მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
გადაეცით ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ

ძალიან საყვარელი რეპეტიტორი მყავდა (საგანს რა მნიშვნელობა აქვს - არაფრით გამოვირჩევი ჩემი თაობის უმრავლესობისგან ) - ზუსტად იმ ვიზუალის და ხასიათების, როგორიც ამ საქმიანობით დაკავებულ ადამიანს ,,ევალება" მშობლების მხრიდან ,,respect"- ის  დასამსახურებლად. (მე ,,ბებერი" ვარ - უკვე. შორეული 90-იანების ამბავს ვყვები)  დაბალი, სრული, გაუთხოვარი ქალბატონი (დისერტაცია ჩამონათვალის სავალდებულო ნაწილია ისე... )  - უზარმაზარი გამადიდებელი სათვალეების გამო - უფრო დიდი და ელამი თვალებით, ზაფხულშიც კი - მხრებზე მოსხმული თბილი კუბოკრული პლედით და აზელილი რუსულ-ქართული ლექსიკონით...  მოხდა ისე, რომ რაიონიდან ჩამოსულმა მორიდებულმა (უფრო კი - დაკომპლექსებულმა) გოგომ სხვებზე მეტად შევაყვარე თავი და თუ მუსიკალური სასწავლებლიდან მოვდიოდი - იძულებული ვიყავი, მეცადინეობის დაწყებამდე  ჩაი მიმერთვა - ასევე გაუთხოვარ, პედიატრ დასთან ერთად. ბოლოს რაღაც ოჯახურ სიმყუდროვეში გადაიზარდა ჩვენი საუბრები ფინჯან ჩაისთან. სიამოვნებით ვისმენდი ჩემთვის სრულიად უცხო სოც-კულტურულ ჩარჩოში მცხოვრები ქალბატონების ისტორიებს, რომელთა გეოგრაფიაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს არეალს არ სცილდებოდა, როგორც წესი...   ძალიან სასაცილო სცენაა - პირდაღებული მცხეთელი პროლეტარი პლებეი (ეს სულ მე)  და ორი ძალიან საყვარელი და..  (მე მგონი, კონკიას ზღაპარში რომ ფერიები არიან,  დები, ამათგან გადმოიხატა დისნეის ანიმატორმა...)   როდესაც ურთიერთობები კიდევ უფრო დათბა, "ზალაში" გარდაცვლილების კუთხეც მაჩვენეს. კედელზე იერარქიულად ჯერ მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები, მერე წინაპრები - სამი თაობის ბებია- ბაბუები; მშობლები და ბოლოს სასაცილოდ თვალებგადმოკარკლული მუზა...  - ის მუზა არა -  მითოლოგიიდან რომელიმე -  მუზიკო - 18 წლის ასაკში, გულის უკმარისობით და თიაქრის ოპერაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი პაწაწუნა შავი ძაღლი იყო  (ბავშვობიდან ასოციატიურად მგონია რომ მაგ ძაღლების ჯიშსაც კი - მიკი უნდა ერქვას. ზუსტად ვიცი,  უმეტესობა თქვენგანი უკვე მიხვდა რომელსაც ვგულისხმობ).  ერთი სიტყვით, ახლობლების დაჟინებული თხოვნა/მოთხოვნა/პროტესტის მიუხედავად - მიცვალებულთა ხსენებისთვის ანთებული სანთლები და კანდელი - ჩვენს პატარა ოხფეხსაც უნათებდა ,,იმიერს" (არ ვიცი ძაღლების ამბავი მანდ როგორაა.  არავინ მიწყინოს - არ ვმკრეხელობ -  გულწრფელი ვარ...) და მისი ბიოგრაფიის მთხრობელმა იქვე, ჩემი თანდასწრებით, ცხარე ცრემლები აღვარღვარა... 

რამ გამახსენა ეს ,,ზალა" ოთახი/მუზეუმი და - GOT - ის მერვე სეზონს რომ ვუყურებდი და სუნთქვაშეკრული ველოდი სრულიად პლანეტასთან ერთად  - რით დამთავრდებოდა ღამის მეფისა და მკვდრების არმიის ინტერვენცია ვინტერფელში (ჩემმა გოგომ - იმედები არ გამიცრუა - არია forever! ), ჩემდაუნებურად გამეფიქრა:  - მარტინმა - სრულიად არაორიგინალურად (არაოროგინალურია აბა რაა - არ მოვყვები რამდენი წელია ჰორორ ჟანრი წალეკა ზომბი ინტერვენციის თემატიკის წიგნებმა თუ ფილმებმა.ზომბებიც -  მკვდრები არიან), ბევრი ფიქრის გარეშე - მოძებნა ადამიანისთვის ყველაზე დიდი და საშიში მტრის სახე. ყველა შიში - სიკვდილის შიშამდე დადის ბოლოს...   

(იმ ერთეულ ,,უცხოგალაქტიკელებს" არ ვგულისხმობ - ,,სიკვდილის გზა არ რა არის ვარდისფერ გზის გარდაო" - რომ გამოგვიცხადეს ამაყად... )

ყინვას და ბრძოლას შეჩვეულ ჩრდილოელებს - მტრად მოსული მკვდრების დანახვაც კი შიშის ზარს სცემდა...   - აი ჩვენ კი -  მშვიდობიანად თანავცხოვრობთ გარდაცვლილებთან...  არ ვუშვებთ ჩვენი ცხოვრებიდან...  - ძაფებს ვაბამთ, რომ რამენაირად არ დავკარგოთ კავშირი -   კედლებს გადიდებული ფოტოებით ვავსებთ...  გარდაცვალების ადგილებზე - ჯვრებს ვდგამთ...  წყაროებს ვაკეთებთ და შესანდობარ ტექსტებს ვაწერთ კედლებზე - ,,ვინც დალიოს - მომიხსენიოს" და ა.შ...  სასაფლაოებზე დღესასწაულებს აღვნიშნავთ...  ჩემი თინეიჯერობის დროის ისტორიაა - გარდაცვლილი თვითმკვლელი ბიჭი ,,თაფლში"...  ასევე ჩემი ბავშვობის პერიოდის უმძიმესი მოგონებებია - 7 - 8 დღიანი პანაშვიდ/სამძიმრები, ზოგჯერ - საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრების მოლოდინში - კიდევ უფრო გახანგრძლივებულიც...   მეტიც -  საცხოვრებელი სახლი ვნახე ქუთაისში - საფლავზე აშენებული სახლი... (წიგნების კარადაც იყო ისე იქ - ინტერესი მკლავს რომელი წიგნები უყვარდა და ისე როგორ უყვარდა იმ ცხონებულს - იქაც რომ გააყოლეს...) 

ბევრ თქვენთაგანს აქვს ალბათ ნანახი ნინო კირთაძის ფილმი - ,,გადაეცით ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ"...   მე სტუდენტი ვიყავი და მახსოვს როგორ განვიცადე - ბავშვების იძულებითი ურთიერთობა მკვდარ მამასთან... იქ კოცნის სცენაა - ბებია აიძულებს (ასეა ზუსტად! - კარნახობს ქმედებას და ამას გამართლება არ აქვს! ) შუბლზე აკოცოს მიცვალებულს...  არ მინდა იმის წარმოდგენა - იქ - ოჯახის წევრების ფსიქიკაში რა ხდება... 

სიკვდილს ვინ გაექცევა... ,,ვერ დაიჭირავსო" - თქვა იმ სულგანათლებულმა და ყველას გვესმის რომ - ყველაფერი რაც მოკვდავია - უნდა მოკვდეს...  უბრალოდ - სიცოცხლე იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად ყველაფერზე მეტი - სანამ გვეძლევა საშუალება - დავმარხოთ ჩვენი მიცვალებულები (ეს არაა ღალატი... ) და მათთან შეხვედრამდე - სავსე ცხოვრებით ვიცხოვროთ...

P.S. გუშინ დიდი დიღმის გადასახვევთან ამ ჯვარს გადავაწყდი...   ალბათ დიდი ხანია აქაა... არ ვიცი, შეიძლება სულაც ტაძრის აშენებისთვის გამოყოფილი ადგილის აღმნივშვნელია, მაგრამ - მე, ჩემდაუნებურად ის ჯვრები გამახსენდა, სულ რომ ვხვდები გზების გასწვრივ და სიკვდილზე დავიწყე ფიქრი... 

P.S.S. უილიამ პოლ იანგის ,,ქოხის" წაკითხვა მინდა... გული მწყდება რომ არ არსებობს ქართული თარგმანი - გამომცემლობები დაგვპირდნენ - ვთარგმნითო... (იმედია)    ფილმად ვნახე და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა...  საოცარია როგორ ამზადებენ მთავარ პერსონაჟს კულმინაციური სცენისთვის - სადაც - საკუთარი შვილი უნდა ,,დამარხოს" (გამოიგლოვოს და შეეგუოს...)  და მკვლელს აპატიოს...  როგორც იტყვიან - არ დაგასპოილერებთ - ფილმი ღირს ნახვად...    

P.S.S.S.  ბანალური ფინალი გამომივა - მაგრამ - ,,რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს...  „  - ზუსტად  კონტექსტშია...  

 

ავტორი: ლიკა მახათაძე

2019-05-21.

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO