ვერძი. შეეცადეთ დღეს სამსახურში არ წახვიდეთ, სახლში დარჩით. თქვენ ხომ ამდენი საქმე დაგიგროვდათ. გააკეთეთ გენერალური დალაგება ან მინი რემონტი. საღამოსთვის მოამზადეთ სადღესასწაულო ვახშამი და დაპატიჟეთ მშობლები. დიდი ხანია მათთან ერთად სისულეებზე არ გისაუბრიათ და არ მისცემიხართ მოგონებებს.
კურო. დღევანდელ დღეს საკუთარ იდეალებისთვის ბრძოლაში გაატარებთ, მაგრამ ეს უპერსპექტივო აღმოჩნდება. გახსოვდეთ, რომ „აღმართის ხვნა" შეიძლება უშედეგო იყოს. დიდი ხანია ექიმთან არ ყოფილხართ? დროა გეგმიური გამოკვლევა ჩაიტაროთ.
ტყუპები. დაუთმეთ ყურადღება ოჯახს. გაიარეთ სადმე მათთან ერთად: ბუნებში, ზოოპარკში, ან უბრალოდ ქალაქში. დღის საუკეთესო დასაწყისი კი ეკლესიაში წასვლა იქნება. სწორედ დღეს შეძლებთ სულის განწმენდასა და ჭკუის სწავლას.
კირჩხიბი. მოგეცემათ შანსი დემონსტრირება მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობებისა და ნიჭისა, შთაბეჭდილება მოახდინოთ ხელმძღვანელებზე. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამასთან აუცილებელია მოქმედებების კონტროლი და არ მისცეთ გასაქანი ემოციებს. დღეს წამოწყებული რომანტიკული ურთიერთობა ჰარმონიული და მყარი იქნება.
ლომი. მეგობრული საუბრები სიამოვნებას მოგანიჭებთ და ახალი შთაბეჭდილებებით შეგავსებთ. რაც მეტი მეგობრის შეკრებას შეძლებთ, მით უფრო მხიარულად გაატარებთ დღეს და მთელი კვირის სამყოფი ენერგიითაც დაიმუხტებით.
ქალწული. დღეს პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ საუბარი შემთხვევით შეხვედრილ ადამიანთან. დადებითი დღე იქნება გასეირნებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრებისათვის. დაუთმეთ დრო ახლობელ ადამიანებს. ისინი თქვენს ყურადღებას საჭიროებენ.
სასწორი. ეს დღე სავსე იქნება შეცდომებითა და გაუგებრობებით, როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე პირად ურთიერთობებში. არ ღირს ახალი საქმის დაწყება ან პარტნიორებთან საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვა. არავის მისცეთ დაპირებები და ერიდეთ საბუთებთან მუშაობას. უმჯობესია საკუთარსა და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ერიდეთ ცხიმიან საკვებს და უპირატესობა მიანიჭეთ რძის პროდუქტებს.
მორიელი. პირად ცხოვრებაში შეინიშნება ბევრი მოულოდნელი, მაგრამ მეტწილად სასიხარულო შემობრუნებები. მორალური დაღლილობისგან საუკეთესო წამალი განმარტოვება და საყვარელი საქმის კეთება იქნება.
მშვილდოსანი. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მოსალოდნელია გარკვეული ფინანსური დანაკარგი. არაა გამორცხული, რომ ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება მოგიხდეთ, ან საცხოვრებელის რომენტს დაახარჯოთ ფული. ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ სახლის სახათაბალო საქმეები. შეეცადეთ კამათი და განხეთქილებები აიცილოთ თავიდნ თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან. ვარსკვლავები გირჩევენ გამოიჩნოთ სულგრძელობა და დაუთმოთ.
თხის რქა. დასვენეთ ოჯახთან ერთად. თუ დაჩა გაქვთ, ეს საუკეთესო ადგილი იქნება ამ დღის გასატარებლად. თუ არა გაქვთ, პიკნიკი მოაწყვეტ ბუნებაში. აქტიური დასვენება დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში და მოგცემთ ენერგიას მომავალში წარმოშობილი პრობლემების დასაძლევად.
მერწყული. როგორც უნდა ეცადოთ, სამსახურში თქვენგან ბევრი არაფერი ხეირი იქნება. უჯობესია დასვენება აიღოთ და ოჯახთან ერთად გაატაროთ დრო, ან მაღაზიები მოიაროთ. საღამოს სახლში დარჩით და უყურეთ ფილმს ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან ერთად.
თევზები. ეს დღე ენერგიას მთლიანად წაგართმევთ. გაუფრთხილდით ძალებს, ნუ დახარჯავთ მათ ტყუილად. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები. თუ დღეს ვინმესთან იჩხუბებთ, შერიგება მალე არ მოხდება. არ ღირს ამ დღეს გარისკვა. განსაკუთრებული დაკვირვებულობა გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მიმართ.
ავტორი: ემილი.
2020-12-23.
წყარო |