ვერძი. დღეს ყველა შეეცდება თქვენს წყობილებიდან გამოყვანას. მაგრამ თუ შეძლებთ საკუთარი თავის ხელში აყვანას და პროვოკაციას არ წამოეგებით, დიდ უსიამოვნებებს აირიდებთ თავიდან. დღის მეორე ნახევარში შეიარეთ ექიმთან და გაესინჯეთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყურადღებით ყოფნა გმართებთ.
კურო. დიდი ხანია რაც სტომატოლოგთან არ ყოფილხართ? დღეს ეწვიეთ მას და შეიმოწმეთ კბილები. შეეცადეთ ეს ვიზიტი არ გადადოთ.
ტყუპები. დილიდანვე რაღაც შიშები გაგიჩნდებათ. დევნის მანია - ეს იმდენად სერიოზული მომენტია, რომ არ ღირს მისი უყურადღებოდ დატოვება. დაფიქრდით ღირს თუ არა ამ საბაბით ნერვიულობა.
კირჩხიბი. ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს დღეს გართულებები ელით მეგობრებთან და პარტნიორებთან უერთიერთობებში. მოგეთხოვებათ ყურადღებით ადევნოთ თვალ-ყური შეთანხმების შესრულების პროცესს, გამოავლინოთ სიბრძნე და ტაქტიანობა. თუ ამ წესების დაცვას შეძლებთ, დღე სავსებით ხელსაყრელი აღმოჩნდება თქვენთვის. ამ დღეს შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიმყაროთ ავტორიტეტი.
ლომი. საყვარელ ადამიანთან ურთერთობებში წარმატება გარდაუვალი იქნება. ლომებს დღეს ეძლევათ მყარი ოჯახის შემქნის ბრწყინვალე შესაძლებლობა.
ქალწული. დღის პირველ ნახევარში ძალიან მარტივი იქნება თქვენით მანიპულირება და მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვინც ამით სარგებლობას შეეცდება. იყავით ყურადღებით! დღის მეორე ნახევარი მშვიდად და ზომიერად ჩაივლის. კარგი იქნება თუ ალკოჰოლზე უარსი იტყვით. ამას გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება.
სასწორი. ვარსკვლავები თვითანალიზისა და საკუთარი შინაგანი სამყაროს შეცნობისათვის განგაწყობენ. გაიხსენეთ წარსული, გაიაზრეთ აწმყო და დაფიქრდით მომავალზე. ასევე კარგია დღეს შიმშილობისა და დიეტის დაწყება. ალკოჰოლი ძალია საზიანოა პატარა დოზითაც კი. მოსალოდნელია გულთან დაკავშირებული გართულებები.
მორიელი. დღეს პირველ რიგში თქვენთვის ახლობელ ადამიანებზე დაფიქრდით. გადადეთ ყველა საქმე და მთელი დღე შინაურებს დაუთმეთ.
მშვილდოსანი. კარგი დღეა საუბრებისა და ცოდნის მისაღებად. შეაგროვეთ და გაიაზრეთ ინფორმაცია, დაისახეთ გეგმები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. წარსული პრობლემების შემობრუნებამ არ შეგაშინოთ. ამჯერად მარტივად და შეძლებთ მათგან თავის დაღწევას და თანაც სამუდამოდ.
თხის რქა. სამსახურში პოზიციის გასამყარებლად შრომა მოგიწევთ. დასრულეთ ყველა დაუსრულებელი საქმე და თუ არის საშუალება, სხვებსაც დაეხმარეთ. ერთი სიტყვით, დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ.
მერწყული. თუ წვრილმანებზე არ მოცდებით და საკუთარ ძალებს ირწმუნებთ, ბევრის მიღწევას შეძლებთ. ამ დღეს შეიძლება აისრულოთ ყველაზე თამამი ფანტაზიებიც კი. ხელსაყრელი პერიოდია შიმშილობისა და დიეტის დასაწყებად. რომანტიკული პაემანისაგან კი უმჯობესია თავი შეიკავოთ.
თევზები. ცხოვრების ასეთი რიტმი აშკარად არაა სათქვენო! აიღეთ შვებულება და გაემართეთ თბილი ქვეყნებისკენ. გააკეთეთ ყველაფერი, რათა კვლავ დაიბრუნოთ ენერგია და ძალები. კარგი იქნებოდა სპორტით დაკავება, სპორტულ დარბაზში სიარული.
ავტორი: ემილი.
2021-09-25.
წყარო |