ვერძი. ყველა გრძნობა გამძაფრებული გექნებათ და ეს მღელვარე რეაქციებს გამოიწვევს, ამიტომ კარგი იქნება თუ ამ დღეს მარტო გაატარებთ. ასევე მიაქციეთ ყურადღება პროდუქტებს, მოსალოდნელია საკვებით ან ალკოჰოლით მოწამვლა. უარი თქვით პაემანსა და სექსზეც.
კურო. თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ. შეეცადეთ ყველას და ყველაფერს უფრო მარტივად მიუდგეთ. არა უშავს, თუ ისე არ გამოვიდა, როგორც გინდოდათ. შეეცადეთ გაიუმჯობესოთ საკუთარი ცხოვრება და ნუ დასვამთ კითხვებს: რისთვის? რატომ? გათავისუფლდით სინდისის ქენჯნისგან.
ტყუპები. რწმენა იმისა, რომ მეტი შეგიძლიათ, დაგეხმარებათ ჩვეულზე უფრო თავდაუზოგავად იშრომოთ. შეეცადეთ დღეს ყველა კრედიტი გაისტუმროთ. შემოქმედება და სიყვარული ამ დღეს მცირე დოზით გექნებათ.
კირჩხიბი. უარი თქვით აქტიურ სამუშაოზე. წამოწექით დივანზე და დაისვენეთ. საღამოსაც სახლში დარჩენას გირჩევთ.
ლომი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხელსაყრელი დღე გელით, მაგრამ კომერციული ოპერციების შესრულებისას დაკვირვებულობა გმართებთ. სასიყვარულო შეხვედრამ ან პარტნიორის უღირსმა საქციელმა, შესაძლოა, თქვენში გარკვეული სახის იმედგაცრუება გამოიწვიოს.
ქალწული. დღევანდელი დღე არცერთ სფეროში არ დაგიტოვებთ საკუთარი „მე"-ს გამოვლენის საშუალებას. სატრანსპორტო საშუალებით ან ხელსაწყოებით სარგებლობისას სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.
სასწორი. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და გადაამოწმეთ. მოსალოდნელია ტყუილი ან თანამშრომელთა ხრიკები სამსახურში. საღამო რომანტიკული შეხვედრისა და სასიყვარულო თემებზე სასაუბროდ განგაწყობთ. იდეალური პერიოდია ჩასახვისათვის.
მორიელი. კარგი განწყობა წარმატებული დღის საწინდარია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ფილოსოფიურად მიუდექით ყველაფერს. სიხარულით აკეთეთ კეთილი საქმეები, აჩუქეთ ყურადღება ახლობელ ადამიანებს. დღეს აუცილებელია აკონტროლოთ წნევა და გაუფრთხილდეთ თვალებს.
მშვილდოსანი. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველაზე საშიში და მძიმე დღეა. არ ღირს ამ დღეს სამოგზაუროდ ან მივლინებაში წასვლა, რადგან ეს თქვენს იმედებს არ გაამართლებს. კარგი იქნება, თუ ფიზიკურ შრომას გამორიცხავთ, რათა ჯანმრთელობისთვის ზიანი აიცილოთ თავიდან. შეეცადეთ დღე ოჯახურ წრეში გაატაროთ, ან მოინახულოთ ნათესავები, რომელთა ნახვასაც დიდი ხანია გეგმავდით.
თხის რქა. დღეს ყველა სფეროში გაგიმართლებთ. მაგრამ არ ღირს მეტისმეტი აქტივობის გამოვლენა საქმიან სფეროში. ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ და აწონ-დაწონეთ. საღამოს განმარტოვდით. გაიხსენეთ წარსული, დაფიქრდით მომავალზე და ბევრ კითხვაზე მიაგნებთ პასუხებს.
მერწყული. შენაძენი, რომელსაც იანვრის თვეში გეგმავდით, დიდი საფრთხის ქვეშ დადგება. მაგრამ ნუ განაწყენდებით. ზოგი ჭირი მარგებელია. მალე ფასდაკლებები დაიწყება და ის აუცილებლად თქვენი გახდება.
თევზები. ფული ყოველთვის ვერ მოგიტანთ ბედნიერებას. მის გარეშე ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც... ფინანსური დამოუკიდებლობის დევნაში სულ დაივიწყეთ ახლობელი ადამიანები. როდესაც დამაკავშირებელი ძაფი გაწყდება, მას უკვე ვეღარ გადააბავთ და დიდი ფულითაც ვეღარ იყიდით.
ავტორი: ემილი.
2021-01-04.
წყარო
|