მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ვარსკვლავების საქორწინო კაბები

დამეთანხმებით, რომ ქორწილი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ დღეს ყველა გულისფანცქალით მოელის დიდი სურვილით, რომ  გამოიყურებოდეს ულამაზესად. ბევრს ფიქრობენ საქორწინო კაბის არჩევისას, რათა ხაზი გაუსვან საკუთარი ფიგურის ყველა ღირსებას. ზოგიერთ ჩვენგანს კი უჩვეულო სურვილი აქვს - სურს საკუთარ ქორწილში გამოიყურებოდეს ისე, როგორც მისი საყვარელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი...

ვარსკვლავებისათვის საქორწინო კაბაზე საზრუნავი მათთვის საყვარელ დიზაინერთან დარეკვით იწყება და მთავრდება შესაშური შედეგით, რომელსაც მნახველი აღტაცებაში მოჰყავს. ისინი თვალისმომჭრელად გამოიყურებიან მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილ ულამაზეს და უძვირფასეს საქორწინო კაბებში. ყველაზე ხშირად ვარსკვლავები ცდილობენ არჩევანი გააკეთონ მკაცრ და ელეგანტურ კაბაზე, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც სურთ ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ნამდვილი პატარძლები და უპირატესობას ანიჭებენ ქათქათა თეთრ, რუშებიან და ფუშფუშა კაბებს. ნებისმიერ შემთხვევაში თავიანთ ქორწილებში ისინი გვევლინებიან სრულიად განსხვავებულად, ვიდრე ჩვენ შევეჩვიეთ მათ ეკრანებზე. 

აი, მაგალითად, ქრისტინა აგილერამ (Christina Aguilera) არჩევანი გააკეთა  Christian Lacroix-ის მდიდრულ საქორწინო კაბაზე გრძელი შლეიფით და ზღვის ფერიასავით უმშვენიერესი მოგვევლინა საკუთარ ქორწილში.

alt

ავრილ ლავინი (Avril Lavigne), რომელსაც თვალი შევაჩვიეთ, როგორც როკის წარმომადგენელს, ქორწილში ზღაპრული პრინცესასავით  გამოცხადდა Vera Wang-ის საქორწინო კაბაში.

alt

ერთერთი ყველაქზე ლამაზი საქორწინო კაბა ჰოლივუდის ისტორიაში გახლდათ ქეით ჰოლმსის  (Katie Holmes)  საქორწინო კაბა Armani-საგან, რომელიც იყო მორთული ძვირფასი ქვებით და ნაქარგებით, მაგრამ შესრულებული იყო სადა კლასიკურ სტილში.

alt

ევა ლონგორია (Eva Longoria), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება მსოფლიოში, არჩევანი გააკეტა Angel Sanchez-ის საქორწინო კაბაზე, რითაც ყველა თავის ღირსებას გაუსვა ხაზი.

alt

ჰოლივუდის მსახიობმა კეტრინ ჰეიგლმა (Katherine Heigl) არჩევანი გააკეთა Oscar de la Renta-ს კაბაზე რომელიც თოვლივით ქათქათა ქსოვილისგან იყო შეკერილი უჩვეულო, ორიგინალური მოხაზულობით.

alt

პამელა ანდერსონმა (Pamela Anderson) აირჩია მოკლე თეთრი კაბა, რომელიც ქორწილისათვის ფასდაკლებით შეიძინა. ის ასეთ კაბაშიც კი თვალისმომჭრელი პატარძალი იყო.

alt

დიანა ღურცკაია ულამაზესი იყო გრძელ შლეიფიან თოვლივით თეთრ კაბაში, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა ვალენტინ იუდაშკინმა (Валентин Юдашкин). კაბას დაახლოებით 30000$-ის ღირებულების ბისერები, ძვირფასი ქვები და სვაროვსკის ბრჭყვილა თვლები ამშვენებდა.

alt

ბრიტნი სპირსი (Britney Spears) -  მართალია მან ყველასთვის მოულოდნელად უარი თქვა ქორწინებაზე, მაგრამ მისი კაბა ძალიან მდიდრული და ამაღელვებელი გახლდათ.

alt

ტორი სპელინგმა (Tori Spelling), ტელე-სერიალ "ბევერლი ჰილზის" გმირმა, უარი თქვა კლასიკურ, რუშებიან და გრძელ შლეიფიან კაბაზე და ასეთი სადა საპატარძალო კაბით გამოცხადდა ჯვრისწერის ცერემონიალზე.

alt

მილა იოვოვიჩი (milla jovovich) Temperley London-ის უნაზესი საქორწინო კაბით მისთხოვდა საკუთარი შვილის მამას - პოლ ანდერსენს.

alt

სარა მიშელ გელარმა (Sarah Michelle Gellar) აირჩია კაბა Vera Wang-ისაგან, რითაც თავის მინიატურულ ფიგურას ხაზი გაუსვა და მდიდრულადაც გამოიყურებოდა.

alt

ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური საქორწინო კაბა გახლდათ ის კაბა, რომელიც ეცვა პინკს (Pink) თავის ქორწილში. კლასიკურ კორსეტს ერწყმოდა შიფონის ქვედაბოლო და ღრმა დეკოლტე. კაბას კი შავი ბაფთა ამშვენებდა. 

alt

ერთერთი ყველაზე მდიდრული საქორწინო კაბა მსოფლიოში - ეს გახლდათ მელანი კნაუსის (Melania Knauss), მილიარდელი დონალდ ტრამპის მეუღლის კაბა, რომელიც შესრულებული იყო ატლასის ქსოვილისაგან და მორთული იყო ბრილიანტებით. ეს კაბა 12 კგ-ს იწონიდა.

alt

დემი მურმა (Demi Moore) არჩევანი შეაჩერა  Alber Elbaz-ს მოდელზე, რომელიც ატლასისაგან იყო შეკერილი და ძვირფასი თვლები ამშვენებდა.

alt

სელმა ჰაიეკი (Salma Hayek) დაახლოებით 5 თვის მანძილზე ელოდა თავისი საქორწინო კაბის შეკერვას მოდის სახლ Balenciaga-ში, დიზაინერ ნიკოლას გესკიერისაგან (Nicolas Geskier). ამ კაბაში ის პრინცესასავით ზღაპრულად გამოიყურებოდა.

alt

ნატაშა ბედინგფილდი (Natasha Bedingfield) ძალიან რომანტიულად გამოიყურებოდა თავის ქორწილში. მის ულამაზეს კაბას Vera Wang-ისაგან ამშვენებდა ვერცხლისფერი ატლასის ქამარი და არაჩვეულებრივად ლამაზი იყო.

alt

ფერგი (Fergie) - პლანეტის ყველაზე ელეგანტური ქალბატონი, შეუდარებელი იყო  Dolce & Gabbana -ს საქორწინო კაბაში, რომელიც შავი და თეთრი ყვავილებით იყო მორთული და მთავრდებოდა 4 მეტრიანი შლეიფით.

alt

კეტრინ ზეტა-ჯონსი (Catherine Zeta-Jones) შეეცადა თავისი გრაციოზულობა გამოეკვეთა და ეს მშვენივრად გამოუვიდა თავის მკაცრ და თავშეკავებული სტილის საქორწინო კაბაში Cristian Marie marc Lacroix-ისაგან.

alt

ჯესიკა სიმპსონის (Jessica Simpson) საქორწინო კაბაც Vera Wang-ისაგან ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი კაბა გახლდათ.

alt

ვიქტორია ბეკჰემმა (Victoria Beckham) არჩევანი გააკეთა Antonio Berardi-ის კაბაზე, რომელიც მაშინვე ყველა დროის ყველაზე საუკეთესო საქორწინო კაბათა სათავეში მოექცა.

alt

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO