მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ქორწინების პირველი ღამე

    ცხოვრება იცვლება, შეხედულებები და ტრადიციებიც იცვლებიან. მაგრამ უდავოა, რომ ქორწინების პირველი ღამე ისევ ისე აღელვებს ყველას გამოცდილსა თუ გამოუცდელს, როგორც წინათ.

    ჩვენს თანამედროვეობაში შეიძლება სასაცილოდაც კი მოგეჩვენოთ წყვილი, რომელსაც ქორწინებამდე სექსუალური გამოცდილება არ ჰქონია. თუმცა გამოცდილ ადამიანებსაც კი არ აწყენთ ის რჩევები, რომლებიც თქვენს დასახმარებლად სპეციალისტების გამოკითხვით შევაგროვეთ.

 

1. გამოუცდელი წყვილი 

    პირველ რიგში განვიხილოთ ისეთი სიტუაცია, როცა ორივე პარტნიორი გამოუცდელია (როგორც უკვე ვთქვით, ჩვენს თანამედროვეობაში ეს ძალიან დიდი იშვიათობაა, მაგრამ მაინც... ყველაფერი ხდება). ეს ღამე მათთვის ყველაზე დიდი შთაბეჭდილებების ღამეა.

    მამაკაცი, (მართალია, ჯერჯერობით, ის მამაკაცი არ არის) იძულებული იქნება დაიჭიროს პარტნიორის განწყობა. გოგონას შეიძლება ძალიანაც უნდოდეს მისი ალერსი იმ შემთხვევაშიც კი, როცა შეიძლება თქვას: ,,არ ღირსო,,. ამიტომ ყმაწვილი იმ წუთში არ უნდა წამოხტეს საწოლიდან და ჩაიცვას ტანსაცმელი. უნდა იცოდეს, რომ უბრალოდ, გოგონას ეშინია, ისევე როგორც მას. ამ დროს არ ღირს თავის მოჩვენება. სჯობს, თქვენს გრძნობებს მთლიანად დაუმორჩილოთ თქვენი გონება, მოდუნდეთ და მიიღოთ სიამოვნება. არ არის საჭირო მოქმედებების დაჩქარება იმის გამო, რომ რაღაცას ვერ მოასწრებთ. ყმაწვილს არ უნდა ეშინოდეს და უკვირდეს. მოცემულ მომენტში გოგონას ყველაზე მეტად უნდა, რომ მის გვერდით იყოს ძლიერი და თავდაჯერებული მამაკაცი, რომელსაც შეიძლება მიანდო ყველაზე ძვირფასი, რაც გაქვს - შენი თავი. გოგონამაც უნდა მოუსმინოს თავისი სხეულის ხმას.

    პირველ ღამეს ქალიშვილი შეიძლება დარჩეს ისევ ქალიშვილად: ან ძალიან ელასტიური ან ძალიან მაგარი საქალწულე აპკის გამო. რომლის გარღვევაც გამოუცდელმა ყმაწვილმა შეიძლება ერთ ღამეში ვერ შეძლოს. 4-5 დღის შემდეგ შეიძლება დაასრულოს პროცესი. (ყოფილა შემთხვევები, როცა ქალს მშობიარობამდე ჰქონია ,,ქალწულობა,, შენარჩუნებული და მხოლოდ მშობიარობის დროს, ქირურგის დახმარებით მომხდარა დეფლორაცია).

 

2. გამოცდილი მამაკაცი და გამოუცდელი ქალი

    სექსოლოგები ამტკიცებენ რომ პირველი სექსუალური აქტი ყველაზე მნიშვნელოვანია ქალური მგრძნობელობის გაჩენისათვის. აქედან გამომდინარე, პირველი სექსუალური აქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალის ცხოვრებაში. საკმარისია მამაკაცის მხრიდან სულ მცირედი უტაქტობა, რომ ქალს გაუჩნდეს უარყოფითი რეფლექსი და განუვითარდეს ფრიგიდულობა. ცნობილია, რომ 20% შემთხვევაში ფრიგიდულობა წარმოიშობა ქმრისადმი უპატივცემულობის, 30% შემთხვევაში დაფეხმძიმების შიშის, 50% შემთხვევაში პირველი სექსუალური აქტის დროს მამაკაცის უხეშობის გამო. პირველი აქტი ისედაც არასასიამოვნოა ქალისათვის. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ  ქალწულობის დაკარგვის დროს ქალი ტკივილს განიცდის, რომელიც უხშობს მას ყველა სხვა შეგრძნებას. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცის გამოცდილებას. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქალებში პირველი სექსუალური აქტის დროს ორგაზმი არასოდეს დაფიქსირებულა. მეორე და მესამე აქტის დროს უკვე შესაძლებელია ნეტარი შეგრძნებების გაჩენა, თუ მისი ფსიქიკა არ არის ტრამვირებული მამაკაცის უტაქტობით. მამაკაცს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მისი მოქმედებით ქალი შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ტრამვირებული დარჩეს, გაჰყვეს ზიზღი და სიცივე სექსუალური აქტის მიმართ. როგორი სითბო და სინაზეც არ უნდა აგრძნობინოს ამის შემდეგ მას მამაკაცმა, გამოსწორება ძალიან ძნელი (თითქმის შეუძლებელი) იქნება.

