მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
იუმორი - covid-19

*   *   *

ახალი მეტსახელები კახეთში:

უკლასტერო გივი - ნაშვილებია და წარმომავლობას ვერ არკვევს

მარლა მაყვალა - პირბადეებს კერავს,

გამყრელიძე ფირუზა - მის შვილს აღმოაჩნდა კორონა,

პანდემია მარო - მთელ სოფელსაა მოდებული, ყველას სტუმრობს,

კარანტინა თებრო - ორჯერ მოხვდა კარანტინში,

უარყოფითი კაკო - არ აღმოაჩნდა ვირუსი,

კოვიდა ნუკრი - ქალაქში ცხოვრობს.

 

*   *   *

მთავრობამ სააღდგომოდ სასაფლაოები დაკეტა. გურულმა მამა-შვილმა გადაწყვიტეს გამთენიისას გადაპარულიყვნენ, პატივი მიეგოთ თავისი მიცვალებულებისთვის, საფლავზე დაეტოვებინათ პასკა და წითელი კვერცხები. გაამზადეს ყველაფერი და მიადგნენ სასაფლაოს ღობეს. გადაძვრა მამა ღობეზე და შვილი რომ ხორაგით სავსე ჩანთას აწვდიდა, ე, მაგ დროს დაადგა პატრული.

- თქვენ დაარღვიეთ კანონი და ჯარიმდებით 3000 ლარით! - დააბულბულა ინსპექტორმა.

- რეიზა დავარღვიეთ, ძამა?

- სასაფლაოზე შესვლა რომ აკრძალულია, ხო გაგაფრთხილენ და გითხრენ ტელევიზიით?

- მერე სა მნახე სასაფლაოზე შესული?

- კაი, შენ არა, მარა მაგ მოხუცზე რას იტყვი?

- მაი მოხუცი მამაჩემია, 3 წლის კტარია, რომ აკრძალა მთავრობამ ჭირისუფლის მისლა, შემომითვალა - ღობესთან მუალ და წასახემსებელი გადმომაწოდეო...

 

*   *   *

გურულ მეკუბოვეს სასახლის გამზადება შეუკვეთეს. ახალი წესებით მიცვალებული 72 საათში უნდა დაკრძალულიყო. იმანაც სასწრაფოდ გააკეთა. დაიღალა და იფიქრა, ახლა ცოტას წავუძინებ და რომ გავიღვიძებ, ქე გადოუტან კუბოს იმ უბედურსო... გაიღვიძა, მაგრამ გაჭიმული 21 საათია უკვე და კომენდატის საათი დაწყებულია, მაგრამ კუბო უნდა მიუტანოს აუცილებლად, სიტყვას ვერ გატეხს. რაღას იზამდა, შემოიდო ეს კუბო ზურგზე და გაუყვა გზას... გააჩერა პატრულმა:

- რაია? სა მიხვალ ამ შუაღამისას? ხო იცი გარეთ გასვლა არ შეიძლება, უნდა დაგაჯარიმო 3000 ლარითო.

- არსად არ მივალ, ძამა, აგერ, ა, ახლოში, საცხა დამასაფლავესს, არ მომეწონა ი ადგილი და სხვაგან გადავდივარო. - უპასუხა უტეხად გურულმა.

შეშინებულმა პატრულმა უკან მოუხედავად მოკურცხლა.

 

*   *   *

სიტუაცია 10 წლის შემდეგ: 

- მამა, დედა რატომ მოიყვანე ცოლად?

- პირბადეში ვერ დავინახე კარგად.

 

*   *   *

განცხადება: "თხოვნაა, ვინც ადგილობრივ პირბადეებს კერავთ, გაითვალისწინეთ ქართული ცხვირები, თორემ დაგვძვრა ყურები".

 

*   *   *

იმერელი: იმდენი ვიძახეთ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, ასე ცხოვრება აღარ შეიძლებაო, ე, გვისმინა უფალმა გამოგვივზანა კორონა და დაგვსვა სახლში!

 

*   *   *

გურიაში ვრეკავ:

- რაფერ ხართ თუ იცით?

- რა ვიცი, ცა, შენ უნდა მითხრა რას ჩივიენ მაქანე, მთავრობაში!

- აქანე კაი აფერი და მაქანე რა ხთება?

- აქანე რა ხთება და.. ყველა დილას მათმატიკის გაკვეთილით ვიწყებთ: ამდენი მიემატა, ამდენი მუაკლტა, ამდენი ელოდება, ამდენის ანალიზის პასუხი მევდა, იმდენი გზაშია, ამდენი კარანტინში, ამდენი მოკტა... მოვკტი კაცი ანგარიშობით, ნამდვილად მარტო იგი ვიცი, რომე ამ გრიპს ქვია კომლი-19, 5 გარდეიცვალა და სულ 6 ექიმი გვყოლია - 4 კაცი და 2 ქალი! ღმერთო, მშვიდობა ქენი და აგი ამბავი რომ გედიარს, მათმატიკა კი მეცოდინება! და კიდომ: "ქლა შტერიო", რო იძახიენ, მაგას ვისზე ჩივიენ თუ იცი?..

 

*   *   *

გურული შევარდა ბანკში:

- ჩქარა ფული, თვარა დავამცხიკვებ, იცოდეთ!

 

*   *   *

- რა დრო დადგა, ევროპაში წასვლა 50 ლარი ღირს, გარეთ გასვლა - 3000! 

 

*   *   *

გურული: ქე ვარ ასე, - უკლასტეროდ!

 

*   *   *

წარწერა გურულის საფლავზე: "არ დავრჩი სახლში და ე!"

 

*   *   *

სვანმა ვეღარ გაუძლო სახლში ამდენ ხანს ჯდომას და ...წამოწვა.

 

*   *   *

ქუთაისელი ბაზარში:

- პაწა დოუკელი თუ არა, დავამცხიკე ახლაო!

 

*   *   *

ქუთაისელმა პატრულმა 9-ის ნახევარზე დააჯარიმა კაცი, - ვიცი სადაც ცხოვრობ და ვერ მიასწრებო!

 

*   *   *

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

სახლში შედი, ცხრას აკლია შვიდი!

 

*   *   *

ვაკე - "ქოუიდ-19",

საბურთალო - "კოვიდ-19",

გლდანი - "კორონა".

 

*   *   *

1609 წ - "რუსუდან, შედი კარავში!"

2012 წ - "შედი, ქალო, ბუტკაში!"

2020 წ - "დეეტიე, ქალო, სახლში!"

 

*   *   *

იყავი ქველმოქმედი, გადი გარეთ და შეავსე ბიუჯეტი 3000 ლარით!

 

*   *   *

განცხადება: "ახალციხეში რომელიმე ბანკში, სუპერმარკეტში ან აფთიაქში თმას თუ ვინმე ჭრის, ხომ არ იცით, მეგობრებო?"

 

*   *   *

2020 წლის 2 აპრილი. ბოლო 24 საათის ანგარიში:

მკვლელობა - 0,

ყაჩაღობა - 0,

ძარცვა - 0,

თაღლითობა - 0,

გაუპატიურება - 0,

ცოლ-ქმრის კონფლიქტი - 143 756.

გადარჩებიან მხოლოდ მარტოხელები!

 

*   *   *

პირბადეების ნაკრები - "неделя" არ შემოუთავაზებია ჯერ არავის?

 

*   *   *

ზაურიამ დაარღვია დისტანცია და გადაუყო ხელი ცოლს:

- ლამარია, ცა, თუ აკვირდები, რა მაგარი ყოფილა ეს ღამურა, აღარც ქათმის გრიპია და აღარც ღორის!

- ზაურია, დამაძინე, თვარა ვერ მეესწრები დაინფიცირებას, ისე ჩაგასიკვდილებ!

 

*   *   *

- ეს ტიპი - რატიანი - რომ იძახის ყველამ უნდა მოვიხადოთ კორონაო, სახლიდან თუ არ გამიშვეს, როგორ მოვიხადო, "გლოვო" მომიტანს?!

 

*   *   *

ჭიჭიკიას ცოლი წინ ეჯდა მანქანაში, გააჩერა პატრულმა და დააჯარია 3000 ლარით.

- კიდო კაი, არ იცი წუხელ სად მეჯდა, თვარა ხო დამხვრიტავდი ალბათო - ჭიჭიკიამ.

 

*   *   *

"-დილის 6:01 იყო ზუსტად სიგარეტის მოსაწევად რომ გავედი. ჩემი უბნის პატრულმა ჩამოიარა, საათს დახედა და ნაბოზრულად ჩავიცინეთ ორივემ..."


ავტორი: ემილი.

2020-04-1022:48:21.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO