ვერძი. ვერძებისთვის სახლის დალაგების დროა. ეს ძალიან წაგადგებათ. უფრო მეტი დაისვენეთ, ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, გაუფრთხილდით გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემას.
კურო. დღეს სასიხარულო ამბავს სწორედ კუროები შეიტყობენ. შეძლებთ რეალურად განახორციელოთ საკუთარი გეგმები. კარგი დღეა სერიოზული შენაძენისათვის. ასევე კარგი დღეა ოჯახურ წრეში დასვენებისთვის. მოინახულეთ ახლობელი ადამიანები ან ბავშვებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ.
ტყუპები. კამათი, გაუგებრობები, სკანდალი... ამ დღეს ეს არ იქნება, რადგანაც საკუთარ თავში დიპლომატის ნიჭს აღმოაჩენთ და მარტივად გამოძვრებით ნებისმიერი რთული სიტუაციიდან. ამიტომაც გაიხსენეთ ყველა, ვისი დარწმუნებაც ჯერ ვერ შეძელით თქვენს სიმართლეში და სწრაფად იმოქმედეთ.
კირჩხიბი. კირჩხიბებისთვის აუცილებელია თავიანთი მტრების შესახებ გაიხსენონ და უფრთხილდნენ მათ მოქმედებებს. მოვლენები, რომლებიც სამსახურში მოხდება, გაიძულებენ კარიერაზე დაფიქრდეთ. შეიკრიბეთ მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში წასასვლელად და დაისვენეთ. სპირტიანი სასმელების მიღება ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
ლომი. არსებობს ასეთი გამოთქმა: ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო. დღეს მოგიწევთ ეს გაიხსენოთ. თქვენი პროფესიონალიზმი და ყველაზე მოულოდნელი სიტუაციიდანაც კი გამოსავლის პოვნის უნარი დაგეხმარებათ ყველა პრობლების გამკლავებაში.
ქალწული. ვარსკვლავები გირჩევენ არ მიიტანოთ გულთან ახლოს პრობლემები, რომლებიც შესაძლოა დღეს დაგატყდეთ თავს. ეს ყველაფერი გაივლის, თუმცა, ამისათვის საკმაო ძალისხმევა დაგჭირდებათ. წარმატებული იქნება ახალ პარტნიორებთან შეხვედრები, რომლებიც არაფორმალურ გარემოში მოხდება. თუ ამ დღეს ფულთან მიმართებაში სიფრთხილეს გამოიჩენთ, მარტივად დაფარავთ თქვენს ხარჯებს და ცოტა ეკომონიასაც შეძლებთ.
სასწორი. ამ დღეს თქვენი კარგი განწყობის გაფუჭებას ვერავინ შეძლებს. ყველაფერი მარტივად და ძალდაუტანებლად გამოგივათ. ოჯახური პრობლემებიც კი თავისთავად მოგვარდება. ისარგებლეთ ამ შანსით. კარგი იქნება თუ საღამოს, წიგნის კითხვით ან სასიამოვნო მუსიკის მოსმენით გართული, სახლში გაატარებთ.
მორიელი. დღეს არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, განსაკუთრებულად მათი, რომლებიც ფინანსებს უკავშირდება, რადგან შესაძლოა სრულიად არასასურველი შედეგები მიიღოთ. გეგმების დასახვა კი შესაძლებელი და აუცილებელიცაა. ნუ შეუშინდებით ემოციების გამოხატვას, დაიცავით საკუთარი შეხედულებები და ნურავის მისცემთ თქვენი შეცდომაში შეყვანის უფლებას. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, რომელიც ოჯახის შექმნისკენ იქნება მიმართული.
მშვილდოსანი. გათავისუფლდით პრობლემებისაგან. თუ თქვენთვის გამოსავლის პოვნა რთულია, დაივიწყეთ სიამაყე და დაელაპარაკეთ მეგობრებს. იქნებ მათ შეძლონ თქვენი დახმარება.
თხის რქა. ეს დღე შეცდომებითა და გაუგებრობებით იქნება აღსავსე, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ურთიერთობებში. ამ დღეს არ დაიწყოთ ახალი საქმე და არ აწარმოოთ მოლაპარაკებები პარტნიორებთან. არ ღირს დაპირებების გაცემა და დოკუმენტებთან მუშაობა. უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას. ერიდეთ ცხიმიან საკვებს და უპირატესობა მიანიჭეთ რძის პროდუქტებს.
მერწყული. ამ დღეს ბევრი სიხარული გელოდებათ. ყველა საქმეს მარტივად და უპრობლემოდ მოაგვარებთ. თქვენს სულში კარგი განწყობა დაისადგურებს, ოჯახში კი - სიმყუდროვე და სითბო.
თევზები. ცვალებადი განწყობის დღეა. შეეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტივი და ნუ დაჰყვებით ცდუნებებს. თქვენ შეძლებთ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისაკენ შემობრუნებას თუ ყველაფერს დაუკვირდებით და სწორ დასკვნებს გააკეთებთ. არ ღირს უმოძრაოდ ყოფნა და სპირტიანი სასმელების მიღება.
ავტორი: ემილი.
2021-10-24.
წყარო |