საყვარელო მკითხველო,
ყველამ ვიცით, 11 მარტს საშინელი ტრაგედია დატრიალდა იაპონიაში. 8,9 ბალინმა მიწისძვრამ და მისგან გამოწვეულმა ცუნამმა დიდი მსხვერპლი გამოიწვია. სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი ყოვედღიურად იმატებს.
იაპონიის ტრაგედია, მთელი მსოფლიოს მწუხარებაა. ასობით დაღუპული, ათიათასობით უსახლკაროდ დარჩენილი და დაკარგული ადამიანი, არ შეიძლება მხოლოდ ერთი ქვეყნის ტრაგედია იყოს. ამდენ დარდს ერთი ქვეყანა ვერ დაიტევს. მით უფრო, რომ ამას თან დაერთო ბირთვული კატასტროფის საფრთხე, რაც მსოფლიო პრობლემა შეიძლება გახდეს.
ჩვენც გვტკივა და ვდარდობთ თავსდამტყდარი უბედურების გამო.
ამხელა სიძლიერის მიწისძვრა იაპონიას საუკუნეზე მეტია არ ახსოვს. ყველაზე მძიმე წუთებშიაც კი, იაპონელი ხალხი მსოფლიო საზოგადოების გაოცებას იწვევს. ის საოცარი მზაობა და სიმტკიცე, რაც მათ გამოიჩინეს კატასტროფის წინაშე, უდაოდ დასაფასებელია.
ჩვენც ვიზიარებთ იაპონელების ტკივილს და მწუხარებას. ვუცხადებთ მორალურ მხარდაჭერას და გვჯერა, რომ იაპონელი ხალხი, ამ ტრაგედიიდანაც დააღწევს თავს.
ეს პატარა გოგონა 4 თვისაა და 3 დღის შემდეგ ნანგრევებში ცოცხალი და უვნებელი იპოვეს.
გვჯერა ეს გოგონა სიმბოლოდ იქცევა იაპონელი ხალხის გამძლეობისა და გადარჩენის წყურვილისა და სულ მალე, ისევ ვნახავთ ფეხზე წამომდგარ, ძლიერ და ბევრისთვის მისაბაძ იაპონიას.
პერლას მთელი კოლეტქივი მწუხარებას გამოთქამს და უერთდება იაპონელი ხალხის მწუხარებას.
info@perla.ge
|