წარმატებული ადამიანების ცხოვრებას თუ გადავავლებთ თვალს, გამოვარჩევთ რამდენიმე საერთო ხასიათსა და უნარს, რომლებმაც შემდეგში მათი წარმატებები განაპირობეს.
წარმატების ეს საიდუმლოებები შეიძლება თქვენც დაგეხმაროთ ცხოვრებაში, რათა ფრთები შეასხათ თქვენს ოცნებებს. პერლა კი ყოველთვის მზადაა თქვენს დასახმარებლად.
მაშ ასე, წარმატების საიდუმლო რეცეპტი:
გახსოვდეთ, ყოველთვის იფიქროთ პოზიტიურად ნებისმიერ სიტუაციაში. კვლევები აჩვენებენ, რომ პოზიტიური აზროვნება ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
დაგეგმეთ თქვენი ოცნებები და მიზნები. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ იფიქროთ: "ნეტავ საბუღალტრო კურსებზე ვსწავლობდე", თქვენს თავს უთხარით: "შემდეგი თვიდან მე მივდივარ საბუღალტრო კურსებზე!". შეიმუშავეთ გეგმა, მკაცრად მისდიეთ მას და მაშინ წარმატება გარდაუვალი იქნება!
იმოქმედეთ! თავად მიზანი არაფერს არ ნიშნავს. მიზნის მისაღწევად რაღაც უნდა მოიმოქმედოთ. არ მისცეთ უფლება ეჭვებს, რომ ხელი შეგიშალოთ. უბრალოდ გააკეთეთ ის. თქვენი მოქმედება იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი წარმატებისაკენ.
არ შეწყვიტოთ სწავლა. იარეთ კურსებზე, იკითხეთ წიგნები, მოძებნეთ თქვენი ინტერესების შესაფერისი კლუბები. თუ თქვენ რაღაცამ გაგიტაცათ, ეცადეთ შეიტყოთ მასზე უფრო მეტი. დაეუფლეთ ახალ-ახალ ინფორმაციებს თქვენი ინტერესების სფეროში - ეს აუცილებელი შემადგენელი ნაწილია წარმატებისა.
იყავით შეუპოვარი და ბევრი იმუშავეთ. ისწრაფეთ და იმოქმედეთ თქვენი მიზნების მისაღწევად. არ გაჩერდეთ შუაგზაზე და არ მიანებოთ თავი.
ისწავლეთ დეტალების ანალიზი. შეაგროვეთ ფაქტები, დააზუსტეთ საწყისი მონაცემები. ეს დაგეხმარებათ ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში. აღიარეთ საკუთარი შეცდომები. მაგრამ არ დაისაჯოთ თავი მათ გამო. ანალიზი - ეს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია წარმატებისა.
კონცენტრირება გაუკეთეთ მთელს თქვენს დროს და ფულს. როდესაც რაღაცის გჯერათ, ჩადეთ მასში მთელი ენერგია და ყურადღება. არ მისცეთ უფლება სხვა ადამიანებს ან სხვა საქმეს, აგაცდინოთ არჩეულ გზას.
არ შეუშნდეთ ნოვატორობას, მუდმივ სიახლეებს. არ დაიზაფროთ იმის გამო, რომ სხვებს არ გავხართ. იყავით ერთგული საკუთარი თავისა და საკუთარი იდეებისა. ბრბოს მიბაძვა ყოველთვის წამგებიანია. წარმატება მხოლოდ ორიგინალობაშია.
ეცადეთ ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობა დაამყაროთ. მათ პატიოსნად შეატყობინეთ თქვენი აზრები და სურვილები, რათა ისინიც პატიოსნად მოგექცნენ შემდეგში. განავითარეთ თქვენში უნარი სწორად გაუგოთ სხვა ადამიანებს, გაიზიაროთ მათი გრძნობები და მოტივაციები. წარმატება შეუძლებელია გარშემომყოფებთან სწორად ურთიერთობის გარეშე.
და ბოლოს მთავარი საიდუმლო წარმატებისა: იყავით გულახდილი, საქმეში სანდო, პასუხისმგებელი თქვენს გადაწყვეტილებებზე. არასოდეს მოატყუო და უორგულო. თუ რამეს დაპირდი, შეასრულე სიტყვა. თუ შეცდომა დაუშვი, ან რაიმე სიბრიყვე ჩაიდინე, აღიარე ეს და გახსოვდეს: პატიოსნების, საიმედოობისა და პასუხისმგებლობის გარეშე ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი რჩევა არ დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.
პერლა გისურვებთ წარმატებებს!
ავტორი: ემილი. |