ვერძი. ზოგიერთმა ამ ნიშნის წარმომადგენელმა დღეს შესაძლოა მოულოდნელი მოგება ნახოს: გახდნენ მომგებიანი ლატარიის ბილეთის მფლობელნი, ან ისეთი რამ მოიფიქრონ, რაც ძალიან ფასეული იქნება. ასევე არ არის გამორიცხული სიახლის შეტყობა, რაც ძირ-ფესვიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას და ოჯახში ურთიერთობებს გაართულებს. ერიდეთ გადაღლას, - ეს ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
კურო. თქვენ აღმოჩნდით მატარებელში, რომელიც საოცარი სისწრაფით მიიჩქარის. არ მოგწონთ თანამგზავრები და მატარებლიდან ჩასვლაც კი გინდათ, მაგრამ... თქვენ ორი ვარიანტი გაქვთ: ან მწყობრიდან უნდა გამოიყვანოთ მატარებელი მის გასაჩერებლად, ან უნდა დაელოდოთ შემდეგ გაჩერებას. არჩევანი თქვენზეა.
ტყუპები. დღეს არაჩვეულებრივი დღე გექნებათ რათა გახადოთ თქვენი კარიერა უფრო პერსექტიული და ძალიან ბევრს მიაღწიოთ. შეგიძლიათ უარი თქვათ ჩვეულ დამღლელ საქმეებზე და წაიფილოსოფოსოთ მეგობართან ერთად ჭიქა ღვინოზე. სწორედ დღეს შეძლებთ გაიხსნათ. თუ არსად წასვლის სურვილი გაქვთ, მაშინ კარგი წიგნი წაიკითხეთ.
კირჩხიბი. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. მხოლოდ აზრები უნდა მოიკრიბოთ და ჩვეულზე მეტი იშრომოთ. ახალი იდეები და გეგმები მხარდაჭერას ჰპოვებენ თანამშრომლებსა და მეგობრებში. საღამო ბავშვებთან ან ახლო ნათესავებთან ერთად გაატარეთ, - მათ ენატრებით.
ლომი. აქტიური საუბრის ინიციატივისთვის არ იქნებით განწყობილი. ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომაც არ ღირს მისკენ წრაფვა. ნუ გადაიღლებით სამსახურში - ეს მთლიანად წაგართმევთ ენერგიას. განწყობაზე კარგად იმოქმედებს ქალაქგარეთ გასეირნება.
ქალწული. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს დღეს ოცნებების ასრულება გელით, მაგრამ შეეცადეთ დროული რეაგირება მოახდინოთ და არ გაუშვათ ხელიდან შანსი. ზოგიერთი ქალწულებისთვის მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც გავლენას მოახდენს არა მარტო საქმიან, არამედ პირად ცხოვრებაზეც. შეეცადეთ დაუთმოთ ყურადღება მშობლებს და მეორე ნახევარს.
სასწორი. სასწორებისთვის ეს ორმაგად ურთიერთგამომრიცხავი მოვლენების დღეა. არასასურველია აქტიური ქმედებები. სანამ რამეს ჩაიდენდეთ, შეჩერდით და დაფიქრდით, სწორად იქცევით თუ არა. თქვენი მეხსიერება წარსულის მკაფიო მოგონებებს დაგიხატავთ, წარმოსახვა კი ძალიან მუქ ფერებში ხედავს სამომავლო პერსპექტივებს. ამ დღეს უნდა შეხვდეთ თქვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს და გაუზიაროთ მათ თქვენი შფოთვისა და წინათგრძნობების შესახებ. შეხვედრის შემდეგ შვებას იგრძნობთ.
მორიელი. მოიშორეთ ცუდი განწყობა და გაურკვეველი შფოთვა. ყველაფერი მხოლოდ გეჩვენებათ ცუდად. სინამდვილეში საქმეები გაცილებით უკეთ მიდის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.
მშვილდოსანი. დღეს ყველა დატვირთვა მინიმუმამდე დაიყვანეთ. ერიდეთ ტვინისა და თვალების გადაღლას. ნუ დაიწყებთ საქმეების დაპროექტებას. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ. სექსისაგან თავის შეკავება გმართებთ.
თხის რქა. შესაძლოა ძალიან პერსპექტიული საქმე შემოგთავაზონ, მაგრამ დათანხმებას ნუ იჩქარებთ სანამ ყველაფერზე კარგად არ დაფიქრდებით. ძირითად საქმეზე ძალიან კარგ შედეგებს მიაღწევთ. საღამოს დასვენება მოიწყვეთ მეგობრებთან ერთად.
მერწყული. თქვენ კიდევ ერთი ინტენსიური სამუშაო დღე გელოდებათ. ისე გაგიტაცებთ საქმე, ბიზნესი და ეკონომიკური საქმეები, რომ საერთოდ დაგავიწყდებათ დასვენება, - და სულ ტყუილად: ძლიერი გადაღლა ჯანმრთელობის გაუარესებით გემუქრებათ. ყველაფერი გონივრულად უნდა აკეთოთ. საღამოს მოდუნდით, შესვით ჭიქა ღვინო და წამოწექით დივანზე.
თევზები. ყველა თქვენი აზრი ამ დღეს ოჯახისკენ იქნება მიმართული. დღის განმავლობაში თქვენ შეძლებთ ნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ურთიერთობები ნათესავებთან და მეზობლებთან. ამ დღეს წარმატებული იქნება სახლის რემონტი ან ავეჯის შეძენა. მოსალოდნელია გაწყვეტილი მეგობრული კავშირების აღდგენაც. არაა გამორიცული, რომ თქვენი წინათგრძნობები ძალიან მალე ასრულდეს.
ავტორი: ემილი.
2021-02-25.
წყარო |