    გამოცდილმა პარტნიორმა თავისი შეყვარებული ორგაზმამდე უნდა მიიყვანოს ალერსით, რომ ასწავლოს, მომავალში რისკენ ისწრაფოდეს.  მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, ჩვეულებრივად დაეუფლოს მას, რადგანაც ამ შემთხვევაში გოგონა პროცესს თვითონაც სიხარულით შეეგებება.

 

3. გამოცდილი წყვილი

    პირველი საქორწინო ღამე დადგა ადამიანებისათვის, რომელთაც უკვე აქვთ სექსუალური გამოცდილება. მიუხედავად ამისა, მომენტის საზეიმო მნიშვნელობა არ ქრება. ამ დროს უნდა გახსოვდეს შემდეგი წესები: პარტნიორებს უნდა უნდოდეთ ერთმანეთი, ახსოვდეთ ჩასახვის საწინააღმდებგო საშუალებები და გააჩნდეთ სულ მცირე, საწოლის მსგავსი რამ. მართალია სამზარეულოს მაგიდა საკმაოდ კარგი რამეა სპონტანური სექსის დროს, მაგრამ პირველი ღამისათვის მაინც სჯობს ყველაფერი მიდიოდეს ეტაპობრივად და მშვიდად.

     ქალი ყოველთვის ელოდება არაჩვეულებრივ ალერსს. თუ ამის მაგივრად დაინახავს დაუმორჩილებელ ცინიკურ მამრს, თუნდაც ძალიან სასიამოვნო გარეგნობისას, შეიძლება მისმა ფაქიზმა ფსიქიკამ ეს ვერ აიტანოს. ამ შემთხვევაში წყვილი სექსუალურ ჰარმონიას ვერასოდეს მიაღწევს.

    თუ ცხოვრების დანარჩენ სფეროებში დიდი ხანია გაბატონებულია თანასწორობა, სექსუალურ ცხოვრებაში ჯერ-ჯერობით პატრიარქატია, ამიტომ მოთხოვნები ქალებისადმი გაცილმებით ნაკლებია, ვიდრე კაცებისადმი. ქალებს, ევას შთამომავლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ტაქტი და დელიკატურობა ყოველთვის ალამაზებს ქალს.

    სპეციალისტები გვირჩევენ, რომ პირველი სექსუალური აქტი უნდა მოხდეს აუცილებლად ორივე პარტნიორის სურვილით და სრულიად განმარტოებულად.

არ არის საჭირო ალკოჰოლის მიღება დაძაბულობის მოსახსნელად. თუ არ გეგმავთ შვილის გაჩენას, აუცილებლად უნდა მიმართოთ კონტრაცეპციას და გახსოვდეთ: მაშინაც კი, თუ ეს ღამე ახალგაზრდა წყვილისათვის სულაც არ არის პირველი, უნდა ეცადოთ, რომ განსაკუთრებული იყოს. ამ ღამეზეა დამოკიდებული თქვენი შემდგომი ინტიმური ცხოვრება. თუ გსურთ, რომ თქვენს ურთიერთობებში მეფობდეს ჰარმონია და ბედნიერება, მოუწყვეთ ერთმანეთს დღესასწაული, რადგან სწორედ ამ ღამით იწყება თქვენი თანაცხოვრება.

alt

ავტორი: ემილი.

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2013-12-01 14:15:11)

gamarjonat mainteresebs kacs pirvel an shemdgomi seqsis dros tu aq sisxldena tkivili da ro idzaxian xolme ''gawyveta"

shav legi
(2011-06-29 18:46:53)

ჰო, ეგ საკითხი მართლაც საინტერესოა, ჩემო ინკოგნიტო მეგობარო, მაგრამ იქნებ ახალგაზრდა წყვილი კი დაქორწინდა, მაგრამ ჯერ არ გეგმავენ შვილის გაჩენას?!

alt


(2011-06-29 02:14:17)

თუ ეს ქორწინებაში მყოფი წყვილის ურთიერთობაა მაშინ რატომ უნდა იყენებდნენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს?

shav legi
(2011-02-01 01:02:38)

kargi ikneba tu am statiis gagrdzelebas dagviwert da kaxur-kartlur-imerul-gurul-megrul-svanur-rachul variantebsac shemogvtavazebt. moutmenlad davelodebi. ise, ki sagol! gamomadgeba es rchevebi.

giorgi kvijinadze
(2011-01-29 21:17:14)

samzareulos maginda sakmaod momxibvlelia mag dros :)))))gansakutrebit mashin roca amas vinme escreba, ratom unda moxdes es gancalkevebiit? es xom aseti girshesanishnavi gamea da gaiziaron sxvebmac es bedniereba:)))))))))))))))))))

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO