მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ივლისი    » «    2022    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ დავიცვათ თავი გრიპისაგან

საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში მწვავე რესპირატორული ვირუსების ეპიდემიაა. ექიმების გადმოცემით ეს გაგრძელდება შუა გაზაფხულამდე. თუმცა ამის გამო პანიკის შექმნა არ ღირს. უბრალოდ აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ გრიპისაგან უფრო დაცულები ვიყოთ.

ვიტამინებით გამდიდრებული საკვები პროდუქტების მიღება აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ორგანიზმის დამცავი ფუნქციების ზრდას. ეპიდემიის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვება იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული. თქვენს მენიუში უნდა შედიოდეს: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ხილი, წვენები. თუ თქვენ სწორად იკვებებით, არ დაგჭირდებათ დამატებით ვიტამინების მიღება.

თუ არ გსურთ ავად გახდომა, ჩაიცვით ამინდის შესაფერისად, ისე, რომ არც შეგცივდეთ და არც დაგცხეთ. ქარში და სიცივეში დაიფარეთ ყელი და ყურები, ეცადეთ ფეხი არ დაგისველდეთ და მოერიდეთ ორპირ ქარს და გაოფლიანებას.

დიდი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და ხშირად გაანიავეთ სახლი. სეირნობისას ისუნთქეთ ცხვირით, რადგან ცხვირში გამავალი ჰაერი მეტწილად იფილტრება მტვრისა და მიკრობებისაგან.

საზოგადოებრივ ადგილებში მოერიდეთ ყოველგვარ კონტაქტს დაავადებულ ადამიანებთან. საერთოდ ეპიდემიის პერიოდში მოერიდეთ ასეთ ადგილებში ყოფნას. სჯობს რამოდენიმე დღით უარი თქვათ აქტიურ სოციალურ ცხოვრებაზე, ვიდრე ავად გახდეთ.

თუ დახურულ ოფისში მუშაობთ, სადაც ერთ შენობაში თქვენთან ერთად რამოდენიმე თანამშრომელი იმყოფება, ეცადეთ თავი დაიჭიროთ ერთმანეთისაგან მინიმუმ 2 მეტრის მოშორებით.

დაიცავით ჰიგიენა - რეგულარულად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნით ქუჩიდან დაბრუნების, საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობის და დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ. ხშირად შეახსენეთ ბავშვებს ხელების დაბანა და ასწავლეთ რომ თვალებთან და პირთან მხოლოდ სუფთა ხელები უნდა მიიტანონ.

შეძლებისდაგვარად ეცადეთ გქონდეთ სწორი ცხოვრების სტილი, რომელიც მოიცავს არამარტო ბალანსირებულ კვებას, არამედ კარგ ძილს არანაკლები 8 საათისა და ასევე ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას. გახსოვდეთ, რომ ფიზიკურად გადაღლა კი არ გააძლიერებს, არამედ დაასუსტებს თქვენს იმუნურ სისტემას.

თუ თქვენი ოჯახიდან ვინმე ავად გახდა, სჯობს გადაიყვანოთ ის ცალკე ოთახში და გამოუყოთ ინდივიდუალური ჭურჭელი. ავადმყოფი უნდა ატარებდეს ნიღაბს, ხშირად გაანიავეთ ბინა და ჩაატარეთ სველი წმენდა.

თუ მიუხედავად სიფრთხილისა, მაინც დაავადდით, დაისვენეთ სახლში, სვით ცხელი ჩაი - რომელიც თქვენ მოგწონთ და მოერიდეთ ორპირ ქარს. გრიპის მსუბუქი ფორმის, ან ჩვეულებრივი გაციების დროს საკმარისია მხოლოდ იწვეთ სახლში. თუ შეამჩნევთ, რომ ავადმყოფობა რთულდება, სასწრაფოდ ეწვიეთ ექიმს.

არ ღირს ექიმის დაუკითხავად მიიღოთ რეკლამირებული ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც რეალურად არ იძლევიან კარგ შედეგებს მკურნალობის დროს. ისინი ხშირ შემთხვევაში განკუთვნილია მხოლოდ გრიპის და არა გაციებისათვის. გარდა ამისა უნდა გახსოვდეთ, რომ ანტივირუსული პრეპარატები მოქმედებას იწყებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ მიიღებთ დავირუსებიდან 48 საათის განმავლობაში.

თუ დაავადება არ გაგივლით 5 დღის განმავლობაში და ამჩნევთ ახალი სიმპტომების გამოჩენას, ამ შერმთხვევაში საქმე ეხება დაავადების გართულებას. აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა დაგენიშნოთ სწორი მკურნალობა.

პერლა გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO