ბუღალტერი ცოლს მოიყვანს და სიმამრთან მიღება-ჩაბარების აქტს გააფორმებს.
*** _ ძვირფასო, ყავა გინდა? _ კი. _ მაშინ შენთვისაც გაიკეთე.
*** _ გტანჯავთ თუ არა ეროტიკული სიზმრები? _ ეკითხება ექიმი პაციენტს. _როგორ თუ მტანჯავს?! _ გაუკვირდა პაციენტს.
კვლევა: ხინკლის გაკვეთის შედეგად აღმოჩენილი იქნა ხორცი. დასკვნა: ხინკალი მტაცებელია.
*** ერთ კაცს ეკითხებიან, ქალზე რომელსაც საკმაოდ სქელი მაკიაჟი ედო სახეზე: - როგორ მოგწონთ ეს ქალბატონი? - ვერ გეტყვით, ფერწერაში ვერ ვერკვევი.
*** ცოლი დიდხანს ათვალიერებდა თავის თავს სარკეში. მერე მიუბრუნდა თავის ქმარს და მიაძახა: - მეტის ღირსი მაინც არა ხარ!
*** ზებრა და პინგვინი მივიდნენ ფოტოს გადასაღებად. - ფერადი გადავიღოთ?-ეკითხება ფოტოგრაფი. - არა, შავთეთრი საკმარისია.
ლაპარაკობს ორი სპორტული კომენტატორი: - როგორ მოგწონს 10 ნომრის თამაში. - ეგ მე რუსთაველს მაგონებს. - რუსთაველს?.. რუსთაველს ხომ არასოდეს არ უთამაშია ფეხბურთი. - სწორედ მაგიტომ მაგონებს.
***
გაქურდული იქნა ბინა. ქურდის ხელის გულის ანაბეჭდით კრიმინალისტებმა დაადგინეს:
ის იცხოვრებს დიდხანს, მაგრამ ბედნიერება არ ეღირსება.
*** მეგრელი თავის სტუმარს აჩვენებს კედელზე ჩამოკიდულ ძველებურ დამბაჩას და ეუბნება: - ეს უნიკალური იარაღია, ამით მოკლეს იული ცეზარი. - რას ამბობთ?! იმ დროში დამბაჩები არ იყო. - მეც მაგას ვამბობ, უნიკალური იარაღია.
*** - მამა, რატომ არის მთვარე ვარსკვლავებზე დიდი? - აბა რა ვი.. - მამა, რატომ არის მზე ასეთი კაშკაშა? - აბა რა ვი.. - მამა, ხომ არ დაგღალე შეკითხვებით. - არა, არა, მკითხე შვილო, მკითხე. მე თუ არ აგიხსენი სხვა ვინ რას აგიხსნის...
*** ლომმა შეკრიბა მხეცები და გამოაცხადა: - დღეს ყველაზე მშიშარა უნდა შევჭამოთ! კურდღელი წამოხტა და წამოიძახა: - ტახს არავის დავაჩაგვრინებ!
*** მარტო კაციჭამიებს არ უნდათ დაიჯერონ, რომ ადამიანების მაგივრობას კომპიუტერები შეძლებენ
*** - მამა, ხუთი თეთრი მომეცი რა! - რათ გინდა ხუთი თეთრი? - იმისათვის, რომ შეგრცხვეს, შენ ბავშვს მარტო ხუთი თეთრი, რომ აქვს.
*** ბავშვი ეკითხება მამას: - მამა, კავკასიონი სად არის? - დედაშენს ჰკითხე, მაგისას ხომ ვერაფერს გაიგებ სად რას ინახავს.
*** - ქალბატონო, თქვენ გიყვართ თქვენი ქმარი? - კი, მიყვარს... მე ყველა კაცი მიყვარს.
*** ერთი კაცი ეუბნება მეორეს: - საზღვარგარეთ ვიყავით და ჩემი ცოლი წმინდანად შერაცხეს. - თქვენ ეტყობა ინდოეთში იყავით. ***
აბარამოვიჩის ბავშვის მასწავლებელი შურით მოკვდა, როცა წაიკითხა მისი თხზულება: „როგორ გავატარე ზაფხული."
*** პატარა ბიჭი მამას ეკითხება: - მამა, ამხელა ღიპი ლუდისგან გაქვს? - არა, ლუდისთვის.
*** ტიპი ზის კომპიუტერთან. ამ დროს ურეკავს დედა: - შვილო, როგორ ხარ? - ცოტა მაციებს. - ფანჯრები გექნება ღია და დახურე. ცოტა ხნის მერე ტიპი ურეკავს დედას: - დედა, ყველა ფანჯარა დავხურე, ორჯერ გადავტვირთე, მაგრამ მაინც მაციებს...
*** ბუღალტერი თავის 4 წლის ბავშვს კონკიას ზღაპარს უკითხავს. ბავშვი ყურადღებით უსმენს. იმ ადგილის წაკითხვის შემდეგ, სადაც გოგრა ოქროს ეტლად გადაიქცევა, მამას ეკითხება: - მამა, როცა გოგრა ოქროს ეტლად გადაიქცევა, ეს როგორ იქნება კლასიფიცირებული: როგორც შემოსავალი, თუ როგორც ქონების ღირებულების გაზრდა?
*** მიმდინარეობს ოპოზიციის მიტინგი. ამ დროც ქალაქის თავზე გადაიჭიმება ცისარტყელა: - ხედავთ ხალხო, რაში ხარჯავენ ფულს!
*** ერთი ტიპი უყვება მეორეს: - გუშინ შენი ცოლი ლიფტში შემხვდა. ისეთი მაგარი ანეგდოტი მომიყვა სიცილისგან კინაღამ საწოლიდან გადმოვვარდი.
*** პაციენტი შედის ექიმთან: - ექიმო, აი ჩვენც მოვედით! - ვინ „თქვენ"? - მე და ჩემი ჭიები.
*** ექიმი ეუბნება პაციენტს: - ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით, ყველაფერი კარგად არის. აი, ოპერაციამდე ძალიან ცუდად იქცეოდი: ყვიროდი, იგინებოდი, გაქცევას ცდილობდი. შენი მეგობარი კიდევ უფრო უარესად იქცეოდა... - აბა რა იქნებოდა?! ჩვენ აქ მინების გასაწმენდად გამოგვგზავნეს.
|