ვერძი. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. შეეცადეთ არ გადატვირთოთ ორგანიზმი მძიმე საკვებითა და მატონიზირებელი სასმელების დიდი რაოდენობით. პირად ურთიერთბებში სრულყოფა გელით.
კურო. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს ოცნებების ასრულება გელოდებათ, მაგრამ შეეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ თქვენი შანსი. ზოგიერთი კურო დღეს შეხვდება ადამიანს, რომელიც გავლენას მოახდენს არა მარტო საქმიან, არამედ პირად ცხოვრებაზეც. შეეცადეთ ყურადღება დაუთმოთ მშობლებს და მეორე ნახევარს.
ტყუპები. კარგი განწყობა წარმატებული დღის საწინდარია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ფილოსოფიურად მიუდექით ყველაფერს. სიხარულით აკეთეთ კეთილი საქმეები. აჩუქეთ ყურადღება ახლობელ ადამიანებს. ეცადეთ თვალ-ყური ადევნოთ წნევას და გუფრთხილდეთ თვალებს.
კირჩხიბი. ეს დღე წარმატებული იქნება შემოქმედებითი კირჩხიბებისათვის. შესაძლებელია სწორედ დღეს დაკავდეთ საქმით, რომელიც ღირსეულად დაგიფასდებათ. სავარაუდოდ მეგობრები დახმარებისათვის მოგმართავენ. არ გააწბილოთ ისინი. მარტოხელა კირჩხიბები შეხვდებიან ადამიანს, რომელთანაც მომავალში რომანტიკულ ურთიერთობას გააჩაღებენ. არაა გამორიცხული, რომ განაახლოთ ურთიერთობა მათთან, ვისაც დიდი ხნის მანძილზე ვერ ეწყობოდით.
ლომი. თქვენ წაგებას არა ხართ მიჩვეული და ზოგჯერ ეს ხელს გიშლით ცხოვრებაში, თუმცა, არა ამ დღეს - მორიგი აქტიური მცდელობა წარმატებამდე მიგიყვანთ. მარტოხელა ადამიანებისთვის კი, რომლებიც თავიანთ საბედოსთან შეხვედრაზე ოცნებობენ, დიდი ალბათობაა რომანის გაჩაღებისა, რაც ქორწილით დასრულდება.
ქალწული. შესაძლებელია დღეს გაიგოთ ამბავი, რომელსაც დიდი ხანია ელოდით და ეს რადიკალურად შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს შესაძლოა მოუხდეს სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. მანდილოსანი ქალწულებისთვის მოსალოდნელია პარტნიორის გამოცვლა. თუმცა ეს მათთვის ძალიან რთული იქნება. მაგრამ მაინც შეეცადეთ მოიხსნათ დაძაბულობა, ძალები მოიკრიბოთ, თქვენი აზრები და გრძნობები გააწონასწოროთ და მაშინ შეძლებთ სიტუაციის რეალურად შეფასებას. თავი არიდეთ ყველანაირ შეხვედრებს და სტუმრების მოპატიჯებას.
სასწორი. პროფესიულ სფეროში ეს ძალიან მძიმე დღე იქნება, რადგანაც შეცდომები და სხვადასხვაგვარი გაუგებრობებია მოსალოდნელი. ყველა ურთიერთობები მეგობრებთან, პარტნიორებთან თუ ახლობელ ადამიანებთან, სიმყარის შესამოწმებლად გამოცდას გაივლიან. არ ღირს ახალი პროექტებისა და მოლაპარააკებების გაფორმება, რადგან ეს ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს. თუ პრობლემები ან შეუსრულებელი ვალდებულებები დაგიგროვდათ, აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ მოგვარება. შეეცადეთ ძალები მოიკრობოთ და წვრილმანებზე ენერგიას ნუ დახარჯავთ.
მორიელი. თქვენ ერთ ადგილას გაჩერება გაგიჭირდებათ. გაგიჩნდებათ ბევრი რამის შეცვლის სურვილი. ნოვატორული ლტოლვა პირველ რიგში საქმეებზე აისახება. შეიძლება განიხილოთ ზოგიერთი გეგმა სამომავლოდ.
მშვილდოსანი. ნებისმიერი ურთიერთობა დღეს კონფლიქტამდე მივა. ნუ აჰყვებით პროვოკაციას და სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ადგილებში. ზომიერად იკვებეთ და უარი თქვით ალკოჰოლზე. აფსოლიტურად შეუფერებელი დღეა რომანტიკული შეხედრისა და სექსისთვის.
თხის რქა. შეეცადეთ დღეს ყველა საქმე გადადოთ და უბრალოდ კარგად დაისვენოთ. კარგი დღეა ქაღალდების მოსაწესრიგებლად, საქმეებისთვის, რემონტისა და კეთილმოწყობის წამოსაწყებად. თავი შეიკავეთ ცხოველის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისაგან. წარმატებული დღეა რომანტიკული შეხვედრისათვის, რაც დიდხანს მოსაგონებლად დაგრჩებად.
მერწყული. კარგი დღეა ცხოვრებისეული გზის ანალიზისა და დასკვნების გამოსატანად. გაისტუმრეთ ვალები, აპატიეთ წყენები, თავიდან მოიშორეთ ძველი, არასაჭირო ნივთები და გათავისუფლდით კავშირებისგან, რომლებიც წინსვლის საშუალებას არ გაძლევთ. იყავით მომთმენი, გამოიჩინეთ თანაგრძნობა და ყურადღება. დაიცავით კვების ვეგეტრიანული წესი.
თევზები. დაისვენეთ ოჯახთან ერთად. თუ დაჩა გაქვთ, ეს საუკეთესო ადგილი იქნება დღევანდელი დღის გასატარებლად. თუ არა გაქვთ, ბუნებაში მოაწყვეთ პიკნიკი. აქტიური დასვენება სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და შეგმატებთ ძალებს პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც მომავალში გექნებათ.
ავტორი: ემილი.
2021-10-30.
წყარო |