ვერძი. ხელსაყრელი დღეა ოჯახური ურთიერთობის, სასიყვარულო ურთიერთობებისა და დაქორწინებისათვის. არაა გამორიცხული პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დღის დასაწყისში. ვარსკვლავები გირჩევენ კარგად აწონ-დაწონოთ საკუთარი შესაძლებლობები და პარტნიორებს გადამეტებული მოთხოვნები არ წაუყენოთ. ახლობელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა, ნდობა და კეთილგანწყობა სასიკეთოდ აისახება თქვენს სულიერ კომფორტზე.
კურო. დღეს განსაკუთრებით საშიშია გადაღლა სიცოცხლისუნარიანობის მკვეთრი შემცირების გამო. არ ღირს ახალი საქმის დაწყება, დოკუმენტების გაფორმება, სწრაფად გადაადგილება. მოსალოდნელია ყველანაირი გაუგებრობები და შეცდომები. სასიყვარულო იმედგაცრუებას რთულად გადაიტანთ. თუ დახმრებასა და მხარდაჭერას საჭიროებთ, მიმართეთ ახლო ნათესავებსა და ძველ მეგობრებს.
ტყუპები. მკაფიო და დასამახსვრებელი დღე გელით. თავს მსუბუქად და ძალდაუტანებლად იგრძნობთ. გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა მოგზაურობისა და გასეირნებისათვის. მოგეცემათ შესაძლებლობა გაიაზროთ წარსული და დასახოთ მომგებიანი გეგმები სამომავლოდ.
კირჩხიბი. ზეციური ძალებისგან მხარდაჭერა გელით. ასევე თქვენს მხარეს იქნებიან თანამშრომლები, მეგობრები, ნთესავები. გაუმჯობესდება ცოლ-ქმრული ურთიერთობები. საკუთარი შესაძლებლობების, ნიჭის გამოვლენისა და ჩანაფიქრის განხორციელების შანსი მოგეცემათ. თქვენი სიზმრები ასრულებადი იქნება.
ლომი. დღის პირველი ნახევარი მძიმე აღმოჩნდება, რადგან ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი და გაუთვალისწინებელი პრობლემა დაგროვდა. შეეცადეთ ძალები მოიკრიბოთ და სისულელეებზე ნუ დახარჯავთ ენერგიას.
ქალწული. მთლიანობაში ხელსაყრელი დღე გელით. თქვენ იქნებით აქტიური და ენერგიული. შესაძლებელია ჩანაფიქრის განხორციელება ან რაღაც განსაკუთრებულის შექმნა. ვარსკვლავები გირჩევენ დაკავდეთ შემოქმედებითი საქმიანობით. გარშემომყოფებთან დადებითი და თბილი ურთიერთობები გელით. არაკეთილმოსურნეები თავს დაგანებებენ.
სასწორი. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ენთუზიაზმით შეუდგებით ყველანაირ საქმეს. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვის, ჩასახვისა და მკურნალობისათვის. ვარსკვლავები იმდენად გიწყობენ ხელს, რომ ნებისმიერი საქმე პირველსავე მცდელობისას გამოგივათ. თქვენ მწვერვალზე ხართ, ყველაფერი შეგიძლიათ და ყველაფერი ხელგეწიფებათ.
მორიელი. ამ დღეს ყურდღებით მოეკიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ხარჯებს. არ ღირს ღირებული შენაძენის გაკეთება, გარიგებების გაფორმება. მოსალოდნელია წვრილმანი დანაკარგები, ქურდობა. შესაძლებელია მომგებიანი საქმე შემოგთავაზონ, მაგრამ ფულთან დაკავშირებით მოცდა მოგიწევთ, რადგან ელვისებური შედეგი არ იქნება. არ ღირს შინაურებისთვის გაწყრომა იმის გამო, რომ ბევრი მუშაობა გიწევთ, - თქვენს ოჯახში ყველა ცდილობს შეძლებისდაგვარად წვლილი შეიტანოს საერთო კეთილდღეობის საქმეში.
მშვილდოსანი. დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელი იქნება თქვენი ამბიციურობის გამო. ეგოიზმი და გადამეტებული სიამაყე შეიძლება უთანხმოების საფუძველი გახდეს სახლშიც და სამსახურშიც. იძლებული გახდებით გადადოთ დასვენება და საკუთარ თავზე აიღოთ დამატებითი ვალდებულებები. თუ საქიანი შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი, განახორციელეთ ის დღის მეორე ნახევარში, რადგან დღის პირველ ნახევარში სწორ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებთ.
თხის რქა. არ ღირს ფინანსური რისკები, რადგან დანაკარგი შეიძება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. სასიცოცხლო ენერგიის შემცირების გამო არ ღირს აქტიური მუშაობა. უკუჩვენება ექნება ნაჩქარევ გადწყვეტილებებს. თავი შეიკავეთ მსხვილი ხარჯებისგან. მოსალოდნელია შემაშფოთებელი უსიამოვნებები ახლობელ ადამიანებთან. თუ საკუთარ დანაშაულს იგრძნობთ, მოერიეთ სიამაყეს და მოიბოდიშეთ საყვარელ ადამიანთან.
მერწყული. უარი თქვით კონფლიქტებზე, თავი შეიკავეთ და ნუ დახარჯავთ ენერგიას სისულელეებზე. რომელიმე პრობლემის გადაჭრის შანსი ამ დღეს ძალიან მცირეა. ურთიერთობები და საქმიანი ხელშეკრულებები კმაყოფილებას არ მოგიტანთ. არც ექიმთნ ვიზიტი იქნება დიდად სასიამოვნო, რადგან დიაგნოზი ძალიან მოულოდნელი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის.
თევზები. არ ღირს სამოგზაუროდ წასვლა, რადგან ის წარუმატებელი შეიძლება აღმოჩნდეს. მიუძღვენით დღე ინდივიდუალურ შემოქმედებას, სახლის საქმეებს, საცხოვრებელის კეთილმოწყობას. გარგებთ კლასიკური ნაწარმოებების კითხვა, ახლობელ ადამიანებთან საუბარი, მუსიკის მოსმენა. თუ სირთულეები წარმოიშობა, შეეცადეთ მხარდაჭერა ჰპოვოთ ახლობელ ადამიანებთან. თქვენი გრძნობები დიდ სიღრმესა და მკაფიო შეფერილობას შეიძენს. თქვენსა და ოჯახის წევრებს შორის არ შეიძლება უსიამოვნებების გაჩენა, რადგან მთელი დღე იმის მტკიცებულებაა, რომ გარშემო ყველას უყვარხართ. ბავშვებისგანაც ასევე გელოდებათ დიდი სიხარული.
ავტორი: ემილი.
2020-11-26.
წყარო
|