ვერძი. დღეს წარმოშობილი პრობემების მთავარი მიზეზი ახლობელ ადამიანებთან უთანხმოებები და განხეთქილებები იქნება. სისულელეები რომ არ ჩაიდინოთ, ერიდეთ კამათს.
კურო. სავარაუდოდ სტაბილური და მყარი ურთიერთობები გელით პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან. ბევრი საქმე და პროექტები იქნება ამ ნიშნის წარმომადგენელთა პრიორიტეტი. დროთა განმავლობაში უფრო წარმატებული ფინანსური პერიოდი გელით. შეეცადეთ ახალ საქმეში არ დააბანდოთ ფული. სიყვარულში შეეცადეთ გაუფრთხილდეთ ადამიანს, რომელიც უკვე გყავთ. რადგან ახალი თაყვანისმცემლის აყოლით, მას დაკარგავთ.
ტყუპები. ამ დღეს ყველა დაწყებული საქმის დასრულებას შეძლებთ. ამაში საკუთარი თავის რწმენა დაგეხმარებათ. სწორედ დღეს გირჩევენ ვარსკვლავები ახალი საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვას, რადგან ეს ძალიან წარმატებული იქნება. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს ახალი ხელშეკრულების გაფორმება ან ბიზნესის ინტერესებისათვის ხანმოკლე გამგზავრება ელის.
კირჩხიბი. კირჩხიბებს დღეს ოჯახური ბიუჯეტის განხილვა და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. მეორე ნახევართან უფრო ალერსიანი იყავით.
ლომი. დღეს შედეგებს აქტიური ქმედებები მოგიტანთ. მოიშორეთ ეჭვები და მთელი ძალები დასახული მიზნის მიღწევისათვის მიმართეთ. თქვენ შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ახალი საქმე და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. კარგი დღეა ოჯახური პრობლემების გადასაწყვეტად და სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად.
ქალწული. ნებისმიერი გონებრივი სამუშაოსთვის არახელსაყრელი დღეა. ძალიან საშიშია ყურადღების სხვადასხვა საქმეებზე გადანაწლება. იყავით თავშეკავებული და მიზანდასახული.
სასწორი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს თამამად შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების გახარება საჩუქრებით, ასევე მოგზაურობის დაგეგმვა, რადგან თქვენი შემოსავალი დღეს მატებას გპირდებათ. შესაძლოა სასიამოვნო სიახლე შეიტყოთ, რაც თქვენს მომავალ ცხოვრებას შეცვლის. წარმატებული დღეა შინაური ცხოველის შესაძენად.
მორიელი. ხელსაყრელი დღე ელით ამ ნიშნის წარმომადგენლებს. შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით. შეეცადეთ წარსულ მარცხზე არ იდარდოთ და დაგეგმილად შეუდგეთ თქვენს საქმეს. ზოგიერთი მორიელი დღეს შეხვდება ადამიანს, რომელთანაც მომავალში რომანტიკული ურთიერთობაა მოსალოდნელი.
მშვილდოსანი. დაიწყეთ ცოვრება სუფთა ფურცლიდან: დაივიწყეთ წყენები, დააბრუნეთ ვალი, აპატიეთ მწყენინებლებს დ თავად ნახავთ როგორ დალაგდება ყველაფერი თავის ადგილზე. დაუთმეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას: განსაკუთრებით გულსა და თვალებს. საღამო მშობლებთან გაატარეთ, მათ ძალიან ესაჭიროებათ თქვენი ყურადღება.
თხის რქა. კარგი განწყობა წარმატებული დღის საწინდარია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ყველაფერს ფილოსოფიურად იუდექით. სიხარულით აკეთეთ კეთილი საქმეები. აჩუქეთ ყურადღება ახლობელ ადამიანებს. დღეს უნდა გაუფრთხილდეთ თვალებს და აკონტროლოთ წნევა.
მერწყული. თუ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია ის ხვალისთვის გადადოთ. თქვენს საქმეში პრობლემებია მოსალოდნელი, ამიტომ ნუ გარისკავთ. აი, ხვალ კი ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
თევზები. ნუ მიიტანთ გულთან ახლოს ამ დღეს თავს დამტყდარ პრობლემებს. ყველაფერი გაივლის, თუმცა ამისათვის საკმაო ძალისხმევა დაგჭირდებათ. წარმატებული იქნება ახალ პარტნიორებთან შეხვედრები, რომელიც არაფორმალურ გარემოში მოხდება. თუ ამ დღეს ფულთან დაკავშირებით სიფრთხილეს გამოიჩენთ, ადვილად დაფარავთ ხარჯებს და საკმაო თანხის ეკონომიასაც შეძლებთ.
ავტორი: ემილი.
2021-11-17
წყარო
|