ვერძი. დღეს თქვენ გირჩევნიათ ჩრდილში იყოთ და თქვენი პარტნიორული ურთიერთობები სააშკარაოზე არ გამოიტანოთ. ადამიანებთან დიალოგი ძალიან კონსტრუქციული და შთამბეჭდავი იქნება. თუ ძალა არ შეგწევთ რაიმე სახის დავალებას თავი გაართვათ, აირჩიეთ ამისთვის შემოვლითი, მოქნილი გზები, რომელიც უჩვეულო გადაწყვეტის შსაძლებლობას მოგცემთ, სიამოვნებას მოგანიჭებთ თქვენც და სხვებსაც. თქვენსა და ახლობელ ადამიანებს შორის შეიძლება წრმოიშვას აუხსნელი ტელეპატიური კავშირი. შეეცადეთ არაფერი მოიმოქმედოთ რაც პირდაპირ კავშირში არაა შესასრულებელ დავალებასთან და ამით დაზოგოთ ენერგია.
კურო. ეს დღე ოჯახური ურთიერთობების დალაგებითაა აღსანიშნავი. ამ პერიოდში მხოლოდ იმ პირობოთ წახვალთ ბარიკადებზე, თუ ყველაფერი წინასწარ გათვლილი გექნებათ და შედეგებში დარწმუნებული იქნებით. მოსალოდნელია არაეფექტურობა საქმიანობაში. ეს საუკეთესო დროა სიყვარულში გამოსატყდომად, შესარიგებლად და პატიებისთვის პირად კავშირებში, ასევე ალერსიანი ურთიერთობების დემონსტრირებისა და დამოკიდებულებებისათვის. სასიყვარულო პაემანი ბედნიერებას და ჰარმონიულობას გპირდებათ.
ტყუპები. არც იფიქროთ განაწყენება ამ დღის მოვლენების გამო და მით უმეტეს თქვენი ცხოვრების ტრაგიკულად აღქმა და ცუდი განწყობა. ეს დრო ასევე გიბიძგებთ ცდუნების აყოლისაკენ ისეთი მიზეზებით, როგორიცაა სიყვარული, გულუბრყვილობა, თანაგრძნობა, ქველმოქმედება, დამეგობრების სურვილი, საკუთარი ან ვინმესთან საზიარო შეხედულებების აკვიატება, ნახევრად ფანტასტიკური იდეების განხორციელების წყურვილი. შეიძლება გამართლდეს თქვენი ინსტიქტური უნდობლობა ზოგიერთ ადამიანთან, კომუნიკაციის საშუალებებთან ან ინფორმაციის წყაროსთან. სამსახურეობრივ სფეროში საღი აზრი შეგიწყობთ ხელს ინტრიგნების განეიტრალებაში. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტებისა და წამოწყებების განხორციელებისათვის.
კირჩხიბი. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი იქნება პროფესიული საქმიანობისთვის. კონფიქტში ჩართვის გარეშე შეძლებთ კონფლიქტის დამწყების ან დაზარალებულისთვის დაძაბულობის მოხსნას და მათი ენერგიების საქმისაკენ მიმართვას. მოსალოდნელია სამსახურის ან პროფესიის შეცვლა, მშობლებთან, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანებთან განხეთქილებები, ბედის მოულოდნელი დარტყმები და მოგზაურობაში დაბრკოლებები. შეეცაეთ დილის საათებისთვის დაგეგმოთ შედარებით მნიშვნელოვანი მოქმედებები, რომლებიც სითამამესა და ენერგის ხარჯვას მოითხოვენ. ბედის ირონიით საკუთარი პრინციპებით მოქმედებაც რთული აღმოჩნდება ამ დღეს თქვენთვის.
ლომი. ნებისყოფა, მოქმედებების წყურვილი და თავგადასავალები. ამ დღეს შეგიძლიათ გამდიდრდეთ ახალი შთაბეჭდილებებით და ამით დაიმუხტოთ თავი დიდი ხნით. მაგრამ ვისაც საკმარისად არ ენდობით, სიფრთხილე გამოიჩინეთ. სავარაუდოდ არ გექნებათ კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ადამიანების ნდობის დონეს განსაზღვრავთ. ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას, - შესუსტებული გაქვსთ შარდ-სასქესო სისტემა და თირკმელები (მოსალოდნელია კენჭის გავლა ან მასთან დაკავშირებული პრობლემები). დაუკავშირდით სხვა ქალაქში ან უცხოეთში მცხოვრებ ნაცნობებს, უყურეთ შემეცნებით ფილმებს, პროგრამებს, იკითხეთ საკამათო თემების განხილვები ინტერნეტ სივრცეში.
ქალწული. საკუთარი ცხოვრების რაც შეიძლება უკეთ მოწყობის მცდელობებში მარტო არა ხართ. აქტიური ურთიერთქმედებების მოთხოვნის გარეშე შეეცადეთ გაერკვეთ მახასიათებლებსა და დეტალებს შორის არსებულ კავშირებში. ასევე მიზანმიმართულად გაფართოებას მოითხოვს თქვენი პროფესიული კონტაქტები. რაც მეტად მოგეცემათ თავისუფლება და შემოქმედებითი დამოუკიდებლობა, მით უფრო მაღალი და საიმედო იქნება თქვენი წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში. შესაძლებლობა გექნებათ კონსტრუქციული ცხვლილებები შეიტანოთ ოჯახში და პირად ურთიერთობებში.
