ვერძი. დღეს შესაძლოა სააშკარაოზე გამოვიდნენ პრობლემები, რომლებიც ბოლო პერიოდში მწიფდებოდნენ და რაზეც ყურადღებას არ ამახვილებდით. მაგრამ თუ შეეცდებით ფხიზელი გონებით შეაფასოთ სიტუაცია ან მეგობრებს სთხოვთ დახმარებას, სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვლება. ოჯახში მოსალოდნელია მცირედი უსიამოვნებები და ჩხუბი.
კურო. მოქმედებისა და ოცნების რეალიზების დროა. ნუ იზარმაცებთ და ყველაფერი გამოგივათ. გარდა ამისა, ეწვიეთ ექიმს და გაესინჯეთ. ასევე კარგი დღეა შიმშილობისა და დიეტის, გამაახალგაზრდავებელი პროცედუების დასაწყებად.
ტყუპები. თუ ადრე გრცხვენოდათ ან უბრალოდ, არ გინდოდათ ახლობელი ადამიანების, მეგობრების, ნაცნობების შეწუხება, დღეს დროა და საჭიროცაა მათ დახმარებისათვის მიმართოთ. ისინი სიხარულით დაგეხმარებიან. ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართება.
კირჩხიბი. ყველაზე შეუფერებელ მომენტში შეიძლება გაირკვეს სიმართლე იმაზე თუ რა ხდება თქვენს სულში და რაზეც გაურკვეველი მიზეზების გამო, სდუმხართ. ამ დღისთვის საუკეთესო სტრატეგია საყოფაცხოვრებო საქმეებისა და ოჯახისათვის თავის მიძღვნა იქნება.
ლომი. ამ ნიშნის წარომადგენლებს ვარსკვლავები ყურადღებით ყოფნას ურჩევენ. მოსალოდნელია კატასტროფები და ავარიები. შეეცადეთ იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, რადგან ამ დღის ავადმყოფობას შესაძლოა სავალალო შედეგები ჰქონდეს. არ გასცეთ სესხი, მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. დაუთმეთ ყურადღება ხანში შესულ მშობლებსა და ბავშვებს. სიზმარი ნეგატიური ინფორმაციის შემცველი იქნება.
ქალწული. რწმენა იმისა, რომ მეტი შეგიძლიათ, დაგეხმარებათ იშრომოთ ჩვეულზე უფრო თავდაუზოგავად. შეეცადეთ ვალები (კრედიტები) გაისტუმროთ. ამ დღეს მცირე დოზით გექნებათ შემოქმედება და სიყვარული.
სასწორი. კარგი დღეა შეხვედრების, პაემანისა და წვეულებებისათვის. უამრავ საინტერესო და თქვენთვის გამოსადეგ ადამიანს შეხვდებით. ნუ მოგერიდებათ, მათთან ნაცნობობა აუცილებლად გამოგადგებათ. ასევე რეკომენდირებულია სალონში ვიზიტი და საკუთარ თავზე ზრუნვა. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. თქვენ ბევრი რამ გექნებათ განსახილველი.
მორიელი. მოელიებს ძალების დაზოგვა მართებთ. მოსალოდნელია თანამშრომლებთან და ხელმაძღვანელებთან კამათი. შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ნუ გაამწვავებთ სიტუაციას. ასევე გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არსებობს ძველი დაავადების გამწვავების საშიშროება. არ გასცეთ სესხი. მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ.
მშვილდოსანი. მშვილდოსნებს შესაძლოა დღეს განწყობა გაგიუარესდეთ და თავი ცუდად იგრძნოთ. ამ დღეს თქვენი აზრები მუქი და ბნელი იქნება.
თხის რქა. მონანიების, სულიერი განწმენდისა და მკურნალობის დღეა. თუ მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება გსურთ, ეს სხვა დღისთვის გადადეთ, რადგან ამ დღეს ფინანსური დანაკარგი და ტყუილი გელით. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისა და შემოქმედებითი სამუშაოსთვის, ასევე სამოგზაუროდ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. თქვენთვის კარგი იქნება ხალხური მედიცინით მკურნალობა.
მერწყული. მერწყულებ დღევანდელი დღის ძველ მეგობრებთან ერთად გატარება ელით. სამაგიდო თამაშები, ცოტაოდენი სასმელი და ძველი მოგონებები მოდუნებასა და პრობლემების დავიწყებაში დაგეხმარებათ.
თევზები. ამ დღეს ზოგიერთ ფასეულობათა გადაფასება გელით, რაც თქვენს იმიჯსა და ქცევებზე აისახება. ამ დღეს საყვარელ ადამიანს დაუთმობთ და ეს კიდევ უკეთესი იქნება.
ავტორი: ემილი
2021-10-01
წყარო |