ვერძი. დღეს სტუმრებს ან მშობლების ჩამოსვლას ელოდეთ. ახლობელ ადამიანებთან, რაც შეიძლება, გულწრფელი იყავით და მოემზადეთ კომპრომისებისათვის. გჯეროდეთ, რომ ამას დაგიფასებენ.
კურო. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად და გარეგნობის მოსაწესრიგებლად. წარმატება თქვენს ენერგიულობაზე, სითამამესა და შეუპოვრობაზე იქნება დამოკიდებული. კარგი დღეა საქმეების დასასრულებლად, განვლილი გზის ანალიზისთვის, ახლობელ ადამიანთან სასაუბროდ. არაა გამორიცხული, რომ ახალი საინტერესო საქმიანი ურთიერთობა სასიყვარულო რომანში გადაიზარდოს.
ტყუპები. თქვენ კიდევ ერთი ინტენსიური სამუშაო დღე გელოდებათ. ისე გაგიტაცებთ სამუშაო, ბიზნესი და საოჯახო საქმეები, რომ დასვენება სულ გადაგავიწყდებათ - და სულ ტყუილად: ძლიერი გადაღლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით გემუქრებათ. ყველაფერი გონივრულად უნდა აკეთოთ. საღამოს მოდუნდით, შესვით ჭიქა ღვინო და წამოწექით საყვარელ დივანზე.
კირჩხიბი. ძალიან წარმატებული დღეა სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად. ამისათვის ვარსკვლავები სურვილსაც გჩუქნიან და შესაძლებლობებსაც. ასევე კარგი დღეა სტუმრების დასაპატიჟებლად, რათა გაიუმჯობესოთ ურთიერთობები ახლო ნათესავებთან. ხელსაყრელი დღეა ინტიმურ ცხოვრებაში აქტივობისათვის. თამამად შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში.
ლომი. სიყვარული ისეთი გრძნობაა, რომელიც ძნელი შესანარჩუნებელია. ის შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაგისხლტეთ ხელიდან. ამიტომ ნუ გამოკვებავთ საკუთარ თავს ილუზიებით და მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. ეს ძლიერ ადამიანად გაქცევთ.
ქალწული. თუ სამსახურის შეცვლა გსურთ ან რაიმე ახლის მოსინჯვა - ამის დრო დადგა. ასევე კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. ფრთხილად იყავით ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ნუ გადაიღლებით. თუ დასვენების სურვილი გაგიჩნდებათ, აუცილებლად დაისვენეთ. საღამოს დაელაპარაკეთ მშობლებს, მათ ძალიან ესაჭიროებათ თქვენი ყურადღება.
სასწორი. ხელსაყრელი პერიოდი დადგება იმ სასწორებისთვის, რომლებსაც სამსახურის შეცვლა აქვთ განზრახული და აფსოლუტურად არახელსაყრელი იქნება მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა სურს. შესაძლოა ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მომავალში გავლენას იქონიებს თქვენს ბედზე. არ ღირს ამ დღეს კრედიტის აღება, ასევე ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება.
მორიელი. თუ არის შესაძლებლობა, ეს დღე სახლში გაატარეთ - ოჯახის წევრებთან. სახლის საქმეები უამრავ სიამოვნებას მოგიტანთ. დღეს მარტივად გამონახავთ საერთი ენას ბავშვებთან და მეორე ნახევართან. იყავით ნაზი და ალერსიანი და ნახავთ რა ადვილად შეგიძლიათ თქვენსას მიაღწიოთ.
მშვილდოსანი. დილიდანვე რაღაც შიშები დაგეწყებათ. დევნის მანია - ეს იმდენად სერიოზული მომენტია, რომ არ ღირს მისი უყურადღებოდ დატოვება. დაფიქრდით, უნდა ინერვიულოთ თუ არა ამაზე.
თხის რქა. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა სწორედ დღეს მოახერხოთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულება. თუ ბედი გამოცდას მოგიწყობთ, შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გამარჯვება თქვენს მხარეს იქნება. სამსახურში ერიდეთ კონფლიქტებს. სავარაუდოდ თქვენს გარემოცვაში მოშურნეებიც არიან.
მერწყული. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები და შეურიგდეთ მეგობრებს, რომლებსაც აწყენინეთ. ყურადღებით იყავით სამსახურში და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ყველაფერი აწონ-დაწონეთ და გადაამოწმეთ. სახლში სკანდალი გელით, მაგრამ თუ ემოციების გაკონტროლებას შეძლებთ და სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სიტუაციაში გაერკვევით და ყველაფერი მოგვარდება.
თევზები. დღეს საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. შეეეცადეთ არ გადატვირთოთ ორგანიზმი მძიმე საკვებით და დიდი რაოდენობის მატონიზირებელი სასმელით. პირად ცხოვრებაში წარმატებები გელით.
ავტორი: ემილი.
2021-02-17
წყარო |