მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ენკულტურაცია, ანუ სოციალური დრამა

ავტორი: Ninea Jackson

2017-01-22.

 

საზოგადოებას ყოველთვის უყვარდა ხალხის დოგმების გალიაში გამოკეტვა, ჯერ არდაბადებულ ბავშვს უჭედავენ ჩარჩოს: ურჩევენ კონკრეტულ რელიგიას, სამეტყველო ენასა და დოგმებს, ეს მძიმე ჩარჩო კი შემდეგ თაობების საზიდი ხდება იქამდე სანამ მას შემდეგ მომავალ თაობას არ გადაულოცავენ. ენკულტურაცია კი სწორედ ის პროცესია, როცა ინდივიდი იღებს თავისი ჩარჩოს წილს და აქცევს მას თავის საკუთრებად, რათა სრულფასოვანი ადგილი დაიმკვიდროს იმ კონკრეტლ კულტურულ წრეში, მეცნიერულად რომ განვმარტოთ "იგივეა, რაც აკულტურაცია. პროცესი, რომლის დროსაც ინდივიდუუმი იღებს და ითავისებს კონკრეტული კულტურის ღირებულებებს, ენას, აუცილებელ უნარებს, აზროვნების წესსა და ქცევით ყალიბებს, რაც მას წარმატებით მოქმედების საშუალებას აძლევს ამ კონკრეტული კულტურის წიაღში."
ჩემი აზრით, ენკულტურაცია არამარტო ჩემს საზოგადოებაში არამედ ყველგან არის "სწორი აზრების" თავს მოხვევა მათი გათავისება და მათ "სისწორეში" დარწმუნების გზა, რომელიც უნივერსალურაია. განსხვავდება მხოლოდ და მხოლოდ სისწორე, თავისი არსით. ესაა ენკულტურაციის მთავარი მეთოდიც, ჩააგონო ადამიანს, რომ რაღაც სწორია, მის ფსიქიკაში შეძვრე და აიძულო შენი ჭეშმარიტება გახდეს მისი ჭეშმარიტებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება მას არ მიიღებს. საპირისპირო აზრზე მყოფნი აუცილებლად იტყვიან, რომ ენკულტურაცია და ადამიანის ჩარჩოში მოქცევა არაფერ შუაშია, რომ ადამიანი თავად ირჩევს საკუთარი ცხოვრების გზას და თავად აკეთებს "სწორ" არჩევანს. მაგრამ ისინი ნამდვილად ვერ გაექცევიან იმ ფაქტს, რომ თავად განუსაზღვრავენ ბავშვობიდანვე ინდივიდს თუ რა არის მიღებული. თითქოს განიჭებენ თავისუფლებას, მაგრამ გეუბნებიან რომ ყველა სხვა გზა არასწორია გაქვს მხოლოდ ერთადერთი "სწორი" ვარიანტი, შენც რაღა დაგრჩენია?! ირჩევ "სწორ" გზას.
ჩემი საზოგადოებაში ბავშვს დაბადებიდანვე ერთობ უცნაურ აზრებს უნერგავენ თავში, მაგალითად იმას, რომ ქალი განვითარებით კაცზე დაბლა დგას, ოჯახი კაცმა უნდა შეინახოს, ქალისთვის ცხოვრების უმთავრეს არსს გათხოვება და შვილების გაზრდა წარმოადგენს, რელიგიის ერთადერთი სწორი ფორმა არის მართმადიდებლური ქრისტიანობა, იეჰოვას მოწმეები გიჟები არიან, ქალი კაცთან უნდა იყოს და კაცი ქალთან სხვაგვარად არ შეიძლება და კიდევ მრავალი და მრავალი ამნაირობანი. ვფიქრობ ეს მიდგომა ანგრევს ყველა მდედრობითი სქესის ადამიანის ფსიქიკასა და განვითარების პერსპექტივებს, ასევე ზღუდავს მამაკაცებსაც და საერთოდაც მოქმედებს არა მხოლოდ ინდივიდზე არამედ იმ ორგანიზმზე რასაც სახელმწიფო ჰქვია, ვთვლი რომ ეკონომიკური პრობლემებიც კი სწორედ ჩვენი "სწორი" გადაწყვეტილებებით არის მიღწეული. ამ მიდგომებით, ჩემი აზრით, ძალიან დავიჩაგრეთ ისეთები ვინც ბრმად არ ენდობა საზოგადოებრივ აზრს.
ამასთან ერთად ენკულტურაციის წყალობით ჩვენ ვისისხლხორცებთ გარკვეული ტიპის ტაბუებს და ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი საქციელი გვინდა ცნობიერებაშიც კი დავბლოკოთ, არათუ განვახორციელოთ ის. ვკიცხავთ კულტურებს სადაც ჩვენი დადებული ტაბუები უარყოფილია და ეთნოცენტრულად ვაფასებთ მათ საზოგადოებას, თუ ვინმემ ასეთ რამეს ტოლერანტობა გამოუცხადა ისიც გაკიცხვის საგანი ხდება, რაც ერთგვარ შიშსა და სტრესს ნერგავს საზოგადოებაში.
მიუხედავად ამდენი უარყოფითი ასპექტისა, არსებობს დადებითი ასპექტებიც, მაგალითად ერთნაირად მოფიქრალი ხალხი უფრო ერთიანია და ეს რაღაც მცირედი უსიამოვნებებისაგან იცავს ინდივიდებს, რადგან სამწუხაროდ ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული ინდივიდების მიღება როგორც ჩანს დღემდე არ ძალგვიძს.
ადამიანი, ჩემის აზრით, არაა ჩაკეტილი სისტემა, მასზე ყოველთვის დიდი გავლენა აქვთ გარემო ფაქტორებს, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსქოლოგიური და მენტალურიც კი.
ენკულტურაციის წყალობით რაღაცები იმდენად იდგამს ჩვენში ფესვებს, რომ ზოგ შემთხვევაში სხვა ხალხების კულტურასთან შეჯახება კულტურულ შოკს იწვევს, არის შემთხვევები სადაც აგრესიის ტალღას გვაგრძნობინებს, ეს რა თქმა უნდა ისევ გარემო ფაქტორების ზემოქმედებით მიღებული შედეგია.
საზოგადოება მაშინ ყალიბდება ერთ მთლიანობად როდესაც მათ მეტი საერთო აქვთ, ეს თითქოს უფრო ამჭიდროვებს მათ სიახლოვეს და მტკიცეს ხდის, რის შესანარჩუნებლადაც ვფიქრობ ერთ-ერთი მთავარი იარაღია ენკულტურაცია სანაცვლოდ ამისთვის გაღებული მსხვერპლი ძალიან დიდია, რამეთუ ის ახალი იდეებისთვის ატომურ ბომბზე უფრო მძლავრადაც და გამანადგურებლად მოქმედებს რიგ შემთხვევებში. 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO