლობელ ნათესავებთან ურთიერთბების მოსაგვარებლად. დღეს ურთიერთობები აღსავსე იქნება რომანტიკით.

მერწყული. მიუძღვენით დღევანდელი დღე საკუთარ თავს. გააკეთეთ ის, რისი გაკეთების სურვილიც გაქვთ, ან რის უფლებასაც დიდი ხანია საკუთარ თავს არ აძლევდით. შეიარეთ სილამაზის სალონში, დაკავდით საყიდლებით, ეწვიეთ კინოს, თეატრს, კონცერტს. მთავარია არ დაჯდეთ სახლში მარტო. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპრესია შემოგიტევთ, რისგანაც თავის დაღწევა ძალიან გაგიჭირდებათ.

თევზები. დაისვენეთ და მოდუნდით. გააკეთეთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. ყურადღებით იყავით ახლობელი ადამიანების მიმართ. მათ ძალიან სჭირდებათ თქვენი ყურადღება. საღამო შეგიძლიათ გაატაროთ საყვარელ ადამიანთან ერთად რომელიმე მყუდრო რესტორანში ან კაფეში. დღეს მოსალოდნელია გული შეგიფრთხილადეთ ან წნევა დაგეცეთ.

 

ავტორი: ემილი.

2021-09-04.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO