ბოლო ხანებში აქტუალური გახდა ფერადი საქორწინო კაბები. პატარძლები იმ ფერს ირჩევენ, რომელიც მათ სახეს, თვალებს, სხეულს ყველაზე მეტად უხდება და მათ სილამაზეს ხაზს უსვამს. ფსიქოლოგთა აზრით, იმის მიხედვით, თუ რა ფერის კაბა აირჩია პატარძალმა, შეიძლება მისი ხასიათი გამოვიცნოთ.
თეთრი ფერის მოყვარული ადამიანი არის გულწრფელი, გაწონასწორებული, კეთილი და მორჩილი. ეს ფერი უმანკოების, ჭეშმარიტების, უბიწოების და ღვთიურობის სიმბოლო გახლავთ.
მოცისფრო-მოლურჯო ფერის კაბაზე არჩევანს აკეთებენ მშვიდი ხასიათის გოგონები. მათ ტრადიციული შეხედულებები აქვთ, სანდონი და საიმედონი არიან.
ყვითელ საპატარძლო კაბაში გამოწყობილ პატარძალს უყვარს ცვლილებები, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდება. ასეთი გოგონა ბედნიერებას ჰპოვებს სექსშიც და რელიგიაშიც. ის მრავალმხრივი და ჭკვიანია.
წითელ კაბას ირჩევენ აქტიური და ძლიერი ადამიანები, რომელთაც შესწევთ უნარი ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწიონ.
შავი ფერის საქორწინო კაბას შეუცნობელი, იდუმალი, საინტერესო, მისტიური, მკაცრი ხასიათის ადამიანები ირჩევენ. ისინი ხშრად პროტესტს უცხადებენ თავიანთ ბედისწერას.
მწვანე ფერის საქორწინო კაბა მისი მფლობელის ძლიერ სულზე, მიზანდასახულობასა და შეუპოვარ ხასიათზე, მდგრად შეხედულებებზე და მაღალ თვითშეფასებაზე მეტყველებს.
იასამნისფერი კაბა ქორწილისათვის შეიძლება აირჩიოს მეოცნებე გოგონამ, რომელსაც უნარი შესწევს მოხიბლოს და აღტაცებაში მოიყვანოს გარშემომყოფნი. ის საკუთარი ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობს.
ვარდისფერ საქორწინო კაბაში გამოწყობილი პატარძალი ძალიან ნაზი ბუნების, ქალური, უანგაროდ შეყვარებული, რომანტიული, კეთილი და ზედმეტად მგრძნობიარეა.
მოყავსიფრო საქორწინო კაბის მფლობელი თავმდაბლი, მშვიდი, წყნარი, საკუთარ თავში დარწმუნებული და ოპტიმისტია.
ახალგაზრდულ ქორწილებში გვხვდება ისეთი გარდამავალი ფერის საქორწინო კაბებიც, რომელთაც ვერცერთ ფერთა კლასიფიკაციას და აღწერილობას ვერ მივაკუთვნებთ. ეს მათ ორიგინალურობას, ექსტრავაგანტულობასა და ფანტაზიის უნარს უსვამს ხაზს. ბოლოს და ბოლოს ეს დღე მათია და მხოლოდ პატარძალმა უნდა აირჩიოს რა ფერის შეიძლება იყოს მისი საქორწინო კაბა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია უსაზღვრო ბედნიერება და ოჯახური იდილია ვუსურვოთ მათ!
ავტორი: ემილი.
|