ვერძი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს დღეს საცხოვრებელთან დაკავშრებული პრობლემის პოზიტიური გადაწყვეტა გელით. სავარაუდოდ სწორედ დღეს შეძლოთ ადრე დაწყებული პროექტის დასრულებას. ზოგიერთი მიზნის მისაღწევად, უბრალოდ, სწორად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და ბრმად ნუ შეეჭიდებით საქმეს. მარტოხელა ვერძებს საკუთარ საბედოსთან შეხვედრა გელით.
კურო. კარგი იქნება ორიენტირება მოახდინოთ ყოველდღიურ საქმეებსა და საყოფაცხოვრებო პრობლემებზე. სამსახურში ძალიან სიფრთხილე და ყურადღებით ყოფნა გმართებთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი.
ტყუპები. თუ წვრილმანებზე არ მოცდებით და საკუთარ ძალებს ირწმუნებთ, ბევრის მიღწევას შეძლებთ. ამ დღეს შესაძლოა ყველაზე თამამი ფანტაციაც კი აგიხდეთ. ხელსაყრელი პერიოდია შიმშილობისა და დიეტის დასაწყებად. უარი თქვით რომანტიკულ შეხვედრაზე.
კირჩხიბი. დღე აღსავსეა შემოქმედებით ენერგიით. შექმენით ახალი, გარისკეთ, ისაუბრეთ უჩვეულო ადამიანებთან. თქვენ ბევრს მოასწრებთ თუ არ იზარმაცებთ და წვრილმანებზე არ მოცდებით. ფიზიკური ვარჯიში ძალიან არგებს თქვენს ჯანმრთელობას. წარმატებული დროა რომანტიკული შეხვედრის, ნიშნობისა და დაქორწინებისათვის.
ლომი. მთელი დღის განმავლობაში ნერვულ აღგზნებას იგრძნობთ. მოსალოდნელია სხვადასხვაგვარი ავადმყოფობის გამწვავება. ამიტომ, უმჯობესია, სახლში დარჩეთ. განწყობის მკვეთრი გაუარესების გამო მოსალოდნელია იმუნიტეტის დაქვეითებაც.
ქალწული. „გენიალური" იდეები და აზრები გეწვევათ ამ დღეს. ყოველი მოსაზრება ფურცელზე გადაიტანეთ და ანალიზი ჩაუტარეთ. დღეს ნამდვილ სიმართლეს მოისმენთ. კარგად დაფიქრდით თქვენს შემდგომ ნაბიჯებზე. გაახარეთ საყვარელი ადამიანი საჩუქრით.
სასწორი. ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს თქვენი დევიზია! კარგი იქნება დილის ვარჯიშით დაწყება. შემდეგ კოსმეტიკურ სალონს ეწვიეთ. სამსახურში მოსალოდნელია წვრილმანი სირთულეები, მაგრამ თუ გონივრულად მიიღებთ გადაწყვეტილებებს, ყველაფერი მოგვარდება.
მორიელი. დღეს არასასიამოვნო მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით. საკუთარი აზრის დაცვა და იმის მტკიცება მოგიწევთ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ. შეეცადეთ დაალაგოთ ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან. ნუ გააფორმებთ მნიშვნელოვან საბუთებს და ერიდეთ აზარტულ თამაშებს, ისინი დიდ უსიამოვნებებს მოგიტანენ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელებს.
მშვილდოსანი. დღეს განსაკუთრებული ყურადღება ყველაზე საყვარელს - საკუთარ თავს დაუთმეთ! მასაჟი, გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური პროცედურები, ფიზიკური ვარჯიშები - ძალიან მოგიხდებათ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ საკუთარი ემოციები იმისათვის, რომ არ მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ ან პროვოკაციას არ აჰყვეთ, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.
თხის რქა. პირად ცხოვრებაში პრობლემები გელით. ალბათ დღეს თავიდან ვერ აიცილებთ ჩხუბს არამარტო მეზობლებთან, არამედ აფსოლიტურად უცნობ ადამიანებთანაც კი. სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ვერ გაგიგებენ. არ ღირს ამ დღეს შენაძენის გაკეთება, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის. ეს შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს. ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან საბუთებს.
მერწყული. კარგი დღეა სხვადასხვაგვარი წამოწყებებისათვის. შემოქმედებითი გეგმების რეალიზებას სრულად შეძლებთ. სხეული გონების კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამასთანავე, ფიზიკური დატვირთვა სულიერი წონასწორების აღდგენაში დაგეხმარებათ. რომანტიკული შეხვედრა ძალიან წარმატებულად წარიმარტება. სექსს კი თქვენთვის სამკურნალო თვსებები ექნება.
თევზები. ძალიან ხელსაყრელი პერიოდია გარდერობის გასაახლებლად და საკუთარი გარეგნობის მისახედად. შეგიძლიათ აქტიური მუშაობა დაიწყოთ დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად. წარმატებული დროა შემოქმედებითი საქმიანობისათვის, ასევე ნათესავებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების დასალაგებლად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დღეს რომანტიკით იქნება გაჯერებული.
ავტორი: ემილი.
2021-01-27.
წყარო |