მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
2020 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყოველი ნიშნისათვის

alt

ვერძი. (21 მარტი-20 აპრილი)

სიყვარული. თქვენ ჭკვიანი, მომხიბველი, ფინანსურად დამოუკიდებელი ხართ, მაგრამ სასოწარკვეთას მისცემიხართ, რადგან სიყვარული ვერ გიპოვიათ? წლის მბრძანებელი ვირთხა ყველაფერს გააკეთებს რათა ღირსეულ პარტნიორს შეგახვედროთ იმ პირობით, რომ დაივიწყებთ ამოეფაროთ სამუშაოსა და კომპლექსებს. ნუ შეუშინდებით საკუთარი გრძნობების გამოხატვას, - ეს შარმსა და თვითდაჯერებულობას შეგმატებთ მხოლოდ. დაქორწინებულ ვერძებს კი ემოციებისგან თავშეკავება გმართებთ. არაა საჭირო ყოველ ჯერზე სკანდალების გამართვა. დაშორების დიდი საშიშროება არსებობს, რაზეც სინანული მოგიწევთ. 

სამუშაო და ფინანსები. მოუთმენლობამ, მღელვარებამ და ადგილების წარა-მარა გამოცვლამ წლის დასაწყისში, შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ. ახლო მეგობრებიდანაც მიღებული მიმზიველი შემოთავაზებაც კი კარგად აწონ-დაწონეთ, გაიაზრეთ მინუსები და პლიუსები. ეს განსაკუთრებით ეხება სესხებს, ინვესტიციებს "ძალიან მომგებიან ბიზნესში" და სხვა სწრაფ, მარტივ შემოსავლებს. ფულთან დაკავშირებული პრობლემები არ გელოდებათ. შემოდგომის დასაწყისში მიღებული მოულოდნელი მოგება კი მნიშვნელოვნად გააძლიერებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.

ჯანმრთელობა. ვერძებო, გაუფრთხილდით ნერვებს, რადგან, როგორც ცნობილია, ყველა დაავადება აქედან მოდის. ამ წელს თქვენთვის პირველ ადგილზე ფსიქოლოგიური კომფორტი ინაცვლებს. იყავით ლამაზი ნივთებისა და სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. გამოიჩინეთ ზომიერება ყველაფერში - კვებიდან დაწყებული, ფიზიკური დატვირთვით დამთავრებული. ყურადღება მიაქციეთ კბილებს. ექიმთან დროული ვიზიტი ბევრი პრობლემისგან გადაგარჩენთ, მათ შორის ფინანსური პრობლემებისგანაც.

alt

კურო (21 აპრილი - 20 მაისი).

სიყვარული. შეიყვარეთ, იფლირტავეთ, მაგრამ გემუდარებით, ნუ დაკარგავთ დროს იმ ადამიანებზე, ვინც თქვენი ფრჩხილის ფასადაც კი არ ღირს. თქვენ რა, ვერ ამჩნევთ როცა თქვენი ფინანსებით და კავშირებით ურცხვად სარგებლობენ?! მცდელობის მიუხედავად თავიდან ვერ აიცილებთ მკვეთრ ცვლილებებს სასიყვარულო ურთიერთობებში, ამიტომ შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების იმედი გქონდეთ. ზამთრის დასასრულს მოსალოდნელია დაგირეკოთ ან დამეგობრება გთხოვოთ ყოფილმა რჩეულმა. აქ შეგიძლიათ გაიხსენოთ გამონათქვამი: " ნუ დაუბრუნდებით ყოფილ შეყვარებულებს, რადგან ყოფილი შეყვარებულები არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ ეგზემპლარები".

სამუშაო და ფინანსები. ეს წელი აქტიურ და შეუპოვარ კუროებს გულუხვად დაგასაჩუქრებთ ფულითა და ახალი პროექტებით. მართალია, მუშაობა დღე და ღამე მოგიწევთ, მაგრამ ეს ხელმძღვანელობასთან დაგაახლოვებთ და საშუალებას მოგცემთ ახლო მომავალში ახალი პერსპექტიული თანამდებობის იმედი გქონდეთ. გაზაფხულის დასასრულს შესაძლებელია მივლინება ან შორეული მოგზაურობა, რომლის შემდეგაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. თქვენ შეძლებთ მთლიანად მიუძღვნათ თავი შემოქმედებას და აღარ იფიქროთ "საარსებო პურზე". ამაზე ხომ მუდამ ოცნებობდით?! 

ჯანმრთელობა. თქვენ უკიდურესობები გახასიათებთ. ან დიეტებით იკლავთ თავს, ან ორ-ორ კრუასანს მიირთმევთ საუზმედ ტკბილ ყავასთან ერთად. ყველაფერში დამნაშავე კი თქვენი გამუდმებით სტრესული სამუშაოა. თუ ამის თავიდან აცილება არ შეგიძლიათ, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად დატოვეთ ის. ფეხით სიარული - 1 საათით სამუშაო დღეებში და 2 საათით შაბათ-კვირას - ენერგიასა და სულის სიმხნევეს შეგმატებთ. ყოველი შესაძლებლობისთანავე გადით ქალაქგარეთ: გარემოს შეცვლა მაგიურად იმოქმედებს თქვენზე.

alt

ტყუპები (21 მაისი - 21 ივნისი).

სიყვარული. თუ ადრე მრავალფეროვნებისა და ახალ-ახალი შთაბეჭდილებებისკენ ილტვოდით, 2020 წელს თქვენი აზრები და გრძნობები ერთი ადამიანისკენ იქნება მიმართული. და რაც ყველაზე საოცარია, - თქვენ არ მოიწყენთ!  გაზაფხულის შუა რიცხვებამდე ურთიერთობებში საკუთარი თავის რწმენის დეფიციტი და შფოთვა შეგაწუხებთ. მოვლენები თავის ნებაზე მიუშვით, არ ღირს ჩარევა. სექტემბერში უკვე ზუსტად გეცოდინებათ რომელი მიმართულებით უნდა იმოძრაოთ. - შესაძლებელია, რომ არსებულის საპირისპიროდ. ასე თუ ისე, თქვენ დაგიბრუნდებათ საკუთარი თავის რწმენა და თავს იგრძნობთ განსაკუთრებულად.

სამუშაო და ფინანსები. ამ წელს არც გქონდეთ იმედი, რომ ბედი დაგასაჩუქრებთ. აი, თქვენი შესაძლებლობებისა და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის იმედი ნამდვილად შეგიძლიათ გქონდეთ. ნუ იდარდებთ, თუ წლის დასაწყისში ეკონომიის გაკეთება მოგიწევთ, რადგან თქვენს შეთხვევაში ეს მხოლოდ ძვირფასი ნივთების ყიდვასა და ცდუნებებზე უარის თქმა იქნება. მსხვილ კომპანიებში დიდ ხნის წინ დასაქმებული ტყუპები შეძლებთ დაწინაურებასა და ხელფასის გაზრდას. შემოსავლის მუდმივი ზრდა გელით მათაც, ვინც საკუთარი ბიზნესით ხართ დაკავებული.

ჯანმრთელობა. თქვენ ისე გძულთ ავადმყოფობა (ან ვის უყვარს, რო?!), რომ ძლივს უძლებთ წოლით რეჟიმს და გამოჯანმრთელების პირველსავე ნიშნებისას უკანმოუხედავად გამორბიხართ სახლიდან. თუმცა ჯანმრთელობასთან დაუდევარი დამოკიდებულებაც საკმაოდ უსიამოვნო შედეგებს გიქადით. წლის დასაწყისში ჩაიტარეთ სრული გამოკვლევა და კორექტირება შეიტანეთ კვებით რეჟიმში. სხვა აქტიური სპორტის სახეობები ისეთი ეფექტური არ იქნება თქვენთვის, როგორც ცურვა და ტანვარჯიში.

alt

კიბო (22 ივნისი - 22 ივლისი).

სიყვარული. ახალი წლიდან თქვენი განწყობა ისე იცვლება, როგორც კალეიდოსკოპის სურათები. დღეს თუ მარტოობით ხართ ბედნიერი, ხვალ მოგესურვებათ დაუკავშიროთ ცხოვრება ადამიანს, რომელსაც კარგად არც კი იცნობთ. ექსტრემალურ ვარიანტად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის უკვე ქორწინებაში იმყოფება (უბრალოდ, არ მინდოდა იმ დრომდე ეს მეთქვა). ასე, რომ... ჩართეთ ხმამაღალზე თქვენი გონება და ნუ მოუსმენთ რას გეჩურჩულებათ გული. ამ ნიშნის დაქორწინებული წარმომადგენლები შეიძლება მთლიანად ჩაგითრიოთ რომანტიკამ თუ დროულად არ დაიჭერთ თავს.

