ვერძი. დღეს შეძლებთ მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ საკუთარი მიზნები და დაიწყოთ აქტიური მოქმედება მათ მისაღწევად. ამისათვის საკმარისი ენერგია და ენთუზიაზმი გექნებათ. ძალიან წამატებული დღეა საქმიანი რეპუტაციის მოსაპოვებლად და საკუთარი ინტერესების დასაცავად. წესრიგისაკენ ლტოლვა და მციებში გარკვეული პრაგმატიზმი დაგეხმარებათ გაუგებრობების თავიდან აცილებაში.
კურო. დღეს შესაძლოა ახალი, მომგებიანი, საქმიანი წინადადება მიიღოთ. სანამ დათანხმდებით, შეეცადეთ კარგად დაფიქრდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეთ პასუხი. პარტნიორული ურთიერთობა დღეს ძალიან დამაკმაყოფილებელი იქნება. ნუ გამოიყენებთ ხორცეულ საკვებს, უპირატესობა მიანიჭეთ რძის პროდუქტებს.
ტყუპები. ვარსკვლავები თვითანალიზისა და საკუთარი შინაგანი სულიერი სამყაროს შეცნობისათვის განგაწყობენ. გაიხსენეთ წარსული, შეაფასეთ აწმყო და იქნებ მომავალიც დაინახოთ. ასევე კარგია დღეს შიმშილობისა და დიეტის დაწყება. ალკოჰოლი საზიანო იქნება მცირე დოზითაც კი. მოსალოდნელია გულთან დაკავშირებული გართულებები.
კირჩხიბი. შესაძლებელია დღეს გაიგოთ ინფორმაცია, რომელსაც დიდი ხანია ელოდით და რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომდგენელს სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს. მანდილოსანი მერწყულებისთვის კი პარტნიორის შეცვლაა მოსალოდნელი, რაც ძალიან რთული იქნება. შეეცადეთ დაძლიოთ დაძაბულობა, ძალ-ღონე მოიკრიბოთ, გრძნობები და აზრები დაალაგოთ და მხოლოდ ასე შეძლებთ სიტუაციის რეალურად აღქმას. ერიდეთ სხვადასხვა სახის შეხვედრებს. ასევე არ ღირს სტუმრების დაპატიჟება.
ლომი. ამ ნიშნის წარმომადგენლები დღეს ფარულ არაკეთილმოსურნეთა ხრიკებს უნდა უფრთხლდეთ. არავის ანდოთ თქვენი საიდუმლოებები და გეგმები, უმჯობესია საკუთარ ინტუიციასა და საღ აზრს დაუჯეროთ. ამ დღის სიზმრები ბედნიერების მომასწავებელია და ასრულებას გპირდებათ.
ქალწული. ქალწულებისათვის ეს ძალიან კრიტიკული დღეა. ამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს არა მარტო თქვენს საქმეებზე, არამედ გრძელვადიან გეგმებზეც. განსაკუთრებული დაკვირვებულობა ამ დღეს სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ქალწულებს გმართებთ. სანამ ნებისმიერ საქმეს შეუდგებოდეთ, აბსოლიტურად ყველა ნიუანსი უნდა შეისწავლოთ. ძველებურად მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება, ტრავმები, მტრებთან შეტაკება. ფიზიკური დატვირთვა უკიდურესად არასასურველია.
სასწორი. ურთიერთგამომრიცხავი მოვლენების დღეა, რომელიც მოგიტანთ ცვლილებებს, თავგადასავლებს, მგზავრობებს. შეეცადეთ რეაგირება არა მოახდინოთ სხვადასხვა ჭორებზე, რომლებსაც არაკეთილმოსურნენი გივრცელებენ. სამსახურში ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. შესაძლებელია მივლინებაში გამგზავრება მოგიხდეთ, რაც კეთილდღეობის გაუმჯობესებას გიქადით.
მორიელი. კარგი დღეა შეხვედრებისთვის, პაემანისა და წვეულებებისათვის. უამრავ საინტერესო და გამოსადეგ ადამიანს შეხვდებით. ნუ მოგერიდებათ მათთან კონტაქტში შესვლა, რადგან ეს ნაცნობობა ძალიან წაგადგებათ. ასევე სასურველია სილამაზის სალონში ვიზიტი და საკუთარ თავზე ზრუნვა. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. თქვენ ბევრი რამ გექნებათ ერთად განსახილველი.
მშვილდოსანი. დაგიბრუნდებათ სესხი, რომელზეც უკვე დიდი ხანია დაივიწყეთ. მაგრამ სამსახურში მოსალოდნელია რაღაც გაუგებრობები.
თხის რქა. აქტიური მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების დღეა. მაგრამ უმჯობესია დღეს ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობით არ დაკავდეთ, რადგანაც მოსალოდნელია ძალიან დიდი ფულის დანაკარგი. დღის მეორე ნახევარში კარგი იქნება მეგობრებთან ერთად დაჯდომა და ლუდის დალევა, მაგრამ ერიდეთ დათრობას, ამან შეიძლება მძიმე შედეგები მოგიტანოთ.
მერწყული. ძალიან კრიტიკული დღე გელით. შესაძლოა მოგიხდეთ მატყუარებთან ან არაკეთილმოსურნეებთან შეტაკება. ერიდეთ ახალ ნაცნობობას, ასევე თავშეკავება გამოიჩინეთ ნაცნობებთან და მეგობრებთან ურთიერთობისას. ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ სახლის საქმეები. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და თუ საშუალება გექნებათ ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
თევზები. ვინ ელოდება თქვენს ზარს, ენატრებით და ჭკუიდან გადადის?! - თქვენ კი უბრალოდ დაივიწყეთ მასზე. ასე არ შეიძლება. სასწრაფოდ გაიხსენეთ ვის აწყენინეთ, გამოისყიდეთ დანაშაული, თუნდაც ყვავილებით.
ავტორი: ემილი.
2020-12-15.
წყარო |