სასწორი. მთელი დღის განმავლობაში თქვენი პარტნიორების მხრიდან მომატებული გაღიზიანების, დათმობის სურვილის არქონის, ზოგჯერ კი დაუფარავ, ბავშურ ჭირვეულობის დემონსტრირებას ექნება ადგილი. საწარმოო, სამედიცინო, სამეცნიერო ექსპერიმენტები წარმატებებს გპირდებათ სირთულეების გავლით. დღეს ასევე შეგიძლიათ ხელფასის მომატების იმედი იქონიოთ. არ გაწყენდათ მაშინვე გეფიქრათ საკუთარი შემოქმედების სწორ (გონივრულ, კანონიერ, ოფიციალურ) გაფორმებაზე. რადგან სწორედ ეს იქნება გარანტი თქვენთვის ნამდვილი თავისუფლებისა და სიმშვიდისა. სამთავრობო სააგენტოს (მაგალითად, საბაჟო, საგადასახადო ინსპექცია..) მოსანახულებლად ადრიანი დილა აირჩიეთ - სწორედ ამ პერიოდში გექნებათ შანსი ადგილზე მიუსწროთ უფროსი თანამდებობის პირებს და შეუფერხებლად მიიღოთ საჭირო ინფორმაცია ან ხელმოწერა.
მორიელი. ძალიან კარგი დროა საორგანიზაციო სამუშაოებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისათვის, ფინანსური, საწარმოო, საკანცელარიო საკითხების გადასაწყვეტად, კონკრეტულ, მკაფიოდ განსაზღვრულ თემებსა და მიმართულებებზე შეხვედრების ჩასატარებლად. შესაძლებელია ახალი ეტაპი ცოლ-მქრულ ცხოვრებაში ან ერთობლივი ინიციატივა კომერციულ, ინფორმაციულ, სატრანსპორტო, საგანმანათლებლო სფეროში. სხვა ქალაქში მოღვაწე ან უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტები ფინანსურად მოტივირებული იქნება. ოფიციალურ საუბრებში შეეცადეთ მხოლოდ არსებულ საგანს შეეხოთ. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ ტელეფონი გათიშოთ, რომ ამ დღეს არ შეგაწუხონ.
მშვილდოსანი. თქვენ შეძლებთ ეფექტურად გამოხატოთ საკუთარი იდეები, გარკვეული სიახლეები გაატაროთ სამსახურში, ოპტიმალურად შეძლოთ თანამშრომლების გონებრივი შესაძლებლობების გამოყენების ორგანიზება.მოსალოდნელია დაუდევრობა საყოფაცხოვრებო საქმიანობაში, რაშიც ჩართული ხართ. ამის მიღწევას შეძლებენ პირველ რიგში მეცნიერები, ინჟინრები, გამომგონებლები, მედიცინის წარმომადგენლები, ინფორმაციულ თუ სატრანსპორტო კომპანიებში მომუშავე პირები, ასევე ნებისმიერი უცნაურ სფეროში მოღვაწე ადამიანები. დღის საათები შეგიძლიათ დაუთმოთ დაწყებული საქმეების დასრულებას ან მარტივი პრობლემების მოგვარებას. შეგიძლიათ ურთიერთდამოკიდებულების დემონსტრირება მოახდინოთ ან დაალაგოთ ერთობლივი გეგმები.
თხის რქა. ამ დღეს თქვენთვის საზიანო იქნება გადაღლა, შეციება და ორპირ ქარში ყოფნა. ძალიან მოგებული დარჩებით, თუ დილიდანვე დაგეგმავთ თქვენს სვლებს და არ მოცდებით უმნიშვნელო საკითხებზე, ხუმრობებსა და უაზრო იდეალისტურ წინადადებებზე. ყველაზე საიმედო დასაყრდენი თქვენთვის საკუთარი საღი აზრი და წარსული გამოცდილება იქნება. ასეთი ცვლილებებისათვის ერთადერთ დაბრკოლებად შეიძლება იქცეს თქვენი ღრმად დაფარული მორცხვობა, შებოჭილობა - და სწორედ მათგან თავის დაღწევას შეეცადეთ. შესაძლებელია თქვენთვის მართლაც ღირდეს სახლის ცხოვრებასთან დაკავშირებული ცალკეული ასპექტების გადახედვა, ოჯახის წევრებისთვის მეტი თავისუფლებისა და შემოქმედებითი დამოუკიდებულობის მინიჭება.
მერწყული. შესაფერისი დროა საკუთარი მოვალეობების, პასუხისმგებლობების, დავალიანებების გამო თავს შემოხვეული დაძაბული ფიქრებისგან განსათავისუფლებლად. ბავშვებზე ზრუნვა სიხარულს მოგანიჭებთ და ნამდვილი ოპტიმიზმის წყაროდ გექცევათ. კარგი იქნება თუ რომანტიკული საუბრების, სექსუალური კონტაქტების და სოციალური გასართობებისგან თავს შეიკავებთ. იზრდება დაგვიანებისა და გზაში შექნილი პრობლემების ალბათობა. თქვენგან დახმარებასა და მხარდაჭერას ელოდებიან მეგობრები, ახლობელი ადამიანები და ბავშები.
თევზები. შეეცადეთ უარი თქვათ საკუთარ ამბიციებზე და დრო გაატაროთ ვიწრო წრეში მათთან ერეთად, ვისაც ბოლომდე ენდობით. მოსალოდნელია სიზმარში გამოცხადება. იფანტაზიორებთ სად უნდა ატაროთ დრო დღის განმავლობაში, მაგრამ საღამოს მოსვლასთან ერთად უფრო დაკვირვებული და პრაქტიკული გახდებით. საკუთარი მოსაზრების დაცვა ან დამტკიცება მარტივი არ იქნება. ფიზიკური დატვირთვა (აერობიკა, სპორტული ვარჯიშები ან შეჯიბრებები, ფეხით ხანგრძლივი სიარული) გაგიადვილდებათ.
ავტორი: ემილი.
2020-02-27.
წყარო |