სამუშაო და ფინანსები. კარიერის სწრაფი ცვლილებების იმედი არ გქონდეთ. სამაგიეროდ გეძლევათ უნიკალური შანსი განახორციელოთ საკუთარი იდეები და გაიჩინოთ საჭირო კავშირები. შემოდგომის დასაწყისში ჯილდო გელით შრომისოყვარეობისა და მოთმინებისათვის. ნუ შეგრცხვებათ მოყვეთ თქვენს წარმატებებზე და შეეცადეთ ხშირად იყოს ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებულად გაგიმართლებთ შემოქმდებითი პროფესიის მქონე წარმომადგენლებს, რომლებიც წლის დასაწყისში შეძლებენ მნიშვნელოვანი კონტრაქტის გაფორმებას და დივიდენდების მიღებას საკუთარი შემოქმედებიდან.

ჯანმრთელობა. ვარსკვლავები გირჩევენ ნებისმიერ სიტუაციში იხელმძღვანელოთ პრინციპით "არ მიიტანო გულთან ახლოს", რადგან გული თქვენთვის ყველაზე დაუცველი ორგანოა. ნუ გადადებთ კარდიოლოგთან ვიზიტს, შეასრულეთ მისი რეკომენდაციები და არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ თვითმკურნალობას ინტერნეტში მოძიებული რჩევების მიხედვით. ცუდი არ იქნებოდა იოგაზე ჩაწერილიყავით, სადაც სწორად სუნთქვას და რელაქსაციას შეგასწავლიან. შვებულებისთვის იდეალური დროა ივნისსა და სექტემბრის დასაწყისში. 

alt

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო).

სიყვარული. ყურადღებით დაუკვირდით ადამიანს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ცდილობს თქვენი ყურადღება მიიპყროს. სიყვარული ხომ ერთი შეხედვით არ ჩნდება. მაისში ურთიერთობები ისეთი ტემპით განვითარდება, რომ ბალანსის ძებნა მოგიწევთ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის. აირჩიეთ გრძნობა - ეს უფრო მნიშვნელოვანია! მათ, ვინც ქორწინებაში ან ხანგრძლივ ურთიერთობაში იმყოფებიან, შეიძლება მოეჩვენოთ, რომ უკეთესს იმსახურებენ. კრიზისის პიკი თებერვალ-მარტშია მოსალოდნელი. ეჭვებისა და იმედგაცრუების წუთებში გახსოვდეთ, რომ უკეთესი - კარგის მტერია. მტერი კი - რად გინდათ?!

სამუშაო და ფინანსები. თქვენ შეძლებთ უპრეცენდენტო მიღწევებს კარიერაში სახლიდან შორს. გაბედულად მიიღეთ შემოთავაზებები და გაემართეთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად. 2020 წელი ყველა გზას გაგიხსნით, მაგრამ წარმატებისთვის საკუთარ თავზე სერიოზული მუშაობა მოგიწევთ. იყავით თავშეკავებული და ფრთხილი ახალ თანამშრომლებთან ურთიერთობისას, რადგან ზოგიერთი მათგანი თქვენდამი სიმპათიით არაა განმსჭვალული და ზიანის მოყენების მიზნით კონფლიქტის პროვოცირება შეუძლია. აგვისტოში არსებობს საშიშროება არასწორად განაგოთ ფინანსები, განსაკუთრებით დიდი თანხები. დაფიქრდით თქვენს ხარჯებზე.

ჯანმრთელობა. შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაკავდეთ იმით, რაც სიამოვნებას განიჭებთ (განსაკუთრებით თქვენს სხეულს). მასაჟი, მანიკურ-პედიკური, კოსმეტიკური პროცედურები - კარგ შედეგს მოგიტანთ და ემოციურ ფონსაც აგიმაღლებთ. დიეტა აპრილსა და მაისში არც დისკომფორტს შეგიქმნით და საუკეთესო შედეგსაც მოგცემთ. შვებულება დაგეგმეთ აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში, გაატარეთ ის მშვიდ გარემოში, სადაც დისკოთეკების ხმაური არ შეგაწუხებთ.

alt

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი).

