ხალხნო და ჯამაათნო. მოგესალმებით დიდი გულისტკივილითა და ოხვრით! ,,რა გაგჭირვებია?,, ,,შენ რაღა გჭირს?,, ,,რა გეტაკა თქვი ბარემ!,, და მსგავსი გამოთქმებისგან თავი შეიკავეთ და ყურადღებით მომისმინეთ!
პატივი გაქვთ მიცნობდეთ, მე მავნე ვარ და აქ კაი საქმისთვის არ მოვსულვარ!
ერთი თვეა ვაკვირდები პერლას მჭევრმეტყველებას და ბოლოს გაწყდა მოთმინების ძაფი! რაც გამოჩნდა, ენა არ გაუჩერებია და გამოგვატვინა ინტერნეტ მკითხველთა ნაღები საზოგადოება (ჩემი თამადობით!). ჩემნაირ მაღალგანვითარებულ და მოაზროვნე ადამიანს, არაფერში ჭირდება პერლას ,,ბრძენქალობის,, ნიმუშები, მაგრამ ესმის?
გადავწყვიტე, ყველა მის სიბრძნეს მოვაყოლო სათანადო გამოხმაურება, თვალი ავუხილო და დავანახო როგორ გაგვიწყალა გული! იმედია მეთანხმებით და თქვენც არ გაიხდით საკბილოდ თავს!
ჯერ იყო და ახალი წელი მოდისო და ყველაფერი გვასწავლა: როგორ ჩავიცვათ ახალ წელს? რა ვჭამოთ? რა დავლიოთ? რა ვიფიქროთ? თავი როდის მოვიფხანოთ და თუ არ გვეფხანება როგორ მოვიფხანინოთ? ის დაავიწყდა, შუქს რო ჩაგიჭრიან გადაუხდელობის გამო, ამ მთავრობას როგორ შევაგინოთ! რას ამბობ, პერლა ჩემო, სანამ შენ არ გამოჩნდებოდი, ბებიაჩემი ,,შპარგალკით,, აკეთებდა გოზინაყს და სრულიად ერი შიშველი ხვდებოდა ახალ წელს! აბა რა იცოდნენ რა ჩაეცვათ?
ახლა გადაგვეკიდა, სიყვარულის დღე მოდისო! აბა ვინ უფრო აუხსნის სიყვარულს შეყვარებულსო. სიყვარულის დღეს ვალენტინობას ეძახის. მე მაგდენი ,,სიკალულობა,, არ მესმის და სადაც ვიტყვი, ,,ქუჩა-ქუჩა ხვევნა-პროშნის გაპრავების სახალხო დღესასწაული,,, ესე იგი ეგაა რა!
საქალბატონევ, ქალბატონო თუ ნაქალბატონე პერლა, სიყვარულის ახსნა შენ რო არ დააძალო ამ ხალხს, თვითონ ვერ მოახერხებენ? თან თავის ვერსიასაც რო გვთავაზობს: ,,ნეტავ შენამდე სიყვარული თუ არსებობდა?,, ოჰოჰოჰოჰოჰოჰო!
თუ ეგრეა, მავნესეული სიყვარულის ახსნა ასეთია: ,,ათი მიზეზი დამისახელე რატო უნდა მიყვარდე და მეყვარები!,, უუხ ეგრე! თვალზე ცრემლის მოდგომებს არა ვართ!
სიტყვა გამიგრძელდა და კინაღამ დამავიწყდა მთავარი სათქმელი. ის სტატია მინდა განვიხილო, ჩემი მოთმინების ძაფი რო გაგლიჯა. გაიგებდით, პერლა რო პირველი ღამის წარმართვა_ჩატარების რჩევებს გვაძლევს! ეს უკვე ნამეტანია! მემგონი პერლამ დაიჯერა, რო ეგ რო არა, ქსეროქსზე გავმრავლდებოდით. მოკლედ წავიკითხე ეს სტატია და შოკირებული ვარ. დაწვრილებით აქვს განხილული პირველი ღამის სიტუაციები:
გამოცდილი კაცი_ გამოუცდელი ქალი
გამოცდილი ქალი _ გამოუცდელი კაცი( საცოდავი)!
მემგონია დაავიწყდა და შევახსენებ. ბარემ დაგეწერა:
კაი საცივის მკეთებელი ქალი- მაღაროელი მამაკაცი დროებით უმუშევარი ქალი_ სიდედრის ფანი მამაკაცი ქალი კდემამოსილება_ კაცი, რა კაცი!
ერთი ჭკვიანი მკითხველიც გამოუჩნდა და კომენტარებში თხოვს, იქნება სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელზე დაგვიწერო პირველი ღამის რჩევებიო! ხოდა, მე ვუსრულებ თხოვნას იმ ცალტვინას და აბა მისმინეთ:
პირველი ღამის სიტუაცია:
რაჭაში ქორწილიდან 5 წლის შემდეგ: _ცოლუკა, ეგ პირველი ღამეა თუ რაღაცა, აღარ დავიწყოთ? არ დავაგვიანოთ, ქვე შენი ჭირიმე!
იმერეთში ჰე, აპა ახლა ყველაფერი ისთე ჩავატაროთ რაფრაც საჭიროა, თავი არ მოგვეჭრას!
გურიაში სიამოვნების მწვერვალზე მყოფი ქალი: ნენა, შევწუხთი, გლახათ ვარ!
სვანეთში ქალო, ნეტა ხვალიდან ქალიშვილი აღარ იყო, ვაი შენი ბრალი!
თუ დაიმსახურებთ, საერთაშორისო მაგალითებსაც მოვიყვან. ახლა თქვენთვის აღარ მცალია, ათასი რამე მაქვს გასაფუჭებელი. აბა ველოდები კომენტარებს და ჭკუით იყავით, არავინ გამაბრაზოს!
|