ვერძი. ვერძებს სწორედ დღეს ეძლევათ შესაძლებლობა ფრთები შეასხან დიდი ხნის ოცნებას საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი.
კურო. ვარსკვლავები ცხოვრებაში წარმოუდგენელ მოვლენებს გიწინასწარმეტყველებენ, რამაც შესაძლებელია თქვენი მსოფლმხედველობა შეცვალოს. ასევე სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. თუ ავტომობილის მფლობელი ხართ, უმჯობესია ამ დღეს საჭესთან არ დაჯდეთ.
ტყუპები. ახალი ძალებით გაბედულად შეუდექით სამუშაოს. მიენდეთ ინტუიციასა და შინაგან ხმას - ის თქვენ არ დაგაღალატებთ. ნუ აჰყვებით თანამშრომელთა მხრიდან კონფლიქტებსა და პროვოკაციებს. უმჯობესია ყველაფერი ხუმრობაში გადაიტანოთ და არ გაასერიოზულოთ. მიაქციეთ ყურადღება კვებას. მოსალოდნელია მოწამვლა. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად.
კირჩხიბი. მთელი დღის განმავლობაში ნერვულ აღგზნებადობას იგრძნობთ. მოსალოდნელია სხვადასხვა სახის დაავადებათა გამწვავება, ამიტომ კარგი იქნება თუ ამ დღეს სახლში გაატარებთ. განწყობის მკვეთრი ცვლილებების გამო მოსალოდნელია იმუნიტეტის დაქვეითება.
ლომი. ზოგიერთი ლომი დღეს საინტერესო ფინანსურ წინადადებას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ქონებას. ეს ძალიან ხელსაყრელი დღეა რომანტიკული შეხვედრისათვის და შინაური ცხოვრელის შესაძენად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მრავალ სასიამოვნო და დაუვიწყარ მომენტებს გაჩუქებთ.
ქალწული. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობის დგომარეობას. ის შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს. ეწვიეთ ექიმს გეგმიური შემოწმებისათვის. საქმეში დღეს პასიური იქნებით. დასრულეთ ძველი საქმე და კარგი იქნება თუ არ დაიწყებთ ახალს. შეძლებისდაგვარად განმარტოვდით და ასე გაატარეთ დღე.
სასწორი. ბევრ სასწორს დღეს ცხოვრებაში იმედგაცრუება, ან მცდარი დაპირებების მოსმენა მოუწევს. მაგრამ არ ღირს ძალიან ნერვიულობა ან კოშკების აგება. უმჯობესია საღად შეაფასოთ რეალობა. რაც შეიძლება კრიტიკულად შეაფასეთ საკუთარი საქციელი. ერიდეთ ამ დღეს ახალ ნაცნობობას. ასევე გამოიჩინეთ თავშეკავება საუბრისას.
მორიელი. თუ რთული არჩევანის წინაშე დგახართ - კარიერაში ან პირად ცხოვრებაში, - ნურაფერს გადაწყვეტთ ცხელ გულზე და ნუ მოიჭრით უკან დასაბრუნებელ გზას. მოითმინეთ რამდენიმე დღე, დაელოდეთ მოვლენებს განვითარდეს თქვენი მონაწილეობის გარეშე. როგორც იტყვიან, მიუშვით სადავეები.
მშვილდოსანი. ვარსკვლავები თვითანალიზისა და საკუთარი შინაგანი სამყაროს შეცნობისაკენ მოგიწოდებენ. გაიხსენეთ წარსული, გაიაზრეთ აწმყო და იქნებ მომავლის დანახვაც შეძლოთ. ასევე კარგია დღეს დიეტის ან შიმშილობის დაწყება. ალკოჰოლი მავნებელი იქნება მცირე დოზითაც კი. მოსალოდნელია გულთან დაკავშირებული გართულებები.
თხის რქა. არსებობს ასეთი გამონათქვამი: კარს იმას უღებენ, ვინც აკაკუნებსო. დღეს ამის გახსენება მოგიწევთ. თქვენი პროფესიონალიზმი და მოულოდნელი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის უნარი ყველა პრობლემისაგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.
მერწყული. სავარაუდოდ ამ დღეს თქვენი შეუპოვრობისა და არასტანდარტული აზროვნების წყალობით სანუკვარი ოცნება აგისრულდებათ. თავად იქნებით სასიამოვნოდ გაოცებული. იმოქმედეთ სწრაფად და გადაჭრით. ნუ დაკარგავთ დროს ეჭვებსა და რჩევებზე მეგობრებისა თუ თანამშრომლებისაგან. საღამოს რომანტიკულ შეხვედრაზე დაგპატიჟებენ.
თევზები. ემოციურად ნეიტრალური დღე გელით. საბოლოო ჯამში კმაყოფილი იქნებით დღევანდელი მოვლენებით. პოზიტიური შემოქმედებითი საუბრის სურვილი გაგიჩნდებათ როგორც თანამშრომლებთან, ასევე ოჯახში. ძალიან გარგებთ საღამოს გასეირნება.
ავტორი: ემილი.
2021-11-10.
წყარო
|