სიყვარული. მარტოხელა ქალწულებს ვარსკვავები საბედისწერო შეხვედრას გპირდებიან ზამთრის დასასრულს. ეს მოულოდნელად მოხდება და არაა გამორიცხული, რომ სახლიდან მოშორებით. იყავით გულწრფელი და ძალდაუტანებელი კომუნიკაციისას. რაც ნაკლებს გააანალიზებთ, მით უფრო ჰარმონიულად აეწყობა თქვენი ურთიერთობები მომავალში. ამასთან, თუ თქვენს მიმართ მერკანტილურ ინტერესს შენიშნავთ ახალი ნაცნობისგან, უკანმოუხედავად გაიქეცით. ხანგრძლივად ქორწინებაში მყოფ ქალწულებს პარტნიორთან ურთიერთობაში გლობალური დათბობა გელით. ახალ დაქორწინებულებს კი ვარსკვლავები გირჩევენ არ გადადოთ ბავშვის გაჩენა.

სამუშაო და ფინანასები. თქვენს ნიჭს შეამჩნევენ, წარმატებებს - აღიარებენ, გრჩებათ მხოლოდ გააგებინოთ ხელმძღვანელებს, რომ შექება ზედმეტი არ მოგივათ. თებერვლის ბოლოს ხელფასის მომატება მოითხოვეთ. შემოდგომით შესაძლებელია რადიკალურად შეიცვალოთ საქმიანობის მასშტაბები, თქვენი დიდი ხნის ჰობი უფრო მომგებიან საქმიანობად აქციოთ. წინ დიდი გზა გელით (თუმცა სხვაგვარად არც არასდროს ყოფილა), მაგრამ შედეგები, რომლებიც უკვე დეკემბერში მოიტანს ნაყოფს, ყველაზე თამამ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს. მხოლოდ გახსოვდეთ, რომ თქვენი გეგმები არავის გაანდოთ.

ჯანმრთელობა. სასწორებო, სასოწარკვეთა არა მხოლოდ მძიმე ცოდვაა, ის ნაბიჯიცაა მომავალი დეპრესიისკენ! სულ არაფრისთვის რომ არ გქონდეთ დრო, დილის გამამხნევებელი ვარჯიშისთვის მაინც გამოძებნეთ. ელემენტარული ვარჯიშები მკლავების, ფეხებისა და ზურგისათვის, დაზელვა და თბილი შხაპი ენერგიით აგავსებთ და თავად დარწმუნდებით  რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს უბრალო რაღაცეები. გაზაფხულის დასაწყისში კბილები შეგახსენებენ თავს. არ გადადოთ სტომატოლოგთან ვიზიტი.

alt

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი).

სიყვარული. წლის დასაწყისში ვარსკვლავები გჩუქნიან მოულოდნელ შეხვედრას ადამიანთან, რომელიც მრავალი წლის წინ გაიცანით. დააკვირდით მას, მოვლენები კი მიუშვით თავის ნებაზე. მარტში აშკარა გახდება მისი ნამვილი ზრახვები და აღმოჩნდება, რომ სრულ თანხვედრაშია თქვენს სურვილებთან. ნუ გაწელავთ დროს პასუხისთვის, უთხარით "დიახ" მაშინაც კი, თუკი გეჩვენებათ, რომ რამდენიმე თვით მოცდა არ გაწყენდათ. დაოჯახებულ სასწორებს ვარსკვლავები ბედნიერ ურთიერთობებს გპირდებიან თქვენს მეუღლესთან. კონფლიქტები შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული უთანხმოებების საფუძველზე.

სამუშაო და ფინანსები. ფინანსების მხრივ სტაბილური წელი არ გელით, მაგრამ ეს არაა საბაბი იმისათვის, რომ დაწყებული საქმე მიატოვოთ. მით უმეტეს, დავალიანება და სესხი წამოიკიდოთ. უმჯობესია დამატებითი საქმე აიღოთ, თუნდაც ნახევარ განაკვეთზე სამუშაო იყოს. ზაფხულის დასაწყისში საინტერესო შემოთავაზება გელით გავლენიანი ადამიანისგან, ვისთანაც ადრე პროექტზე გიმუშავიათ. არადამაჯერებლადაც რომ ჟღერდეს, მაინც დათანხმდით. შემოდგომით ახლო მეგობრის ან ნათესავის დახმარების იმედი გქონდეთ.

