მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ შევხვდეთ ახალ 2017 წელს

ახლოვდება 2017 - ცეცხლოვანი მამლის წელი.

ახალი წლის დადგომა - ეს ყოველთვის ახალ იმედებთან, ცვლილებებსა და გეგმებთან ასოცირდება. ცეცხლოვანი მამლის მფარველობის ქვეშ კი ის შეიძლება ყველაზე წარმატებული იყოს. როგორც ასტროლოგები გვარწმუნებენ, დამდეგი წელი არაორდინალური იქნება ყველა სფეროში. მოგეხსენებათ, რომ მამალი ძალიან თავმომწონე და მედიდური ფრინველია. ცეცხლის სტიქია კი სრულყოფისადმი ლტოლვას, სასიცოცხლო ენერგიას და შეუფერხებელ წინსვლას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ეს წელი ხელსაყრელი იქნება ყველა შეუპოვარი და ამბიციური ადამიანისათვის, ვისაც ამ ცხოვრებაში თავის გამოჩენა, უკეთესობა, წინსვლა სურს და ფარ-ხმალს არ ყრის. თუმცა, იმასაც ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისე გაატარებ მთელ წელსო. ამიტომ უნდა მოვინდომოთ, რომ ცეცხლოვანი მამალი  ჩვენი დახვედრით კმაყოფილი დარჩეს და მთელი წლის განმავლობაში თავისი მფარველობა არ მოგვაკლოს.

alt

ფერები

წელს ყველაზე მოდური ფერებია:

1.      წითელი - ძალაუფლების, სიყვარულისა და  ვნების ფერი;

2.      მწვანე - ოჯახური სიმყუდროვის, იმედისა და რწმენის ფერი;

3.      ყვითელი (ოქროსფერი) - სითბოს, სიმდიდრის, ჯანმრთელობის ფერი;

4.      შავი - ელეგანტურობის, კარიერისა და წარმატების ფერი;

5.      ტერაკოტის (ნარინჯის ფერი) - სიახლის, შემეცნების ფერი;

6.      თეთრი - სისპეტაკის, უკეთესობისკენ ცვლილების, სრულყოფილების ფერი.

alt

ინტერიერის გაფორმება

საახალწლო ინტერიერი ცოცხალი, მკაფიო და დემონსტრაციული უნდა იყოს. ეს პირველ რიგში საახალწლო დეკორაციებს ეხება.

ამ წელს უნდა დომინირებდეს წითელი. თუმცა, მამალს ერთფეროვნება არ უყვარს - მხოლოდ ამ ფერს ნუ დასჯერდებით. გაიხსენეთ ამ ფრინველის შეფერილობა, მას წითელი ბიბილოს გარდა, ოქროსფერი დეზები და ნაირფერი (მწვანე, ყავისფერი, ქვიშისფერი, შავი, თეთრი) კუდიც აქვს რითაც ძალიან იწონებს თავს. ასე, რომ შეგიძლიათ ფერები უხვად გამოიყენოთ, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, - ყველაფერში იდეური ჩანაფიქრი, გემოვნება და შეხამება უნდა ჩანდეს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცეცხლის სტიქიასთან გვაქვს საქმე. ახალი წლის ღამეს თქვენს საცხოვრებელს მოლიცლიცე ცეცხლის შუქი უნდა ანათებდეს. საუკეთესო ვარიანტი ბუხარი ან შეშის ღუმელია, მაგრამ თუ ამის საშუალება არაა, დეკორატიული სანთლები აანთეთ. გამოიყენეთ ბევრი სანთლები, გირლიანდები, დეკორატიული ნათურები, რომელთა დახმარებითაც თქვენი სახლი ჯადოსნურ ელფერს შეიძენს.

ყველაზე მთავარი სამშვენისები, რომლებიც ამ წლის ჰიტად ითვლება, ეს თავად მამლის, კრუხისა და წიწილების ფორმის ფიგურები იქნება, რომლებიც თქვენს ინტერიერში ხალისსაც შემოიტანან და განსაკუთრებულ ოჯახურ, მყუდრო ატმოსფეროსაც შექმნიან.

და არ დაივიწყოთ, რომ ყველაზე მთავარი განწყობაა. თუ ახალ წელს ამაღლებული განწყობით შეეგებებით, ის თქვენი მფარველი გახდება მთელი წლის განმავლობაში.

alt

ნაძვის ხე

ახალი წელი ხომ ჯადოსნური დღესასწაულია. ამ დღეს ყველას გვიჩნდება ზღაპრის დაჯერების სურვილი. სიმბოლოდ იმისა, რომ ჩვენი ოცნებები ასრულდება, ახალი წელი ულევი სიხარულისა და სიკეთის, სიუხვისა და მხიარულების მომტანი იქნება, მოიაზრება ნაძვის ხე - ხასხასა, ლამაზი, მორთულ-მოკაზმული. ამ წლის ჰიტად ითვლება წითელ და ოქროსფერში გადაწვეტილი თავმომწონე ნაძვის ხე. თუმცა მამალს ყველა ფერი მოსწონს, რაც ელვარებს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ფერის ბურთულებით, გირლიანდებითა და სხვადასხვა ფორმის ფიგურებით დაამშვენოთ თქვენი ნაძვის ხე.

ნაძვის ხის ძირში დაწყობილი ფერად-ფერად ქაღალდებში ლამაზად შეფუთული საჩუქრები კი ახალი საწყისის სიმბოლოა და ამ დღესასწაულს კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის. მათთან ერთად აუცილებლად მოათავსეთ ნებისმიერი ზომის მამლის ფიგურა (სათამაშო) და დარწმუნებული იყავით, რომ ეს წელი თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება!

alt

სუფრის გაფორმება

საახალწლო ორნამენტებით გაფორმებული ჭურჭელი, სუფრა და ხელსახოცები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე შენახული გვაქვს და ამ დღისთვის ელოდებიან გამომზეურებას, საუკეთესო ვარიანტია ამ ზღაპრული დღესასწაულისთვის, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, ნურც ამაზე იდარდებთ!

თავიდანვე უნდა გადავწყვიტოთ დომინანტური  ფერები, მაგალითად: წითელი, მწვანე, თეთრი, ოქროსფერი.  სუფრა სადა შევარჩიოთ, თავიდან რომ ავიცილოთ გადატვირთვა მისი გაფორმების დროს. ის ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვხმარობთ. ხელსახოცები და ფეხიანი სასმისები (ჩურჩხელები და კანფეტებიც კი) შეიძლება ლამაზი ბაფთებით გავაფორმოთ. მათთან ერთად შეიძლება მამლის, კრუხ-წიწილას და ფიფქების ფორმის ფიგურები ან ნაძვის ხის მოსართავები დავალაგოთ. სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უნდა გამოვუნახოთ ლამაზ სადღესასწაულო სანთლებსაც. უმჯობესი იქნება, თუ სურნელოვან სანთლებს თავს ავარიდებთ დისკომფორტი რომ არ შეგვიქმნას.

კარგი იქნება თუ  მაგიდის ცენტრში მთავარ დეკორად ლარნაკში ჩაწყობილი წითელი კუნელის ტოტებსაც გამოიყენებთ. ეს სადღესასწაულო განწყობასაც შეგიქმნით და ამ წლის მთავარ სიმბოლოს - მამალსაც ძალიან გაახარებს.

თუ პატარა ზომის საჩუქრები გვაქვს შეძენილი, ისინი შეიძლება შევფუთოთ და პირდაპირ თეფშებზე დავულაგოთ სუფრის წევრებს. სიურპრიზები ძალიან მოუხდება ამ ჯადოსნურ ღამეს!

alt

მენიუ

თავმომწონე მამალი არ გახლავთ პრეტენზიული მჭამელი, ის ყველაფერს დიდი სიამოვნებით გეახლებათ და ამიტომ საახალწლო მენიუს შერჩევა არ გაგიჭირდებათ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ და რის საშუალებასაც თქვენი საფულე მოგცემთ. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ფრინველთა ძირითადი საკვები მარცვლეულია, ამიტომაც ეცადეთ სუფრაზე გქონდეთ ხორბლის, ჭვავისა თუ ქერის პურების ასორტი, სალათებში გამოიყენეთ სიმინდი. არ დაივიწყოთ ხილი და ბოსტნეული. სხვადასხვაგვარ სასმელებთან ერთად გამჭვირვალე ჭურჭლით სუფთა წყალიც დადგით.

თუ ხელმარჯვე კულინარიც ბრძანდებით და სალათებს წიწილების ან თავად მამლის ფორმაც შეგიძლიათ მიცეთ, ეს კიდევ უფრო დაამშვენებს თქვენს სუფრას, თქვენთან ერთად ცეცხლოვანი მამალიც აღტაცებული დარჩება და მთელი წლის განმავლობაში თქვენი ოჯახის მფაველი გახდება.

alt

ყველაფერი მზადაა? მაშინ შეავსეთ სასმისები და ჩაიფიქრეთ სურვილი!

პერლა გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს!

 

ავტორი: ემილი.

2016-12-10.

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO