მასალა: ყველი - (იმერული) 600 გრ. ბრინჯი - (მრგვალი) 1 ჩ/ჭ. კვერცხი - 4 ცალი. პიტნა - 1 კონა.
მომზადების წესი: ქვაბში ჩავასხათ 3 ლ წყალი და ავადუღოთ. ჩავყაროთ მასში გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი და დაველოდოთ სანამ მოიხარშება. დავჭრათ ყველი საშუალო ზომის ოთხკუთხედ ნაჭრებად და ესეც დავუმატოთ. კვერცხები ავთქვიფოთ (შეგვიძლია მთელებიც ჩავახალოთ, გემოვნების მიხედვით) და ჩავასხათ მდუღარე ქვაბში, თან კოვზით მოვურიოთ. კვერცხი რომ მზად იქნება, დავჭრათ ქორფა პიტნა, მოვაყაროთ სუფს და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
ეს კერძი სწრაფი და იოლი მოსამზადებელია. განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ დიასახლისებისათვის, ვისაც სამზარეულოში საფუსფუსოდ ბევრი დრო არა აქვს, მაგრამ სურს, რომ ოჯახის წევრებს სასარგებლო და გემრიელი საჭმელით გაუმასპინძლდეს.
ყველის სუფი სუფრაზე მიაქვთ ცხელი, მჭადთან ერთად.
ავტორი: ემილი. |