ჯანმრთელობა. ახალ წელს აკრეფილი კილოგრამების მოშორება გაჭიანურდება და გართულდება. გაითვალისწინეთ, რომ შიმშილობა თქვენი მეთოდი არაა. ანდეთ სპეციალისტს რაციონის შედგენა და მკაცრად დაიცავით მითითებები. გაზაფხულზე გაამყარეთ მიღებული შედეგი მასაჟებითა და ორგანიზმის გამწმენდი კურსით. წყალზე სიფრთხილე გმართებთ ივნის-ივლისში, რადგან ტრავმის მიღების საშიშროება არსებობს სპორტით დაკავებისას.

alt

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი).

სიყვარული. მარტოობა არ გემუქრებათ თუ ამას თავად არ მოისურვებთ. მორიგი მსუბუქი რომანის შემდეგ ახალ ძლიერ გრძნობაში გადაეშვებით. შემოდგომის დასაწყისში მაგნიტივით მიგიზიდავთ ადამიანი, რომელთანაც ერთი შეხედვით არაფერი გაქვთ საერთო. მიენდეთ გულს - ის არ მოგატყუებთ! დაქორწინებულ მორიელებსაც არა გაქვთ ცუდად საქმე. ბევრი სიხარული და აურზაური გელით, რომელიც სახლის გაფართოვებასთან ან რემონტთან იქნება დაკავშირებული.

სამუშაო და ფინანასები. სამსახურში თქვენი ავტორიტეტი ამაღლდება. თანამშრომლები თქვენი რჩევებით ისარგებლებენ და მნიშვნელოვან ინფორმაციებსაც გაგანდობენ. აუცილებლად გადაამოწმეთ ყველა ფაქტი, რადგან შესაძლოა შეგნებულად შეგიყვანონ შეცდომაში. თუ ერთ ადგილას ჯდომას მიეჩვიეთ, მოემზადეთ: წლის პირველ ნახევარში ხშირად მოგიწევთ მივლინებებში გამგზავრება, საქმიანი მოლაპარაკებები და პრეზენტაციები. ფინანსურად განსაკუთრებით გაგიმართლებთ ჟურნალისტებს, თარჯიმნებს, იურისტებსა და მწერლებს.

ჯანმრთელობა. უყურადღებოდ არ დატოვოთ სიგნალები, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი იძლევა. ამ წელს შვებულება დაგჭირდებათ დაგეგმილ დროზე უფრო ადრე. მოელაპარაკეთ ხელმძღვანელებს და აიღეთ ერთი-ორი კვირა მარტსა და აპრილის დასაწყისში. აირჩიეთ სანატორიუმი ან პანსიონატი შუა ზოლში. თუ დიდი ხანია გარეგნობის გაუმჯობესებაზე ფიქრობდით, ამისათვის საუკეთესო დრო ივნისი და ოქტომბერია. 

alt

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი).

სიყვარული. წლის დასაწყისში თქვენი პირადი ცხოვრება საპნის ოპერას მოგაგონებთ, რომელიც ჟანრის ყველა წესის დაცვითაა დადგმული. რაღაც მომენტში ვნებები ისეთი ინტენსიური გახდება, რომ ურთიერთობისა თუ ოჯახის შესანარჩუნებლად ბრძოლა დაგჭირდებათ. ზოგიერთი თქვენგანი ბრძოლის ველის დატოვებას უფრო ღირსეულ ნაბიჯად ჩათვლის. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ვარსკვლავები გიმზადებენ შეხვედრას ადამიანთან, მომელთანაც თქვენს თავს ძალიან თამამ ოცნებებში ხატავდით. შეხვედრა უჩვეულო გარემოებაში მოხდება: ან ლიფტში გაიჭედებით ორნი, ან ჩხუბი მოგიწევთ ბენზინგასამართი სადგურის რიგში... საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი რომანი და ყველას ნუ მოუყვებით რა ბედნიერი ხართ.

სამუშაო და ფინანასები. შემოსავლის მკვეთრი აღმავალი ტენდენცია თქვენს ცხოვრებაში დაიწყება შუა ზამთარში, მაგრამ ნუ დაიწყებთ ფულის უმიზნოდ ხარჯვას. მაისში გაუთვალისწინებელი ხარჯებია მოსლოდნელი ნათესავების ან ბავშვების საჭიროებების გამო. ეს ხარჯები ძალიან არ დაგაწვებათ, თუ ცოტ-ცოტას გადადებთ ხოლმე. აგვისტოში თქვენი პროუქტიულობა პიკს მიაღწევს. ხელმძღვანელები დაგიფასებენ ძალისხმევას და ახალ ამბიციურ პროექტს შემოგთავაზებენ. ეს პროექტი ფინანსურადაც რომ არ გაწყობდეთ, მაინც დათანხმდით.

ჯანმრთელობა. მიეცით საკუთარ თავს პირობა, რომ ღამე არ ჭამთ. უარი თქვით შაქარსა და ფუნთუშებზე. ეს ისეთი მცირედია, შედეგი კი გრანდიოზული იქნება. თქვენი სხეული ახლა ძალიან მგრძნობიარეა სიახლეების მიმართ. მალე შეამჩნევთ, რომ თავის ტკივილი, რომელიც წლების განმავლობაში გტანჯავდათ, ზედმეტ კილოგრამებთან ერთად გაქრება. ადრეულ გაზაფხულზე გაციებამ შესაძლოა ვირუსული ინფექციების პროვოცირება მოახდინოს. ჩაიცვით სეზონის შესაფერისად მიუხედავად ყველაფრისა.

alt

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი).

სიყვარული. ახალი ნაცნობების მიმართ გამახვილებული ყურადღება გმართებთ, რადგან ისინი შეიძლება სხვად გაჩვენებდნენ თავს. აღფრთოვანება შეიძლება მარტო იმედგაცრუებად კი არა, მატერიალურ ზარალადაც კი შემოგიბრუნდეთ. და საერთოდაც, შეგიძლიათ გამოემშვიდობოთ ოცნებას იდეალურ პარტნიორზე და ყურადღება დაუთმოთ მათ, ვინც თქვენთან ახლოს ცხოვრობს და მუშაობს. მათ შორის ღირსეული ადამიანები არიან. ვიღაც კი დიდი ხანია უიმედოდ არის თქვენზე შეყვარებული, - არ შეგიმჩნევიათ?! იმ თხის რქებს, რომლებიც ხანგრძლივ ურთიერთობაში იმყოფებიან, ვარსკვლავები ურჩევენ მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ თავიანთ რჩეულთან, ისაუბრონ აბსტრაქტულ თემებზე, მხოლოდ ფინანსებით და ბავშვების აღზრდით ნუ შემოიფარგლებიან.

სამუშაო და ფინანსები. წინ რთული, მაგრამ ძალიან პერსპექტიული წელი გელით. წარმატება მხოლოდ მათ ერგებათ წილად, ვინც ფრთხილად მოქმედებს და აწონ-დაწონილ გადაწყვეტილებებს იღებს. მარტსა და აპრილში მოსალოდნელია შემცირებები სამსახურში. მაგრამ ეს თქვენ არ შეგეხებათ. ზოგერთი თხის რქა ამ აურზაურის შედეგად მოგებულიც კი დარჩება და მას ახალ თანამდებობას შესთავაზებენ. მსხვილი შენაძენებისგან უმჯობესია შემოდგომამდე თავი შეიკავოთ: კრედიტის გარეშე ვერაფერს გახდებით, პირობები კი უკეთესი ამ დროს იქნება. სექტემბერში შეგიძლიათ გრძელი ვადით დადოთ მსხვილი თანხა ბანკში პროცენტიან ანაბარზე.

ჯანმრთელობა. ნუ შეიკავებთ ემოციებს. რისხვისას საშიში ხართ. ამიტომ ორთქლის გამოშვება კარგი იქნება ფიზიკური დატვირთვით, ვარჯიშით, სეირნობით და მოგზაურობით. როცა იგრძნობთ, რომ ზღვარზე ხართ, მიატოვეთ ყველაფერი და უახლოეს პარკში გადით ენერგიის დასახარჯად. ეს განსაკუთრებით იმ თხის რქებს ეხებათ ვისაც კუჭის პრობლემები ან წნევები აწუხებს. ისე კი აბების მიღების ნაცვლად თქვენს სხეულს იოგა და ვარჯიში უფრო მოუხდება და თუ ივარჯიშებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა გაქრება.

alt

მერწყული (21 იანვარი - 19 თებერვალი).

სიყვარული. თქვენი ურთიერთობები და გრძნობები მთელი წლის განმავლობაში სიმყარეზე გამოცდებს გადიან. თავი შეიკავეთ საყვადურებისა და ბრალდებებისგან, აკონტროლეთ სიტყვები: შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ და სამაგიეროდ ვერაფერი მიიღოთ. მზად იყავით კომპრომისებზე წასასვლელად ისეთ საკითხებში, რაც ადრე თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. მარტოხელა მერწყულებს სიფრთხილე გმართებთ ახალი ნაცნობობის შეძენისას, განსაკუთრებით კი აგვისტოში, რადგან შეიძლება მოგატყუონ და უსიამოვნო ისტორიაში ჩაგითრიონ.

სამუშაო და ფინანასები. ნუ განაწყენდებით თუ მოგეჩვენათ, რომ სამსახურში ვერ გამჩნევენ. ეს ასე არაა. ხელმძღვანელები გაფასებენ. თქვენ კი ვალდებული ხართ დრო და დრო მოახსენოთ ხოლმე არამარტო საკუთარი მიღწევები, არამედ სირთულეებიც. მარტსა და აპრილში ყურადღებით დაუკვირდით თანამშრომლებს. ვიღაცამ შეიძლება განზრახ შეგილახოთ ავტორიტეტი კოლექტივში. შემოდგომით შემოსავალი გაიზრდება. მოსალოდნელია პრემიები, ბონუსები და სხვა სასიამოვნო სიურპრიზები.

ჯანმრთელობა. თქვენ, უბრალოდ, ვალდებული ხართ აიღოთ სრულფასოვანი შვებულება მთელი თვით და არ დაჯერდეთ მხოლოდ რამდენიმე დღიან დასვენებას შაბათ-კვირას, როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე. მოგზაურობისთვის ხელსაყრელი პერიოდი მარტსა და ივნისში გაქვთ. დასვენება დაგეხმარებათ აღიდგინოთ ძალები და მოიშოროთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა. გაწუხებთ ფეხებში სიმძიმე? - ჩაიტარეთ გამოკვლევა მიზეზის დასადგენად. 

alt

თევზები (20 თებერვალი - 20 მარტი).

სიყვარული. პირველ რიგში მარტოხელა თევზებს შეგეხებათ დიდი ცვლილებები პირად ცხოვრებაში. შუა გაზაფხულზე მოსალოდნელია რომანი გაცილებით უმცროს ადამიანთან, რომელიც თქვენს წრეს არ ეკუთვნის. ეს დიდხანს არ გასტანს და უკვე გაზაფხულის ბოლოს თქვენი გზები გაიყრება. დაოჯახებული თევზებისთვის ყველაფერი სტაბილური და პროგნოზირებადია თუ ფინანსებთან დაკავშირებულ უთანხმოებებს არაფრად ჩავთვლით.

სამუშაო და ფინანასები. ზამთრის ბოლოს შემოთავაზება გექნებათ სამსახურზე, რაზეც უარის თქმას ვერ შეძლებთ. ძველ კოლექტივთან გამომშვიდობება ადვილი იქნება, ახალი გუნდი კი გულთბილად მიგიღებთ. ფული რეგულარულად შემოგივათ, მაგრამ სწრაფადვე გაგიქრებათ ხოლმე. შუა ზაფხულიდან ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდებათ. მიუხედავად ამისა, მაინც შეიკავეთ თავი არასაჭირო ხარჯებისგან, განსაკუთრებით კი სექტემბერში.

ჯანმრთელობა. მოვლენები და ცვლილებები ცხოვრებაში არასახარბიელოდ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. გამონახეთ დრო ფიზიკური ვარჯიშებისთვის და სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. უარი არ თქვათ ვიტამინების მიღებაზე, განსაკუთრებით ზამთრის ბოლოს. თუ გახდომა გსურთ, აირჩიეთ არა მკაცრი დიეტა, არამედ სწორი კვება. ზედმეტი კილოგრამები უპრობლემოდ გაქრება. 

 

ავტორი: ემილი

2020-01-12.

წყარო

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO