ვერძი: ამ ნიშნის წარმომადგენლები სერიოზული პრობლემებისთვის უნდა მოემზადოთ. მოსალოდნელია ურთიერთგაგების გართულება ოჯახში, ასევე ავადმყოფობის გამწვავება, რომელსაც დიდი ხანია აღარ შეუწუხებიხართ. შეეცადეთ ამ დღეს არ ჩადოთ ფული საქმიან გარიგებაში და კომპენსირება გაუკეთეთ ოჯახში უყურადღებობას. დღეს ინტუიცია და სიტყვამახვილობა გამოგადგებათ. შეეცადეთ მოაწყოთ ერთობლივი ოჯახური დასვენება ბუნებაში.
კურო. კარგი დღეა განმარტოვებისა და ფიქრისათვის. თავი შორს დაიჭირეთ დამღლელი სამუშაოსა და მწვავე კამათისაგან. შეეცადეთ ცდუნებას მოერიოთ. არ ღირს დაპირებების მიცემა - მათ შესრულებას ვერ შეძლებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საკვები პროდუქტების არჩევისას, რათა მოწამვლა აიცილოთ თავიდან.
ტყუპები. შეგიძლიათ მშვიდად იზეიმოთ გამარჯვება. დღეს დაასრულებთ ყველა საქმეს, რომლებიც კვირის ბოლოსთვის დაგეგმეთ. ასე, რომ საღამოს შეგიძლიათ ამის აღსანიშნავად ჭიქა ღვინოც შესვათ, როგორც ჯილდო დამსახურებისათვის.
კირჩხიბი. არიან ადამიანები, რომელთა სულშიც მზე ბუდობს. მისი სხივები ჩანს მათ თვალებში, ღიმილსა თუ ქცევებში. როდესაც ასეთი ადამიანების გვერდით ხართ, სითბოს გრძნობთ, მაშინაც კი თუ ფანჯრებს მიღმა სიცივეა. შეეცადეთ ასეთ ადამიანებთან ახლოს იყოთ. ისინი ყოველთვის გაგათბობენ და დაგეხმარებიან.
ლომი. ამ ნიშნის წარმომადგნელებისთვის მოდუნების დროა. თუ მთელი დღეების მანძილზე შრომობთ, გამონახეთ დრო სიზარმაცისთვის. მაგალითად, უბრალოდ წამოწექით დივანზე და უყურეთ ტელევიზორს ან კარგი წიგნი წაიკითხეთ.
ქალწული. მედიტაცია, მშვიდი მუსიკა და თბილი აბაზანა დაგეხმარებოდათ მოდუნებასა და სულიერი სიმშვიდის აღსადგენად. შეეცადეთ დღეს ერიდოთ დაძაბულობასა და ნერვიულობას.
სასწორი. ხელსაყრელი დღეა როგორც აქტიური დასვენების, ასევე ფიზიკური აქტივობის, სეირნობისა და ახალი ადამიანების გაცნობისათვის. კარგი დღეა სახლში რემონტის დასაწყებად, დიდი ხნის ნაოცნებარი მომგებიანი შენაძენისთვის. შეეცადეთ დაუთმოთ დრო ოჯახს. გაახარეთ ახლობელი ადამიანები საჩუქრებით ან უბრალოდ გაისეირნეთ მათთან ერთად.
მორიელი. შენარჩუნდება დაძაბულობა ფინანსებთან დაკავშირებით და ასევე ურთიერთობებში თანამშრომლებთან და მეორე ნახევართანაც კი. აბა, როგორ იმხიარულებთ თუ არც სამსახურში გრძნობთ დაფასებას და არც ოჯახში.
მშვილდოსანი. შეეცადეთ გადადოთ ყველა საქმე და კარგად დაისვენოთ. კარგი დღეა ქაღალდების, საქმეების მოსაწესრიგებლად, სახლისათვის რემონტისა თუ კეთილმოწყობის სამუშაოების მოსაგვარებლად. შეეცადეთ ამ დღეს თავი შეიკავოთ ცხოველის ან საოჯახო ტექნიკის შეძენისაგან. წარმატებული დღეა რომანტიკული შეხვედრისათვის, რაც დიდხანს სამახსოვროდ დაგრჩებათ.
თხის რქა. შეეცადეთ ამ დღეს განმარტოვდეთ და საკუთარ ცხოვრებაზე იფიქროთ. შეიარეთ ეკლესიაში, აღსარება თქვით. გაისტუმრეთ ვალები, გაეცით მოწყალება და მაშინვე უკეთ იგრძნობთ თავს, დაგიბრუნდებათ ძალები და სიცოცხლის ხალისი.
მერწყული. მერწყულებისთვის დღის პირველი ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება აღსავსე. თქვენს სახეს ღიმილი დაამშვენებს, სულს - კარგი განწყობა. დღის მეორე ნახევარში შეეცდებიან ის გაგიფუჭონ. ვინ? - ადამიანები, რომელთაგანაც ამას არ მოელით.
თევზები. ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა დღეს შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდეთ, რასაც კარგად შეგიფასებენ. შესაძლოა მეგობრებმა თხოვნით მოგმართონ. შეეცადეთ მათ დაეხმაროთ. ამ ნიშნის მარატოხელა წარმომადგენლებს დღეს ელით შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც მომავალში სერიოზული ურთიერთობა შეიძლება ააწყოთ. შეეცადეთ ერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს სამსახურში. სავარაუდოდ თქვენს გარემოცვაში მოშურნეებიც არიან.
ავტორი: ემილი.
2021-09-11.
წყარო |