მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დღეს მოგიწეევთ სასწრაფოდ გადახედოთ თქვენს ფინანსურ გეგმებს. შესაძლოა სათანადოდ ვერ შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და გადააჭარბეთ. ფრთხილად იყავით დიდი შენაძენის გასაკეთებლად კრედიტის აღების ან ნათესავებისგან ფულის სესხებისას. კიდევ ერთხელ აწონ-დაწონეთ ყველაფერი. კარგი იქნება თუ საღამოს სახლში, ოჯახურ წრეში გაატარებთ.

კურო. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს ბედის მოულოდნელი შემობრუნება ელის, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს საქმიანობის სფეროსთან, საცხოვრებელი ან დასასვენებელი ადგილის გამოცვლასთან. შემოქმედებითი უნარები მოგემატებათ. მარტოხელა კუროები შეხვდებიან ადამიანს, რომელთანაც მომავალში რომანტიკულ ურთიერთობას გააბამენ.

ტყუპები. ხელმძღვანელები აუცილებლად დააფასებენ თქვენს ენთუზიაზმსა და თავდადებას. ხმამაღლა გამოთქვით თქვენი იდეები. მოგეცემათ კარიერული წინსვლის არაჩვეულებრივი შანსი.

კირჩიბი. დღეს ენერგიის ნაკლებობა გექნებათ. არაა გამორიცხული გაუგებრობები პარტნიორებთან ურთიერთობებში, რის შედეგდაც საქმე შეფერხდება. მამაკაცი კირჩხიბებისთვის არაა რეკომენდირებული ახალი საქმის დაწყება. რადგან არ არის გამორიცხული, რომ გეგმა, რომელიც ერთი შეხედვით პერსპექტიული ჩანდა, გადახედვას საჭიროებდეს. არ ღირს უკიდურესობაში გადავარდნა ან სასურველის რ4ეალობად აღქმა. პირად ცხოვრებაში გართულებები გელით, რაც იმედგაცრუებას მოგიტანთ.

ლომი. თქვენ მოგეჩვენებათ, რომ ყველა თქვენს წინააღმდეგაა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს. თუ თავს ხელში აიყვანთ და ფხიზელი გონებით შეხედავთ სიტუაციას, შესაძლოა უბედურების თავიდან აცილებაც შეძლოთ. ასევე სიფრთხილე გმართებთ ფულთან დაკავშირებით: ნუ გაასესხებთ და ნურც ისესხებთ.

ქალწული. იყავით თამამი და გარისკეთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ხელმძღვანელობა ბოლოს და ბოლოს სათანადოდ შეგაფასებთ. ასევე მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რაც მომავალში თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. საღამოს საყვარელი ადამიანისაგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ხელსაყრელი პერიოდია ჩასახვისათვის.

სასწორი. კარგი დღეა განმარტოვებისა და ფიქრისათვის. თავი შორს დაიჭირეთ დამღლელი სამუშაოსა და მღელვარე კამათისაგან. მოერიეთ ცდუნებას. არ ღირს დღეს დაპირებების მიცემა - მათ შესრულებას ვერ შეძლებთ. საკვებით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად ფრთხილად იყავით პროდუქტების არჩევისას.

მორიელი. კარგი დღეა ურთიერთობების მოსაგვარებლად იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენთვის სულ ერთი არაა. ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ ნერვული სტრესის მოსახსნელად. ერიდეთ ამ დღეს აზარტულ თამაშებს და ხალხმრავალ ადგილებს.

მშვილდოსანი. ნუ შეეწინააღმდეგებით და იცურეთ დინების მიმართულებით. ეს თქვენთვის საჭირო ნაპირთან მიგიყვანთ. ბედმა დღეს მრავალი სიურპრიზი მოგიმზადათ. ასე, რომ, მოემზადეთ! კარგი იქნება თუ საღამოს ოჯახურ წრეში გაატარებთ. თქვენ ხომ მათთან ძალიან იშვიათად ხართ.

თხის რქა. თხის რქები შეძლებენ დღეს სამსახურში ისეთ შედეგებს მიაღწიონ, როგორზეც არც კი ოცნებობდნენ. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი მომგებიან წინადადებას მიიღებს, რაც ფინანსურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. ამ დღეს თამამად შეგიძლიათ სხვადასხვა სახის შენაძენი გააკეთოთ, ან დაგეგმოთ მოგზაურობა.

მერწყული. გინდათ, რომ თქვენს გარშემო ცხოვრება ჩქარი ტემპით მიედინებოდეს. რომ ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ცვლიდნენ ერთმანეთს. რომ გარშემო  ყველაფერი გასაოცრად ლამაზი იყოს. სურვილი ცუდი არაა, მაგრამ ამისთვის უნდა იზრუნოთ კიდეც. და არ დაგავიწყდეთ სიფრთხილის შესახებ.

თევზები. დღეს საინტერესო და მომგებიანი წინადადება გელით. მაგრამ არ იჩქაროთ დათანხმება, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და მოიფიქრეთ. სიტუაცია შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს. ამიტომაც მზად იყავით გადაწყვეტილების სწრაფად მისაღებად და თქვენი გეგმების შესაცვლელად. 

 

ავტორი: ემილი.

2021-09-12.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO