ვერძი. ვერძებს დღეს წარმატება ელით როგორც ბიზნესში, ასევე ფინანსურ სფეროში. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი ფინანსურ წინადადებას მიიღებს. საქმე შეიძლება სარისკო იყოს, მაგრამ კარგ მოგებას გპირდებათ. ასევე მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენა - კარგად ნაცნობ ადამიანს შესაძლოა შეყვარებულის სტატუსი მიანიჭოთ.
კურო. წვრილმანი საყოფაცხოვრებო საკითხები ვერ შეძლებენ თქვენი განწყობის გაფუჭებას. ამ დღეს ყველაფერში გაგიმართლებთ. შეძლებთ დაასრულოთ დასახული გეგმა და თითქმის სრულად მიუახლოვდეთ თქვენს ოცნებას. შესაძლებელია დახმარება ისეთი ადამინისაგან, ვისგანაც ამას არ ელოდით. შეეცადეთ მოინახულოთ მშობლები და მეტი დრო დაუთმოთ ბავშვებს.
ტყუპები. ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობთ. ასე ნუ იძაბებით. ყველაფერი თავისთავად ხდება. თქვენ არავინ დაგაღალატებთ, ეს უბრალოდ მოვლენების განვითარების დამთხვევაა.
კირჩხიბი. კარგი დღეა განმარტოვებისა და ფიქრისათვის. თავი შორს დაიჭირეთ დამღლელი საქმისა და მღელვარე კამათისაგან. ეცადეთ სძლიოთ ცდუნებას. არ ღირს დაპირებების მიცემა - მისი შესრულება გაგიჭრდებათ. საკვებით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად დაუკვირდით პროდუქტების ხარისხს.
ლომი. ხელსაყრელი დღეა. დღეს ბედი გაგიღიმებთ. თქვენი ოცნება ძალიან მალე ასრულდება. მატერიალური მდგომარეობა დასტაბილურდება. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სრული ურთიერთგაგება გელით. დაკავდით საყვარელი საქმით. ასევე დაუთმეთ ყურადღება ასაკოვან მშობლებს და ბავშვებს.
ქალწული. ეს დღე აქტიური მუშაობისთვისაა შექმნილი. თუ ძალებს მოიკრებთ და ორიენტირებას მოახდენთ, ბევრის გაკეთებას შეძლებთ. პრობლემები რომლებიც თვეობით იწელებოდა, დღეს ადვილად და სწრაფად მოგვარდება. თუ საღამოს რომანტიკული შეხვდერა გაქვთ დაგეგმილი, შესაძლებელია ის დაქორწინების წინადადებით დასრულდეს.
სასწორი. ამ დღეს ნუ მიიღოთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერ საქმეში. თუ დამაინტრიგებელ წინადადებას მიიღებთ, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი შეიტყობს ამბავს, რომელიც მათ ცხოვრებას ძირ-ფესვიანად შეცვლის.
მორიელი. კარგი დღეა შეხვედრების, პაემნებისა და წვეულებებისათვის. თქვენ უამრავ საინტერესო და სასარგებლო ადამიანს შეხვდებით. ნუ მოგერიდებათ მათთან კონტაქტში შესვლა. ეს ძალიან გამოსადეგი ნაცნობობა იქნება. ეწვიეთ სილამაზის სალონს და იზრუნეთ გარეგნობაზე. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. თქვენ ბევრი რამ გექნებათ განსახილველი.
მშვილდოსანი. ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს დღეს გაუთვალისწინებელი ხარჯები ელის. არ ღირს იმიჯის შეცვლის დაგეგმვა. ერიდეთ სხვადასხვა სახის კამათს ხელმძღვანელობასთან. ამან შესაძლოა მთელი თქვენი განზრახვები გაანულოს. კარგი განწყობის ხელშესაწყობად ოჯახთან ერთად ბუნებაში დისვენეთ.
თხის რქა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს დღეს კარიერაში წარმატება გელით. თქვენი საქმიანი რეპუტაცია ძალიან გაიზრდება. თავს ენერგიულად იგრძნობთ, რაც სერიოზული ცვლილებების სურვილს გაგიძლიერებთ. მაგრამ ამასთანავე უნდა გახსოვდეთ, რომ ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა მომავალში არ ღირს. თქვენ შეურიგდებით ადამიანებს, რომელთანაც კონფლიქტი მოგივიდათ. სახლში სიმშვიდე და სიმყუდროვე დაისადგურებს.
მერწყული. ეს დღე ავანტიურული თავგადასავლებით და პროვოცირებელი კონფლიქტებით იქნება სავსე. ბედი კიდევ ერთხელ გადაწყვეტს თქვენს შემოწმებას ხასიათის სიმტკიცეზე და ახალ გამოცდას გამოგიგზავნით. თავს ენერგიულად იგრძნობთ, მაგრამ არ ღირს თავის ძალიან დატვირთვა. რადგან ეს თანამშრომლებთან ურთიერთობაზე ცუდად აისახება. მთელი თავისუფალი დრო ახლობელ ადამიანებს დაუთმეთ.
თევზები. ცხოვრებას თითქოს პირბადიდან უმზერთ. უკვე დიდი ხანია ის უნდა მოგეხსნათ და ფართოდ გახელილი თვალებით მიმოგეხედათ გარშემო. იქნებ მაშინ მაინც დაგენახათ რა ხდება თქვენს ირგვლივ და რაც მთავარია, მიმხვდარიყავით, რა აკეთოთ აწი. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება თქვენზეა!
ავტორი: ემილი.
2020-12-01.
წყარო |